დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საჰაერო ხომადების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ" სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების და დამატებეის შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 15/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 38, 23/03/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.050.000.27.019.008.280 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.27.019.008.280
სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის
თავმჯდომარის ბრძანება №3
2006 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
„საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №2 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ნორმატიული ბაზის შემდგომი სრულყოფის მიზნით, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“), საქართველოს კანონების: ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ მე-13 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 36-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №2 ბრძანებით (სსმ III, 2003 წ., №140, მუხ. 1140) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ (შემდგომში – წესები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) წესების 175-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ი) ხელბარგის განთავსება და დამაგრება;
კ) პირადი რადიოელექტრონული მოწყობილობის გამოყენების შეზღუდვები.“;
ბ) წესების 175-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აფრენის წინ, მეთაური ან მომსახურე ეკიპაჟის ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ:
ა) შეზღუდული მოძრაობის მქონე პირები პირადად იყვნენ გაცნობილი გასასვლელამდე ყველაზე უფრო ხელსაყრელ მარშრუტს და ავარიულ ვითარებაში გასასვლელისაკენ გადაადგილების დაწყების დროს;
ბ) მგზავრებს ეცნობოთ ექსპლუატანტის და საჰაერო ხომალდის მეთაურის ვინაობა.“;
გ) წესების 175-ე მუხლს დაემატოს მე-3–7 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„3. აფრენის შემდეგ მგზავრებს ეცნობებათ:
ა) მოწევის აკრძალვა ან შეზღუდვები;
ბ) უსაფრთხოების ღვედების გამოყენება;
4. დაფრენის წინ მგზავრებს ეცნობებათ:
ა) მოწევის აკრძალვა ან შეზღუდვები;
ბ) უსაფრთხოების ღვედების გამოყენება;
გ) სავარძლის საზურგეების მდგომარეობა;
დ) ხელბარგის განთავსება და დამაგრება.
5. დაფრენის შემდეგ მგზავრებს ეცნობებათ:
ა) მოწევის აკრძალვა ან შეზღუდვები;
ბ) უსაფრთხოების ღვედების გამოყენება;
გ) საჰაერო ხომალდიდან გასვლის წესი.
6. ავარიული ვითარების წარმოქმნისას მგზავრებს უტარდებათ აუცილებელი ქმედებების ინსტრუქტაჟი. ავარიული და/ან არასტანდარტული ვითარების სახეო-ბაზე მგზავრებს ინფორმაციას აწვდის საჰაერო ხომალდის მეთაური ან მეორე პილოტი.
7. ამ მუხლითა და წესების 140-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მგზავრს სავალდებულოდ მიეწოდება ქართულ და იკაო-ს ერთ-ერთ (ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, რუსულ, არაბულ და ჩინურ) სამუშაო ენაზე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. მჟავანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები