დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების დამტკიცების შესახებ" სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 10/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 17/02/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.050.000.27.019.008.167 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.27.019.008.167
სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის
თავმჯდომარის ბრძანება №1
2006 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ” სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №2 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ნორმატიული ბაზის შემდგომი სრულყოფის მიზნით, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის („საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ”), საქართველოს კანონების: „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” მე-13 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ” 36-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №2 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2003 წ., №140, მუხ. 1140) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში” (შემდგომში – „წესები”) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) „წესების” პირველ მუხლს დაემატოს „ჰ.პ”, „ჰ.ჟ” „ჰ.რ”, „ჰ.ს”, „ჰ.ტ”, „ჰ.უ”, „ჰ.ფ” და „ჰ.ქ” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ჰ.პ) „ავიასპეციალისტი – საა-ის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №7 ბრძანების „ავიასპე-ციალისტების სერტიფიცირების წესების” საფუძველზე გაცემული საავიაციო სპეციალისტის მოწმობის მფლო-ბელი პირი;
ჰ.ჟ) დამოუკიდებელი მოყვარული პილოტი – მოყვარული პილოტი, რომელიც, ფლობს სხ-ს და მის ექსპლუატაციას დამოუკიდებლად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ჰ.რ) ერთდროული ფრენა – სხ-ს სახეობებზე ან/და ტიპებზე ბოლო 6 თვის განმავლობაში შესრულებული ფრენები, გარდა ახალ ტიპზე გადასამზადებელ კურსებზე შესრულებული ფრენებისა;
ჰ.ს) პირველადი მომზადება – თეორიული და პრაქტიკული მომზადების ის მინიმალური დონე, რის საფუძველზეც პირს პირველად მიეცემა ავიასპეციალისტის მოწმობა;
ჰ.ტ) რთული აეროდრომი/დასაფრენი მოედანი – აეროდრომი/დასაფრენი მოედანი, რომელიც:
ჰ.ტ.ა) განთავსებულია რთულრელიეფიან რაიონში; ან
ჰ.ტ.ბ) აქვს რთული ასაფრენ-დასაფრენი სქემები (არასტანდარტული ან ისეთი სქემა, რითაც ახლოს მდებარე ერთი ან რამდენიმე აეროდრომის (აეროდრომების კვანძის) არსებობაა გათვალისწინებული); ან
ჰ.ტ.გ) არის საჰაერო მოძრაობით გადატვირთული; ან
ჰ.ტ.დ) აფრენა-დაფრენა ხორციელდება ცალმხრივი სტარტით; ან
ჰ.ტ.ე) სადაც სმმ-ის ორგანო არ არის (არაკონტროლირებადი აეროდრომი); ან
ჰ.ტ.ვ) სადაც ქარის რთული რეჟიმია (მაგ. ქარის წანაცვლების დიდი ალბათობაა) და სხვა;
ჰ.უ) რთულრელიეფიანი რაიონი – ზღვის საშუალო დონიდან 3300ფტ-ისა (1000 მ) და უფრო მეტი შემაღლების რელიეფიანი რაიონი. სხ რთულრელიეფიან რაიონში ითვლება, თუ მისი ფრენის ტრაექტორია აღნიშნულ სიმაღლეს კვეთს;
ჰ.ფ) საავიაციო პერსონალი – სამოქალაქო ავიაციის მუშაკები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციის მიზნების განხორციელებასთან.
ჰ.ქ) საფრენოსნო სამუშაო – ეკიპაჟის მიერ საფრენოსნო დავალების შესასრულებლად ჩატარებული სამუშაო.”.
ბ) „წესების” მე-2 მუხლს დაემატოს „ჰ.წ”, „ჰ.ჭ” „ჰ.ხ”, „ჰ.ჯ” და „ჰ.ჰ” ქვეპუნქტები, შემდეგი რედაქციით:
„ჰ.წ) სიში – საფრენოსნო ინფორმაციის შემცველი;
ჰ.ჭ) სდ – სასწავლო დაწესებულება;
ჰ.ხ) სთ – საათი;
ჰ.ჯ) სკ – საა-ს ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების კომისია;
ჰ.ჰ) ფტ – ფუტი;
გ) „წესების” 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. მოდიფიკაციები და რემონტი
საავიაციო ტექნიკის სამოდიფიკაციო და სარემონტო სამუშაოები უნდა შესრულდეს რეგისტრაციის ან მწარმოებელი სახელმწიფოს მიერ მიღებული საფრენად ვარგისობის მოთხოვნების შესაბამისად.”.
დ) „წესების” 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. პროფესიული მომზადება
1. ავიასპეციალისტის პროფესიული მომზადება მოიცავს შემდეგ სახეობებს:
ა) პირველად მომზადებას;
ბ) ოსტატობის დადასტურებას;
გ) ახალ ტექნიკაზე გადამზადებას;
დ) კვალიფიკაციის ამაღლებას (მეთაურად, საავიაციო სამუშაოების სახეობებზე, საერთაშორისო ფრენებზე, ახალ აღჭურვილობაზე, ინსტრუქტორად, მასწავლებლად მომზადება, მინიმუმის მინიჭება და სხვა);
ე) სხვა მომზადებას (საწაფზე, წინასწარი და სხვა).
2. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ავიასპეციალისტმა, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით მითითებული, პროფესიული მომზადების კურსები გაიაროს საა-ს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში, აგრეთვე ნებისმიერი მომზადება გაიაროს საა-ს მიერ დამტკიცებული, შეთანხმებული ან აღიარებული პროგრამების შესაბამისად. საფრენოსნო შემადგენლობის მოსამზადებელი „მფრინავთა მომზადების პროგრამა” „წესების” №13 დანართით განისაზღვრება.
3. პროფესიული მომზადების სახეობებზე დაშვების მოქმედების ვადები დგინდება საქართველოს საავიაციო კანონმდებლობით.
4. ექსპლუატანტი ვალდებულია ზედამხედველობა დააწესოს ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადების ნებისმიერი სახეობის მოქმედების ვადებზე, ავიასპეციალისტი კი ვალდებულია, ექსპლუატანტს წინასწარ შეატყობინოს საკუთარი პროფესიული მომზადების ნებისმიერ სახეობაზე დაშვების ვადის გასვლაზე და საკუთარ მზადყოფნაზე, გააგრძელოს ეს ვადა.”.
ე) გაუქმდეს „წესების” მე-40 მუხლი.
ვ) გაუქმდეს „წესების” 42-ე მუხლი.
ზ) „წესების” 43-ე მუხლის სათაური და 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 43. საფრენოსნო წიგნაკი
1. ავიასპეციალისტი ვალდებულია საფრენოსნო წიგნაკში შეიტანოს უტყუარი, მოთხოვნების შესაბამისი ჩანაწერები, და ის წარადგინოს მოწმობის, ოსტატობის აღნიშვნის მიღებისას და მოქმედების ვადის გაგრძელებისას.”.
თ) „წესების” 43-ე მუხლს დაემატოს მე-4 და მე-5 პუნქტები, შემდეგი რედაქციით:
„4. ორგანიზაცია პასუხისმგებელია საფრენოსნო წიგნაკში შეტანილი იმ მონაცემების უტყუარობაზე, რასაც ხელმოწერითა და ბეჭდით ადასტურებს. ბეჭედზე მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს ორგანიზაციის დასახელება, ხელმოწერას კი ახლდეს ხელმომწერის გვარი მკაფიო ხელწერით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მონაცემები მხედველობაში არ მიიღება.
5. დამოუკიდებელი მოყვარული პილოტის საფრენოსნო წიგნაკში ნაფრენის ჩანაწერებს ადასტურებს სკ-ს თავმჯდომარე, სხ-ს ფორმულარით აღრიცხული ნაფრენის საფუძველზე.”.
ი) გაუქმდეს „წესების 44-ე მუხლი.
კ) „წესების” 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. დაშვებები და შეზღუდვები
1. აკრძალულია ეკიპაჟის წევრად მუშაობა შესაბამისი საბუთების გარეშე, და ექსპლუატანტს ეკრძალება ეკიპაჟის იმ წევრის სამუშაოდ დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პროფესიული სწავლება, არა აქვს ავიასპეციალისტის მოწმობა და მასში ოსტატობის აღნიშვნების ჩანაწერები.
2. ეკიპაჟის წევრს ფრენის შესრულების უფლება ეძლევა მხოლოდ ავიასპეციალისტის მოწმობაში შეტანილი დაშვებებისა და შეზღუდვების ფარგლებში.
3. სხ-ს დედამიწაზე ყოფნის იმ პერიოდში ვიდრე ძრავა მუშაობს ან საჰაერო ხრახნი ბრუნავს, ეკიპაჟის წევრი ერთ-ერთი პილოტი მაინც (მეთაურის გადაწყვეტილებით) ვალდებულია კაბინაში იყოს, იჯდეს საკუთარ სამუშაო სავარძელში და ეთერს უსმინოს. ამ პუნქტის მოთხოვნა არ გამოიყენება, როცა სხ-ს უტარდება ტექნიკური მომსახურება.
4. პილოტს გვფწ-ით ფრენის უფლება ენიჭება სხ-ს კონკრეტულ ტიპზე ხილვადობის მინიმუმის არა უმეტეს 3000 მ-ის მინიჭებასთან ერთად, ამასთან, მინიჭებისას გასათვალისწინებელია “საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოს” მე-3 მუხლის მე-19 პუნქტის მოთხოვნები.”.
ლ) „წესების” 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იმ მოედანზე/სადგომზე, რომელიც საიმედო მისაბმელი მოწყობილობით არის აღჭურვილი და შვეულმფრენი ამ აღჭურვებით დაბმულია, მისი ძრავის ამუშავებისა და მოსინჯვის უფლება ეძლევათ, როგორც სხ-ს მეთაურს, ასევე – ბორტმექანიკოსს და საამისოდ მომზადებულ ტექნიკურ სპეციალისტს; თუ მოედანი/სადგომი მისაბმელი მოწყობილობით არ არის აღჭურვილი, შვეულმფრენის ძრავის ამუშავება და მოსინჯვა ნებადართულია მხოლოდ საფრენოსნო ეკიპაჟის სრული შემადგენლობით.”.
მ) „წესების” 112-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სხ არ უნდა დაეშვას იმ მინიმალურ სრულ სიმაღლეზე დაბლა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ამ რაიონში არსებული დაბრკოლებების უსაფრთხო სიმაღლეზე გადაფრენა:
ა) მარტივრელიეფიან რაიონში – 1000ფტ (300 მ);
ბ) რთულრელიეფიან რაიონში – 2000ფტ (600 მ).”.
ნ) „წესების” 130-ე მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი, შემდეგი რედაქციით:
„4. აეროდრომიდან/დასაფრენი მოედნიდან დაახლოებით ერთი და იმავე კურსით (450-ზე ნაკლები განსხვავებით) აფრენა და დაფრენა აკრძალულია:
ა) უფრო მეტი ასაფრენი მასის მქონე სხ-ს შემდეგ – 2 წთ-ის განმავლობაში;
ბ) თანაბარი და უფრო ნაკლები ასაფრენი მასის მქონე სხ-ს შემდეგ – 1 წთ-ის განმავლობაში;”
ო) „წესების” 197-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საა-ს, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, შეუძლია წვრთნისათვის დადგენილი მოთხოვნების შეკვეცა-შერბილება ან რომელიმე მისი ნაწილის გაუქმება, ეკიპაჟის წევრის გამოცდილების გათვალისწინებით. მოთხოვნების შეკვეცა შესაძლებელია, თუ ეკიპაჟის წევრს სხ-ს სხვა ტიპზე აქვს (ჰქონდა) მსგავსი დაშვება. ამასთან ერთად, მიუხედავად ექსპლუატანტის არგუმენტებისა, საა უფლებამოსილია არ დაეთანხმოს მოთხოვნების შეკვეცას.”.
პ) „წესებს” დაემატოს VII კარი, შემდეგი რედაქციით:
„კარი VII
საფრენოსნო სამუშაოს ორგანიზება
თავი XVI
საფრენოსნო შემადგენლობის პროფესიული მომზადება
მუხლი 198. ზოგადი დებულებები
1. საფრენოსნო შემადგენლობის სამუშაოდ მომზადება განიყოფება:
ა) მომზადება სდ-ს დამთავრების შემდეგ (მწყობრში შეყვანა);
ბ) მომზადება საავიაციო სამუშაოს ახალი სახეობის შესასრულებლად;
გ) მომზადება მეტეომინიმუმის მისაღებად, ღამე საფრენად, სხ-ზე დამონტაჟებული ახალი აღჭურვილობის გამოსაყენებლად და სხვა.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია საფრენოსნო შემადგენლობა და სწავლების ჩამტარებელი პირი (მასწავლებელი) უზრუნველყოს სწავლებისათვის საჭირო მასალით (სეს და სხვა სახელმძღვანელოები, აღჭურვილობის ტექნიკური აღწერილობა, საავიაციო ნორმატიული აქტები, სქემები, პლაკატები, თვალსაჩინო მოწყობილობა, კომპიუტერული და ვიდეოსაშუალებები და სხვა).
3. პროფესიული მომზადების დონის შენარჩუნება მოიცავს:
ა) თეორიულ მომზადებას;
ბ) საავიაციო ტექნიკაზე პრაქტიკულ მეცადინეობას;
გ) საწაფზე მომზადებას;
დ) საფრენოსნო მომზადებას.
4. თეორიული მომზადება ტარდება პერსონალური და/ან ჯგუფური ფორმით. ცოდნის შემოწმება შეიძლება ჩატარდეს გასაუბრების, ზეპირი ან წერითი გამოცდის, ტესტირების, კომპიუტერული კონტროლის ან სხვა სახით.
5. მეცადინეობის თემატიკა მუშავდება შემდეგის გათვალისწინებით:
ა) ფრენის უსაფრთხოების ანალიზი;
ბ) საავიაციო ნორმატიული აქტების, სეს-ის, სხვა საფრენოსნო საბუთების დებულებები და მათი ცვლილებები;
გ) საავიაციო ტექნიკის დამახასიათებელი მტყუნებებისა და გაუმართაობების ანალიზი, მათი გამოვლენისა და თავიდან აცილების მეთოდები;
დ) წლის სხვადასხვა დროს ფრენებისა და სხ-ების ექსპლუატაციის თავისებურებების ანალიზი;
ე) საწაფზე წვრთნისას დაშვებული დამახასიათებელი შეცდომების ანალიზი;
ვ) ფრენის უსაფრთხოებისა და საა-დან შემოსული ოპერატიული ინფორმაცია;
ზ) სიშის გაშიფრვის მონაცემები.
6. თეორიული მომზადებისა და პრაქტიკული მეცადინეობის თემატიკა დგება რეალური საჭიროებიდან გამომდინარე. თემატიკასა და ჩატარების გრაფიკს ადგენს ექსპლუატანტის საფრენოსნო სამსახური.
7. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ეკიპაჟის წევრის:
ა) ნებისმიერი დაშვება გაფორმდეს „საწვრთნელი დავალებით” და ჩაიწეროს „საფრენოსნო წიგნაკში”;
ბ) ნებისმიერი დაშვება ჩაიწეროს ოსტატობის აღნიშვნის სახით, საა-ს თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტების სერტიფიცირების წესების” შესაბამისად;
გ) „საწვრთნელი დავალების” პუნქტებს ხელს აწერდეს წვრთნის ჩამტარებელი პირი (ინსტრუქტორი), ნებისმიერ დასკვნას კი – შემმოწმებელი პირი (ინსტრუქტორი);
დ) „ავიასპეციალისტების სერტიფიცირების წესებით” გათვალისწინებული ოსტატობის აღნიშვნები ჩაიწეროს ავიასპეციალისტის მოწმობაში.
8. საფრენოსნო სამუშაოს ორგანიზების გასაუმჯობესებლად, ავიაკომპანიაში ტარდება მეთოდური სამუშაო, იკაოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების, აგრეთვე საერთაშორისო და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობისას შეძენილი გამოცდილების საფუძველზე.
მუხლი 199. საწაფზე მომზადება
1. საწაფზე მომზადება მოიცავს: სახმელეთო მომზადებას, საწაფზე წვრთნასა და ფრენისშემდგომ გარჩევას. მომზადებას ატარებს შესაბამისი დაშვების მქონე ინსტრუქტორი, რომელიც საფრენოსნო შემადგენლობის საწაფზე მომზადების ხარისხზე არის პასუხისმგებელი.
2. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი ვალდებულია საწაფზე წვრთნა გაიაროს ყოველ 3 თვეში ერთხელ, არანაკლებ 3სთ-ის (მრავალმხრივ საწაფზე – 2სთ-ის) ოდენობით, ამასთან, წვრთნებს შორისი პერიოდი 4 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
3. თუ სხ-ს რომელიმე კონკრეტული ტიპის საწაფი არ არსებობს, საწაფზე მომზადება კაბინაში ან საფრენოსნო წვრთნით იცვლება, რის პროგრამასაც ადგენს (და ამტკიცებს) ექსპლუატანტი და ამტკიცებს (ან ითანხმებს) საა.
4. თუ სხ-ს ტიპის საწაფი საქართველოში არ არის, საწაფზე წვრთნა შეიძლება 6 თვეში ერთხელ ჩატარდეს, რასაც 3 თვეში ერთხელ სხ-ს კაბინაში წვრთნა უნდა შეენაცვლოს, ამასთან, საწაფზე წვრთნის წლიური მინიმალური 12 საათიანი (მრავალმხრივ საწაფზე – 8 სთ) მოცულობა უნდა შენარჩუნდეს. ამასთან ერთად, საწაფზე წვრთნა შეიძლება იგივე მოცულობის სააეროდრომო წვრთნით შეიცვალოს, თუ ის საწაფზე წვრთნის ტოლფასი მაინც იქნება, რის პროგრამასაც ადგენს (და ამტკიცებს) ექსპლუატანტი და ამტკიცებს (ან ითანხმებს) საა.
5. თუ ეკიპაჟის წევრი სხ-ს ორ ტიპზე ფრენს, იგი და ექსპლუატანტი ვალდებულია, მისი საწაფზე წვრთნის წლიური მინიმალური მოცულობა სხ-ს ტიპებზე თანაბრად გაანაწილოს, ამ მუხლის მე-2–3 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით.
6. თუ ეკიპაჟის წევრი სხ-ს სამ ტიპზე ფრენს, იგი და ექსპლუატანტი ვალდებულია, ეკიპაჟის წევრის საწაფზე წვრთნა განახორციელოს:
ა) I და III (II და IV) კვარტალებში – უმაღლესი თანრიგის სხ-ზე, სრული მოცულობით;
ბ) II და IV (I და III) კვარტალებში – სხ-ს სხვა ტიპებზე, წვრთნის მოცულობის ნახევარი; ამ შემთხვევაში ავარიულ ვითარებაში ქმედებები უნდა დამუშავდეს.
7. თუ ეკიპაჟის წევრი სხ-ს ერთზე მეტ ტიპზე ფრენს, რომლებიდან ერთს მაინც საწაფი არა აქვს, იგი ვალდებულია საწაფზე წვრთნის წლიური მინიმალური 12 (8) საათიანი მოცულობა სხვა ტიპებზე შეინარჩუნოს.
მუხლი 200. მინიმუმის მინიჭება
პილოტს დასაფრენი მინიმუმი ენიჭება საა-ს მიერ დამტკიცებული (შეთანხმებული, აღიარებული) პროგრამის მიხედვით, ასაფრენი მინიმუმი – კონკრეტული ტიპის სხ-ს სეს-ის მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 201. მინიმუმის დადასტურება
1. სხ-ის მეთაური ვალდებულია, 12 თვის განმავლობაში, შეასრულოს დასაფრენად 3 შესვლა მინიჭებული მინიმუმის რეალურ პირობებში ან საამისოდ ვარგის საწაფზე; ამასთან, მინიმუმის დადასტურებად ჩაითვლება ნებისმიერი სავარძლიდან შესრულებული ასეთი ფრენა და დასაფრენად ნებისმიერი შესვლა ქვემოთ მითითებულ რეალურ მეტეოროლოგიურ პირობებში, მინიჭებული მინიმუმის ერთ-ერთი პარამეტრით:
ა) I კატეგორიისათვის:
– ღქსს: 200 ფტ (60 მ) – 265ფტ (80 მ); ან
– ხილვადობა: 800 – 1000 მ;
ბ) II კატეგორიისათვის:
– ღქსს: 100 ფტ (30 მ) – 200 ფტ (60 მ); ან
– ხილვადობა: 350 – 800 მ;
გ) III კატეგორიისათვის:
– ღქსს: 100ფტ (30 მ) და ნაკლები; ან
– ხილვადობა: 350 მ და ნაკლები.
2. პილოტი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით მითითებული მოთხოვნები შეასრულოს სხ-ს ყველა იმ ტიპზე, რომელზეც ის ფრენს. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობისას, მინიმუმი კონკრეტულ ტიპზე იზრდება ერთი საფეხურით, მაგრამ არა უმეტეს: ღქსს – 265ფტ (80 მ), ხილვადობა – 1000 მ., თუ ეს სხ-ს ტიპის სეს-ის მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგება.
3. პილოტის ოსტატობის შესანარჩუნებლად, საწვრთნელ ფრენებზე რეკომენდებულია, დასაფრენად შესვლისას, გამოყენებულ იქნეს ხილვადობის იმიტაციის სისტემა.
მუხლი 202. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის საფრენად დაშვება
1. პილოტს ეკრძალება ფრენა, თუ ბოლო 90 დღის განმავლობაში მან ამავე ტიპის სხ-ზე არ შეასრულა:
ა) 3 აფრენა და 3 დაფრენა, მმართავი პილოტის რანგში;
ბ) ბოლობორბლიან თვითმფრინავზე – 3 აფრენა და 3 დაფრენა, მმართავი პილოტის რანგში, თვითმფრინავის სრულ შეჩერებამდე.
2. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისათვის (პილოტების გარდა) 3 აფრენა და 3 დაფრენა შეიძლება საწაფზე შესრულდეს.
3. თუ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს კონკრეტულ ტიპზე აქვს შესვენება 90 დღიდან ერთ წლამდე, იგი ვალდებულია გაიაროს:
ა) მომზადება, საავიაციო კანონმდებლობისა და საფრენოსნო საბუთების ცვლილებებისა და სეს-ის შესასწავლად;
ბ) წინასწარი მომზადება;
გ) საწაფზე წვრთნა, არანაკლებ, 3 სთ-ის (მრვალმხრივ საწაფზე – 2 სთ-ის) ოდენობით;
დ) საფრენოსნო მომზადება 4 ფრენის ოდენობით, კომერციულ ფრენებზე ან სააეროდრომო პირობებში წვრთნისას.
4. თუ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს, კონკრეტულ ტიპზე, ერთიდან 5 წლამდე აქვს შესვენება, იგი ვალდებულია გაიაროს:
ა) მომზადება, საავიაციო კანონმდებლობისა და საფრენოსნო საბუთების ცვლილებებისა და სეს-ის შესასწავლად;
ბ) საწაფზე წვრთნა, არანაკლებ, 3 სთ-ის (მრავალ-მხრივ საწაფზე – 2 სთ-ის) ოდენობით;
გ) წინასწარი მომზადება;
დ) საფრენოსნო მომზადება, არანაკლებ 10 ფრენის ოდენობით.
5. თუ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს, კონკრეტულ ტიპზე, 5 წელზე მეტი ხნის შესვენება აქვს, იგი ვალდებულია გაიაროს:
ა) თეორიული მომზადება, ახალი ტექნიკის კონკრეტულ ტიპზე გადამზადების პროგრამით;
ბ) საწაფზე წვრთნა, არანაკლებ, 3 სთ-ის (მრავალმხრივ საწაფზე – 2 სთ-ის) ოდენობით, სადაც ჩაითვლება სდ-ში მიღებული წვრთნა;
გ) წინასწარი მომზადება;
დ) საფრენოსნო მომზადება, ავიასპეციალისტის მწყობრში შესვლის პროგრამით.
6. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს საავიაციო სამუშაოს კონკრეტული სახეობის შესრულება ეკრძალება, თუ მას უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ამ სახეობაზე არ უფრენია. საავიაციო სამუშაოებზე საფრენოსნო კვლავმომზადების პირობებსა და მოცულობას ადგენს ექსპლუატანტი, საა-სთან შეთანხმებული პროგრამების შესაბამისად.
7. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს კომერციული ფრენა ეკრძალება, თუ მას უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში კონკრეტული ტიპის სხ-ზე საფრენოსნო შემოწმება არ გაუვლია. საფრენოსნო შემოწმება, სკ-სთან შეთანხმებით, შეიძლება მრავალმხრივ საწაფზე შემოწმებით შეიცვალოს.
მუხლი 203. ახალ ტექნიკაზე გადამზადების სერტიფიკატის მოქმედების ვადა
1. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის ახალ ტექნიკაზე გადამზადების დამადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2 წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სერტიფიკატის მოქმედების ვადა განსაზღვრულია იმ სახელმწიფოს მიერ, სადაც განხორციელდა გადამზადება. ამ პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ საჭიროა პროგრამის ხელახალი გავლა სრული მოცულობით.
2. გადასწავლებულ სხ-ის ტიპზე ოსტატობის შესანარჩუნებლად, ექსპლუატანტი ვალდებულია ეკიპაჟის წევრს, მწყობრში შეყვანის (შეგირდად ფრენის) დაწყებამდე, ჩაუტაროს მომზადება ამ „წესების” 202-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, თუ იმ სახელმწიფოს მიერ, სადაც ხორციელდება სწავლება, სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 204. საჩვენებელი ფრენა
1. ექსპლუატანტი ვალდებულია საფრენოსნო ეკიპაჟს ჩაუტაროს საჩვენებელი ფრენა, თუ მეთაურს ან ნაოსანს, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, არ უფრენია:
ა) რთულ აეროდრომზე;
ბ) რთულრელიეფიან რაიონში;
გ) საჰაერო მოძრაობით გადატვირთულ მარშრუტზე.
2. თუ მეთაური აეროდრომის/დასაფრენი მოედნის ჰაერიდან ამორჩევაზეა დაშვებული, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტების მოთხოვნების შესრულება (დაშვების სიმაღლის შესაბამისად) აუცილებელი არ არის.
3. საჩვენებელი ფრენის ჩატარების უფლება ეძლევა პილოტ-ინსტრუქტორს, ნაოსან-ინსტრუქტორს და ლოცმანს.
4. ექსპლუატანტი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით მითითებული ობიექტები (კონკრეტულად) და მათზე საჩვენებელი ფრენის შესრულების აუცილებლობა ფშს-ში შეიტანოს.
5. კონკრეტულ აეროდრომზე, სამუშაო რაიონში, მარშრუტზე პირველად გაფრენისას (სადაც ეკიპაჟის მეთაურს ან ნაოსანს არ უფრენია და ეს ობიექტი ფშს-ში არ არის შეტანილი), ექსპლუატანტი ვალდებულია, ეკიპაჟის წინასწარი მომზადებისას, განსაზღვროს ამ ობიექტზე საჩვენებელი ფრენის საჭიროება.
6. საჩვენებელი ფრენის შესრულება ფორმდება „საწვრთნელი დავალებით” და დასკვნას აწერს ხელს მისი ჩამტარებელი სპეციალისტი.
მუხლი 205. ლოცმანი
1. ლოცმანი არის პილოტის ან ნაოსნის მოწმობისა და ლოცმანის ოსტატობის აღნიშვნის მფლობელი ავიასპეციალისტი. იგი უფლებამოსილია ეკიპაჟს ჩაუტაროს საჩვენებელი ფრენა, მიუხედავად იმისა, სხ-ს ამ ტიპზე დაშვებულია თუ არა პილოტის ან ნაოსნის სპეციალობით.
2. ლოცმანი უფლებამოსილია საჩვენებელი ფრენა ჩაატაროს, თუ სხ-ს რომელიმე ტიპზე მაინც ასეთ ფრენაზე არის დაშვებული.
3. ლოცმანის გვარი „საფრენოსნო დავალების” პირველ გვერდზე იწერება, ის საფრენოსნო ეკიპაჟის წევრად ითვლება ფრენის დასრულებამდე, და ის ამ პერიოდშია ლოცმანის მოვალეობების სათანადოდ შესრულებაზე პასუხისმგებელი, ამასთან, ლოცმანი უნდა იჯდეს კაბინაში, უსაფრთხოების ღვედებით აღჭურვილ ცალკე სავარძელში, და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებთან ჰქონდეს შიდა კავშირის საშუალება.
4. ლოცმანის მითითებები სარეკომენდაციო ხასიათისაა, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სხ-ს მეთაური.
5. ლოცმანის ნაფრენად ამ მუხლის მე-3 პუნქტით მითითებული პერიოდი ითვლება, და ის სპეციალისტის საერთო (არა მეთაურად) ნაფრენში აღირიცხება (შეიტანება).
მუხლი 206. თანაბარი კვალიფიკაციის პილოტები
1. ექსპლუატანტი უფლებამოსილია ეკიპაჟი შეადგინოს თანაბარი კვალიფიკაციის იმ პილოტებით, რომელთაც ექნებათ ამ ტიპის სხ-ს მეთაურის ოსტატობის აღნიშვნა, შესაბამისი დაშვებები (საავიაციო სამუშაოებისათვის) და ერთნაირი მეტეოროლოგიური მინიმუმი.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია, მეთაურს, მარჯვენა სავარძლიდან საფრენად დასაშვებად, ჩაუტაროს:
ა) თეორიული მომზადება – ეკიპაჟის წევრების ურთიერთმოქმედების თავისებურებები და მოვალეობებისა და უფლებების განაწილება ამგვარი შემადგენლობით;
ბ) საწაფზე წვრთნა, კვარტალური (6-თვიანი) წვრთნის მოცულობით – მარჯვენა სავარძლიდან პილოტირებისა და ურთიერთმოქმედების ჩვევების გამოსამუშავებლად;
გ) საფრენოსნო შემოწმება საწარმოო პირობებში, მარჯვენა სავარძლიდან 4 ფრენის ოდენობით.
3. თანაბარი კვალიფიკაციის პილოტებით შემდგარი ეკიპაჟის მეთაურად ითვლება მარცხენა სავარძლის დამკავებელი პილოტი და „საფრენოსნო დავალება” (ბორტჟურნალი) იწერება მის სახელზე.
4. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ აღნიშნულ პილოტებს, ბოლო 90 დღის განმავლობაში, ჰქონდეთ 3-3 ფრენა მარჯვენა და მარცხენა სავარძლებიდან. ამ ნორმის შეუსრულებლობისას, ექსპლუატანტი ვალდებულია პილოტს ჩაუტაროს შემოწმება შესაბამისი სავარძლიდან.
5. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ აღნიშნულმა პილოტებმა საწაფზე (ან ტოლფასი) წვრთნები მარჯვენა და მარცხენა სავარძლებიდან მორიგეობით გაიარონ.
მუხლი 207. საერთაშორისო ფრენები
1. საერთაშორისო ფრენებზე დაშვების კანდიდატი ვალდებულია სკ-ს დაუმტკიცოს, რომ მას აქვს, სულ ცოტა, „ჯეპესენის” კრებულებით სარგებლობისა და რადიოკავშირის ინგლისურ ენაზე წარმართვის უნარი.
2. მსოფლიოს სხვადასხვა რაიონებში, აგრეთვე, განსაკუთრებულ საჰაერო მარშრუტებზე („ტრეკებზე”) ფრენები სრულდება იკაოს „დამატებითი რეგიონული წესების” (DOC 7030/4) მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 208. შემმოწმებელი ეკიპაჟში
1. პილოტ-ინსტრუქტორი უფლებამოსილია კაბინაში დაიკავოს ნებისმიერი ადგილი, ფრენის მიზნის მიხედვით. პილოტ-ინსტრუქტორი, საფრენოსნო დროის განმავლობაში, ბორტზე უფროსად და სხ-ს მართვასა და ფრენის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირად ითვლება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სავარძელს იკავებს.
2. ბორტინჟინერ-ინსტრუქტორი, ნაოსანი-ინსტრუქტორი და სხვა შემმოწმებელი სხ-ს მეთაურს ემორჩილება, კაბინაში ადგილს იკავებს შემოწმების მიზნის მიხედვით და ფრენის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია თავისი სპეციალობით განსაზღვრული მოვალეობების შესაბამისად.
3. ექსპლუატანტი ვალდებულია შემმოწმებლის ადგილი უსაფრთხოების ღვედებით უზრუნველყოს. ამ წესიდან გამონაკლისი შეიძლება დაიშვას (მისი შესრულების შეუძლებლობისას) ზოგიერთი ტიპის სხ-ზე.
4. ექსპლუატანტი ვალდებულია, შემმოწმებელთან ერთად ფრენის წესები და შემმოწმებლის უფლება-მოვალეობები ფშს-ში შეიტანოს.
5. როგორც წესი, ეკიპაჟში უნდა იყოს ერთი შემმოწმებელი და ერთი შეგირდი (ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა); ამასთან ერთად, საა-ს ინსპექტორს უფლება ეძლევა ეკიპაჟში ჩაერთოს სხვა შემმოწმებლის ყოფნის მიუხედავად.
6. ავიაკომპანიის მიერ ახალი ტექნიკის ათვისების პერიოდში, ეკიპაჟში ნებადართულია ერთდროულად ჩაერთოს 2 ინსტრუქტორი და 2 შეგირდი, ოღონდ ეს წყვილები არ უნდა იყვნენ პილოტი-პილოტი და პილოტი-ბორტინჟინერი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეკი-პაჟში 2 შემმოწმებელზე მეტის ჩართვა აკრძალულია.
7. საა-ს მფრინავ-ინსპექტორს უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერი ავიაკომპანიის ნებისმიერ ეკიპაჟში ჩაერთოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ექსპლუატანტი უფლებამოსილია ეკიპაჟის კაბინაში ყოფნის უფლება მისცეს არასაფრენოსნო სპეციალისტსაც, რომელიც ფრენას ასრულებს მეთოდური მიზნით.
9. საა-ს უნებართვოდ, სხვა ავიაკომპანიის/უწყების შემმოწმებლის/სპეციალისტის ეკიპაჟში ჩართვა აკრძალულია.
მუხლი 209. გასაფრენად მომზადება
1. ექსპლუატანტი ვალდებულია დანიშნოს წინასწარ მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი და წინასწარი მომზადება ჩაატაროს ეკიპაჟის სრული შემადგენლობით, გაფრენის დადგენილ დრომდე 72 სთ-ის განმავლობაში, საჭირო სპეციალისტების მონაწილეობით, შემდეგ შემთხვევებში:
ა) კონკრეტული ტიპის სხ-ზე, კონკრეტულ აეროდრომზე, მარშრუტზე, სამუშაო რაიონში მეთაურის რანგში პირველი ფრენის შესრულებისას;
ბ) სხ-ს კონკრეტულ ტიპზე ფრენებში და საფრენოსნო სამუშაოში, ამ „წესების” 202-ე მუხლით განსაზღვრული, შესვენებისას;
გ) ეკიპაჟისათვის საავიაციო სამუშაოების ახალი სახეობის შესრულებისას;
დ) სეზონური მომზადებისას;
ე) სხვა შემთხვევაში, ექსპლუატანტის გადაწყვეტილებით.
2. ტიპობრივი წინასწარი მომზადება მოიცავს დავალების გაცნობიერებას, საჭირო საბუთების შერჩევასა და მომზადებას, აგრეთვე შემდეგის შესწავლას:
ა) ფრენის მარშრუტს (რაიონს), მის კლიმატურ, გეოგრაფიულ, ორნიტოლოგიურ თავისებურებებს;
ბ) დანიშნულებისა და სათადარიგო აეროდრომების სააერნაოსნო ინფორმაციას;
გ) ფრენის განსაკუთრებული რეჟიმის არეებს (რაიონებს);
დ) სხ-ს მართვისა და საბორტო სისტემების ექსპლუატაციის თავისებურებებს, დაგეგმილი ფრენის სავარაუდო პირობებთან მისადაგებით;
ე) ეკიპაჟის წევრების ურთიერთმოქმედებას ფრენის განსაკუთრებულ პირობებში, ფრენის წესებისა და სეს-ის შესაბამისად;
ვ) ფრენის წინასწარ (შტილის პირობებში) გაანგარიშებას და სანაოსნო-საბორტო ჟურნალის შევსებას.
3. რთულრელიეფიან რაიონში საფრენად მომზადებისას, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნების დამატებით, საჭიროა:
ა) რაიონის რელიეფის (ცალკეული მწვერვალების, ქედებისა და ხეობების მიმართულებისა და მათი ურთიერთგანთავსების) შესწავლა, მარშრუტის ორივე მხარეს 50 კმ-ის ფარგლებში;
ბ) რუკაზე დაიღნიშნოს იძულებითი დაფრენისათვის გამოსადეგი ადგილები, გაბატონებული სიმაღლეები, შემზღუდავი პელენგები და სახიფათო მეტეომოვლენების წარმოქმნის შემთხვევისათვის, მოინიშნოს შემოვლითი მარშრუტები;
გ) გაანალიზდეს მეტეოპირობები და ჰაერის ძლიერი აღმავალი და დაღმავალი ნაკადების, გროვა-წვიმის ღრუბლებისა და ჭექა-ქუხილის, აგრეთვე – ოროგრაფიული რყევის წარმოქმნის შესაძლებლობა აფრენა-გაფრენის არეში;
დ) რთულრელიეფიან რაიონში განთავსებულ აეროდრომებზე მომხდარი დამახასიათებელი საავიაციო მოვლენების მიზეზების შესწავლა.
4. წინასწარი მომზადების თემატიკასა და მოცულობას ადგენს ექსპლუატანტი, ფრენ(ებ)ის მიზნისა და ამოცანებიდან გამომდინარე.
5. ავიაკომპანიის ეკიპაჟის წევრების წინასწარი მომზადება აღირიცხება „წინასწარი მომზადების ჟურნალში.”
6. გაფრენისწინა მზადებისას:
ა) გაფრენისწინა მზადება ტარდება სხ-ს მეთაურის ხელმძღვანელობით, ავიაკომპანიის ფშს-ისა და ტექნოლოგიური გრაფიკების, სხ-ზე კი – სეს-ისა და ეკიპაჟის წევრების ურთიერთმოქმედებისა და სამუშაო ტექნოლოგიის მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) ეკიპაჟი გაფრენისწინა მზადებას იწყებს გაფრენის დანიშნულ დრომდე, სულ ცოტა, 1 სთ-ით ადრე (საბაზო აეროდრომზე) და მთავრდება, არა უგვიანეს, 10 წთ-ით ადრე.
7. ეკიპაჟის ფრენისშემდგომი სამუშაო სრულდება ფრენის (რეისის) დასრულების შემდეგ. მეთაური ვალდებულია:
ა) მიიღოს ეკიპაჟის წევრების პატაკები საავიაციო ტექნიკის მუშაობაზე;
ბ) ჩაატაროს ფრენისშემდგომი გარჩევა;
გ) გააფორმოს სათანადო საბუთები.
8. ეკიპაჟის ფრენისშემდგომი სამუშაო, საავიაციო სამუშაოების დასრულებისას, დამოკიდებულია საავიაციო სამუშაოს სახეობაზე, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ის ტექნიკურ სპეციალისტთან ერთად უნდა ჩატარდეს.
9. ფრენისშემდგომ გარჩევას ატარებს მეთაური. გარჩევის ძირითადი მიზანია შესრულებული ფრენის გაანალიზება (საფრენად მზადება, მართვის ტექნიკა, ნაოსნობა, სხ-სა და მისი სისტემების ექსპლუატაცია, ეკიპაჟის წევრების ურთიერთმოქმედება და სხვა) და, შემდგომი ფრენებისას, დარღვევებისა და გადახრების თავიდან ასაცილებელი ზომების განსაზღვრა.
მუხლი 210. ფრენების განხილვა
1. ექსპლუატანტი ვალდებულია საფრენოსნო სამსახურში ფრენების განხილვა ჩაატაროს თვეში ერთხელ მაინც.
2. ფრენების განხილვა ტარდება შემდეგი მიზნით:
ა) ფრენების უსაფრთხოების შესაფასებლად;
ბ) ეკიპაჟების, მისი წევრებისა და მთლიანად საფრენოსნო სამსახურის მუშაობის შესაფასებლად;
გ) ფრენების უზრუნველსაყოფ სამსახურებთან ურთიერთმოქმედების შესაფასებლად;
დ) საფრენოსნო შემადგენლობის პროფესიული მომზადების გასაუმჯობესებლად;
ე) ეკიპაჟებისა და ქვედანაყოფების გამოცდილების განსაზოგადებლად და გასავრცელებლად;
ვ) საავიაციო მოვლენების თავიდან აცილების ღონისძიებების შესამუშავებლად;
ზ) ხელმძღვანელი შემადგენლობის ორგანიზატორული და მეთოდური მუშაობის გასაუმჯობესებლად.
3. ფრენების განხილვა რეკომენდებულია ჩატარდეს შემდეგი სქემით:
ა) ზოგადი ნაწილი – ხელმძღვანელობის მოხსენება, რითაც გაანალიზებული იქნება განხილვებს შორის ჩატარებული საფრენოსნო სამუშაო და ფრენების უსაფრთხოება;
ბ) მეთოდური ნაწილი – ეკიპაჟების მიერ დაშვებული დამახასიათებელი დარღვევებისა და შეცდომების დაწვრილებით გაანალიზება და მათი თავიდან აცილების ზომების განსაზღვრა. ფრენების უსაფრთხოების ინფორმაციების, აგრეთვე, სხვა სპეციალურ თემებზე მოხსენებების მოსმენა, ბრძანებებისა და მითითებების შესწავლა;
გ) დასკვნითი ნაწილი – ეკიპაჟების, ქვედანაყოფების მუშაობის შეფასება და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი ღონისძიებების დასახვა.
4. საჭიროებისას, ტარდება რიგგარეშე განხილვა, მაგალითად, კონკრეტული საავიაციო მოვლენის მიზეზების ოპერატიულად შესასწავლად და მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების შესამუშავებლად.
5. ფრენების განხილვები აღირიცხება „ფრენების განხილვის ჟურნალში”.
მუხლი 211. ფრენების უსაფრთხოების გაანალიზება
1. ექსპლუატანტი ვალდებულია, გასული კალენდარული წლის შედეგების მიხედვით. შეადგინოს „ფრენების უსაფრთხოების ანგარიშგება”, და ერთი ეგზემპლარი წარადგინოს სააში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფრენების უსაფრთხოების ერთობლივი ანგარიშგების შესამუშავებლად.
2. „ანგარიშგებით” აისახება:
ა) საფრენოსნო სამსახურის მუშაობის მონაცემები (საფრენოსნო სამუშაოს დაგეგმვა-შესრულება, საფრენოსნო შემადგენლობის პროფესიული მომზადების ორგანიზება, მეთოდური სამუშაო, საფრენოსნო ინფორმაციის საშუალებების გაშიფრვის მასალებით სარგებლობა და სხვა);
ბ) საავიაციო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
გ) ავიასაწარმოში მომხდარი საავიაციო მოვლენების გაანალიზება;
დ) ხელმძღვანელი და საინსტრუქტორო შემადგენლობების მუშაობის შეფასება;
ე) ფრენის უსაფრთხოების დონის ასამაღლებელი ღონისძიებები.
3. ექსპლუატანტი ვალდებულია „ანგარიშგება” გააცნოს ავიასაწარმოს მთელ პირად შემადგენლობას.
მუხლი 212. ექსპლუატანტის (ავიაკომპანიის) საბუთები
ექსპლუატანტი ვალდებულია აწარმოოს (ხელნაწერი ან ელექტრონული ვერსიის სახით), სულ ცოტა, შემდეგი საბუთები:
1. „სამუშაო გეგმა”. სამუშაო გეგმით გაითვალისწინება საწარმოო ფრენების, პერსონალის პროფესიული მომზადების, მეთოდური სამუშაოს წარმართვის უზრუნველსაყოფი ღონისძიებები; მიეთითება კონკრეტული ღონისძიებები, შესრულების ვადები და შემსრულებლები ან პასუხისმგებელი პირები.
2. „ფრენების გეგმა”. გეგმა დგება ფრენების წინა დღეს, ერთი დღე-ღამის ვადით, სხ-ების მოძრაობის განრიგის, საავიაციო სამუშაოების გეგმის, სპეცრეისების, საწვრთნელი და სხვა ფრენების განაცხადების საფუძველზე; ძირითად ეკიპაჟებთან ერთად, მიეთითება სათადარიგო ეკიპაჟები და სხ-ები, აგრეთვე – საწაფზე მივლინებული ეკიპაჟები; საჭიროებისას, შეიტანება მითითებები ეკიპაჟებისათვის.
3. „საფრენოსნო შემადგენლობის სამუშაო და დასვენების გრაფიკი”. გრაფიკის დანიშნულებაა საფრენოსნო შემადგენლობის სამუშაო და დასვენების დროის აღრიცხვა; ის დგება ქვედანაყოფის სამუშაო გეგმის, სხ-ების მოძრაობის განრიგის, საავიაციო სამუშაოების გეგმის, სპეცრეისების, საწვრთნელი და სხვა ფრენების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სამუშაო და დასვენების დროის ნორმების გათვალისწინებით. ყოველი სპეციალისტისათვის გაითვალისწინება სამი სტრიქონი: პირველი – ფრენების დასაგეგმად, ქვედანაყოფში სამუშაოდ და დასასვენებლად; მეორე – ნაფრენის აღსარიცხად; მესამე – სამუშაო დროის აღსარიცხად.
4. „წინასწარი მომზადების ჟურნალი”. ჟურნალში შეიტანება ეკიპაჟის იმ წევრების სპეციალობა და გვარები, ვისთვისაც წინასწარი მომზადება ტარდება, აგრეთვე – მომზადების მიზეზი, მოკლე შინაარსი ეკიპაჟის წევრების მზადყოფნის დასკვნა და ჩატარების თარიღი; ჩანაწერს ხელს აწერს წინასწარ მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი.
5. „ფრენების განხილვის ჟურნალი”. ჟურნალი ორი ნაწილისაგან შედგება: „განხილვის გეგმა”, „მოხსენებების შინაარსი”.
6. „საბუთების შესწავლის ჟურნალი”. ჟურნალი განკუთვნილია სახელმძღვანელო საბუთებისა და ფრენის უსაფრთხოების ინფორმაციის გასაცნობად, რაც სპეციალისტის ხელმოწერით დასტურდება.
7. „შენიშვნების ჟურნალი”. ჟურნალი განკუთვნილია ფრენისშემდგომი გარჩევისას ეკიპაჟის (ეკიპაჟის წევრების) მიერ მიღებული შენიშვნებისა და მითითებების აღსარიცხად. ეს ცნობები ამოიწერება „საფრენოსნო დავალებიდან” და ფრენების განხილვისათვის მოსამზადებლად გამოიყენება.
8. „საფრენოსნო დავალება” (ბორტჟურნალი) (იხ. ამ „წესების” მე-13 მუხლი).
9. „საწვრთნელი დავალება” არის ეკიპაჟის წევრისათვის სხ-ზე და საწაფზე წვრთნისა და შემოწმების უფლების მიმნიჭებელი, აგრეთვე – საანგარიშგებო და საკონტროლო საბუთი. დავალებით მიეთითება საწვრთნელი პროგრამის ამოცანების ნომრები, შინაარსის გაუშიფრავად, და კეთდება დასკვნა, რასაც შემმოწმებელი აწერს ხელს და უსვამს თარიღს.
10. „საფრენოსნო წიგნაკი” არის ავიასპეციალისტის საფრენოსნო მოღვაწეობისა და პროფესიული მომზადების სრულად ამსახველი და საკონტროლო ძირითადი საბუთი; მისი ნებისმიერი ჩანაწერი ხელმოწერითა და ბეჭდით დასტურდება, ამასთან, ხელმომწერის გვარი და ბეჭედზე გამოსახული ორგანიზაციის დასახელება მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მონაცემები მხედველობაში არ მიიღება. „საფრენოსნო წიგნაკი”, სულ ცოტა, შემდეგ ცნობებს უნდა შეიცავდეს:
ა) სპეციალისტის მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა);
ბ) პირველადი მომზადება და ახალ ტექნიკაზე გადამზადება (სდ, მისი დამთავრების თარიღი, სხ-ს ტიპი);
გ) სხვადასხვა დაშვებები (სხ-ს ტიპები, საავიაციო სამუშაოების სახეობები, საერთაშორისო ფრენა, ინსტრუქტორი, ლოცმანი და სხვა);
დ) მინიმუმები;
ე) საფრენოსნო შემოწმებები;
ვ) სხ-ს ტიპებზე ნაფრენი, წლიური ჯამითურთ. პილოტის წლიური ნაფრენი რეკომენდებულია შემდეგნაირად შეჯამდეს:
სულ ... , აქედან:
სხ-ს ტიპი ... – მეთაურად…...
სხ-ს ტიპი ... – მეთაურად…...
და ა.შ.”
ჟ) „წესებს” დაემატოს № 13 დანართი, შემდეგი რედაქციით:
„დანართი №13
მფრინავთა მომზადების პროგრამები (მმპ–05)
ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე „მფრინავთა მომზადების პროგრამები” შემუშავებულია საა-ს თავმჯდომარის ბრძანებების: „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებისა” და „ავიასპეციალისტების სერტიფიცირების წესების” მოთხოვნების შესაბამისად და მათ განსახორციელებლად.
2. მმპ განკუთვნილია „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში” შეტანილი ორპილოტიანი საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების (შემდგომში – „ავიასპეციალისტი”) მოსამზადებლად.
3. ერთპილოტიანი საჰაერო ხომალდის ავიასპეციალისტის მომზადება ტარდება ინდივიდუალური პროგრამების მიხედვით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს ექსპლუატანტი და ითანხმებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია.
4. მმპ-თი მოცემულია თეორიული და პრაქტიკული მომზადების მინიმალური მოცულობა იმ ავიასპეციალისტისათვის, რომელიც მსგავს დაშვებას პირველად იღებს. ექსპლუატანტი უფლებამოსილია ეს მოცულობა საკუთარი შეხედულებისამებრ გაზარდოს. თეორიული და პრაქტიკული მომზადების თემატიკას (ამოცანების შინაარსს) შეიმუშავებს ექსპლუატანტი. თემატიკა შეიძლება იყოს ზოგადი და/ან კონკრეტული ავიასპეციალისტისათვის გათვალისწინებული, მისი თეორიული და პრაქტიკული მომზადების დონის შესაბამისად.
5. თუ ავიასპეციალისტმა მხოლოდ შიდა ფრენები უნდა შეასრულოს, მმპ-თ მოცემული მომზადების მოცულობა შეიძლება 50%-ით შემცირდეს (ამ დანართის III, VII და IX პროგრამების გარდა); ამ შემთხვევაში, ინდივიდუალური პროგრამის შედგენა აუცილებელი არ არის. შემდგომში, მისი საერთაშორისო ფრენებზე მომზადება ტარდება ამ დანართის XI პროგრამის შესაბამისად.
6. პროგრამის შეკვეცა, აგრეთვე, შესაძლებელია „წესების” 197-ე მუხლის მოთხოვნების მიხედვით; ამ შემთხვევაში, ინდივიდუალური პროგრამის შედგენა აუცილებელია.
7. მმპ-თი მოცემულ თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას ატარებს ავიასპეციალისტის შესაბამისი სპეციალობის ინსტრუქტორი და ყოველი ამოცანის შესრულებას „საწვრთნელ დავალებაში” ადასტურებს ხელმოწერით. პილოტის სააეროდრომო შემოწმებისა და საბოლოო დასკვნის გამოტანის უფლება ენიჭება უფროს (ან საა-ს მიერ აღიარებულ) პილოტ-ინსტრუქტორს.
8. დასკვნით უნდა მიეთითოს:
ა) ავიასპეციალისტის ეკიპაჟის შემადგენლობაში სპეციალობის მიხედვით დაშვება;
ბ) ავიასპეციალისტის საერთაშორისო ფრენებზე დაშვება (საჭიროებისას);
გ) პილოტის მინიმუმი (II პილოტისათვის – საჭიროებისას);
დ) II პილოტის აფრენა-დაფრენაზე დაშვება.
9. დასკვნა იწერება ოსტატობის აღნიშვნის სახით (იხ. საა-ს თავმჯდომარის ბრძანება: „ავიასპეციალისტების სერტიფიცირების წესები”):
ა) „საწვრთნელ დავალებაში”;
ბ) „საფრენოსნო წიგნაკში”;
გ) ავიასპეციალისტის მოწმობაში.
10. პილოტს ასაფრენი მინიმუმი ენიჭება სეს-ის მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან, დასაფრენი მინიმუმის გაზრდისას, ასაფრენი მინიმუმის გაზრდაც აუცილებელი არ არის.
11. „მინიმუმის შესაბამის პირობებად” ითვლება ის რეალური მეტეოროლოგიური პირობები, რომლებიც მისანიჭებელ მინიმუმზე ერთი საფეხურით უკეთესია.
12. საწაფზე მომზადების მოცულობა განისაზღვრება სხ-ს სახეობისა და ტიპის მიხედვით, მაგრამ უნდა იყოს არანაკლებ 3 სთ (მრავალმხრივ საწაფზე – 2 სთ).
13. წინამდებარე მმპ-ს ამოქმედებისთანავე, უქმდება ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადების ის პროგრამები, რომლებიც ამ დანართით განსაზღვრული I-IX პროგრამების მოთხოვნებს არ შეესაბამება.
პროგრამა I
II პილოტად მწყობრში შეყვანა
| პროცედურები | ფრენების რაოდენობა | დრო, სთ. წთ. | |
| ამოცანა 1. | სახმელეთო მომზადება | - | 08.00 |
| ამოცანა 2. | სააეროდრომო შემოწმება* | - | 01.00 |
| ამოცანა 3. | პილოტ-ინსტრუქტორთან ერთად კომერციულ ფრენებზე წვრთნა | - | 50.00
|
1. პროგრამის მიზანი. მეორე პილოტის მომზადება ეკიპაჟის შემადგენლობაში ფრენების შესასრულებლად, საერთაშორისო ფრენებისათვის, მინიმუმის მისანიჭებლად (საჭიროებისას) და მარჯვენა სავარძლიდან აფრენა-დაფრენის შესასრულებლად.
2. მე-2 ამოცანის მიზანი. პილოტის უნარ-ჩვევების შემოწმება, შემდგომი მომზადებისას გარკვეულ ელემენტებზე ყურადღების გამახვილების მიზნით.
მითითება. ფრენის ყველა ეტაპზე სხ-ს მართავს მეორე პილოტი, უშუალო მართვის რეჟიმით, მარჯვენა სავარძლიდან; პილოტ-ინსტრუქტორი აკონტროლებს მას.
*ეს ამოცანა ეძლევა, თუ პილოტს ფრენებში 90 დღეზე მეტი ხნის შესვენება აქვს.
3. მე-3 ამოცანის მიზანი. სხ-ს მართვისა და ეკიპაჟის წევრებთან ურთიერთმოქმედების ჩვევების შემუ-შავება.
მითითება. ფრენის დროს, პილოტ-ინსტრუქტორი მეორე პილოტს სრულ დამოუკიდებლობას ანიჭებს სხ-ს მართვაში. მეორე პილოტის მიერ მასალის უკეთესად ასათვისებლად, პილოტ-ინსტრუქტორმა, წვრთნის განმავლობაში, შეიძლება საწაფითაც ისარგებლოს.
პროგრამა II
მეთაურად მწყობრში შეყვანა
| პროცედურები | ფრენების რაოდენობა | დრო, სთ. წთ. | |
| ამოცანა 1. | სახმელეთო მომზადება | - | 10.00 |
| ამოცანა 2. | საწაფზე მომზადება | - | 03.00 |
| ამოცანა 3. | სააეროდრომო შემოწმება | 3 | -
|
| ამოცანა 4. | პილოტ-ინსტრუქტორთან ერთად კომერციულ ფრენებზე წვრთნა | - | 100.00 |
| ამოცანა 5. | საკონტროლო ფრენები | 2 | - |
| ამოცანა 6. | კომერციული ფრენები ეკიპაჟის შემადგენლობაში | 4 | - |
| ამოცანა 7. | კომერციული ფრენები მეთაურის რანგში, მინიმუმის დაკლებამდე | - | 100.00 |
1. პროგრამის მიზანი. პილოტი მომზადდეს ეკიპაჟის შემადგენლობაში მეთაურის რანგში ფრენების შესასრულებლად და პირველადი მინიმუმის მისანიჭებლად.
2. მე-2 ამოცანის მიზანი. სხ-ს მართვისა და ეკიპაჟის წევრებთან ურთიერთმოქმედების ჩვევების შემუშავება მარცხენა სავარძლიდან, ფრენის ჩვეულ და განსაკუთრებულ ვითარებებში.
3. მე-3 ამოცანის მიზანი. სხ-ს მართვისა და ეკიპაჟის წევრებთან ურთიერთმოქმედების ჩვევების შემუშავება მარცხენა სავარძლიდან. ფრენები სრულდება უშუალო მართვის რეჟიმით.
4. მე-6 ამოცანის მიზანი. ეკიპაჟის შემადგენლობაში მეთაურის რანგში და პირველადი მინიმუმით ფრენის უნარის განსაზღვრა.
მითითება. შეგირდი ფრენს ეკიპაჟთან, რომლის წევრებსაც სხ-ს ამ ტიპზე არანაკლებ 200 სთ ნაფრენი აქვთ. პილოტ-ინსტრუქტორი ეკიპაჟის საქმიანობას პილოტების სავარძლის დაუკავებლად აკონტროლებს. სრულდება სააეროდრომო ან კომერციული ფრენები. ამოცანის დასრულებისას, ინსტრუქტორი აკეთებს დასკვნას.
5. მინიმუმი. თუ სხ-ზე ILS-ის სისტემაა, მეთაურს ენიჭება პირველადი მინიმუმი – იკაოს I კატეგორია – 200ფტ (60მ)x 800მ, თუ – არა, – 265ფტ (80მ)x 1000მ, თუ ეს სეს-ის მოთხოვნებს შეესაბამება. აღნიშ-ნული მინიმუმი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ, მწყობრში შესვლისას, მეთაურმა-შეგირდმა ამ მინიმუმის შესაბამის პირობებში 3 დაფრენა მაინც შეასრულა, თუ – არა, ენიჭება ერთი საფეხურით გაზრდილი მინიმუმი, ვიდრე ამ მინიმუმის შესაბამის პირობებში 3 დაფრენას არ შეასრულებს; თუმცა, 265ფტ (80მ)x 1000 მ-ზე მეტი მინიმუმის მინიჭება რეკომენდებული არ არის, თუ სეს-ით სხვა რამ არ არის გათვალის-წინებული.
პროგრამა III
მინიმუმის შემცირება
| პროცედურები | ფრენების რაოდენობა | დრო, სთ. წთ. | |
| ამოცანა 1. | სახმელეთო მომზადება | - | 03.00 |
| ამოცანა 2. | საწაფზე მომზადება | - | 03.00 (02.00) |
| ამოცანა 3. | საფრენოსნო შემოწმება | 6 | -
|
1. პროგრამის მიზანი. პილოტი მომზადდეს შემცირებული მინიმუმით საფრენად.
2. დაშვება. პროგრამის გასავლელად დაიშვება ის მეთაური, რომელმაც II პროგრამის მე-7 ამოცანას წარმატებით გაართვა თავი და, მის განმავლობაში, მინიჭებული მინიმუმის შესაბამისი ამინდის რეალურ პირობებში აქვს 3 დაფრენა მაინც.
3. მე-2 ამოცანის მიზანი. დასაფრენად შესვლის ავტომატური სისტემის მართვის ჩვევების გამომუშავება სხვადასხვა მტყუნებებისას (მათ შორის – ავიაჰორიზონტის, ძრავ(ებ)ის და სხვა).
4. მე-3 ამოცანა. შემოწმება შეიძლება ჩატარდეს კომერციულ ფრენებზეც და აეროდრომის პირობებშიც, მინიჭებული მინიმუმის შესაბამისი ამინდის რეალურ პირობებში (ან შეიცვალოს ამისათვის განკუთვნილი საწაფით).
5. მინიმუმი. თუ სხ-ზე ILS-ის სისტემაა, მეთაურს ენიჭება მინიმუმი – იკაოს II (III) კატეგორია, თუ – არა, – 165ფტ (50მ)x 700მ, თუ ეს სეს-ის მოთხოვნებს შეესაბამება.
პროგრამა IV
მეთაურის ინსტრუქტორად მომზადება
| პროცედურები | ფრენების რაოდენობა | დრო, სთ. წთ. | |
| ამოცანა 1. | სახმელეთო მომზადება | - | 06.00 |
| ამოცანა 2. | საწაფზე მომზადება | - | 03.00 |
| ამოცანა 3. | საფრენოსნო შემოწმება | 4 | 01.30
|
1. პროგრამის მიზანი. მეთაური მომზადდეს პილოტ-ინტრუქტორის რანგში საფრენად.
2. დაშვება. პროგრამის გასავლელად დაიშვება ის მეთაური, რომელსაც სპეციალური მეთოდური კურ-სების მოქმედების ვადა არ გასვლია. პროგრამა გათვალისწინებულია, აგრეთვე, იმ მეთაურისათვის, რომელსაც ინტრუქტორის რანგში ერთი წელი არ უფრენია.
3. მე-2 ამოცანის მიზანი. მარჯვენა სავარძლიდან სხ-ს მართვისა და ეკიპაჟის წევრებთან ურთიერთმოქმე-დების ჩვევების შემუშავება. მომზადებას ატარებს პილოტ-ინტრუქტორი მარცხენა სავარძლიდან.
4. მე-3 ამოცანის მიზანი. სხ-ს მართვისა და ეკიპაჟის წევრებთან ურთიერთმოქმედების ჩვევების შემუშავება მარჯვენა სავარძლიდან. ფრენები სრულდება კომერციულ ან სააეროდრომო პირობებში, დღისით ან ღამით.
5. მითითება. წვრთნის საბოლოო შედეგი უნდა იყოს ის, რომ პილოტ-ინტრუქტორს შეეძლოს ეკიპაჟის წევრების მიერ დაშვებული შეცდომების დროული ამოცნობა და მათი გამოსწორება, აგრეთვე – ეკიპაჟის წევრებისათვის შეცდომების მიზეზების განმარტება და აღმოსაფხვრელი ღონისძიებების დასახვა.
პროგრამა V
აერნაოსნად მწყობრში შეყვანა
| პროცედურები | ფრენების რაოდენობა | დრო, სთ. წთ. | |
| ამოცანა 1. | სახმელეთო მომზადება | - | 06.00 |
| ამოცანა 2. | საფრენოსნო მომზადება | - | 50.00
|
| ამოცანა 3. | საკონტროლო სამარშრუტო ფრენები | 2 | - |
1. პროგრამის მიზანი. ნაოსანი მომზადდეს ეკიპაჟის შემადგენლობაში ფრენების შესასრულებლად და საერთაშორისო ფრენებისათვის.
2. მითითება. მომზადებას ატარებს ნაოსანი-ინსტრუქტორი. მასალის უკეთესად ასათვისებლად, ინსტრუქტორმა, წვრთნის განმავლობაში, შეიძლება საწაფითაც ისარგებლოს.
პროგრამა VI
აერნაოსნის ინსტრუქტორად მომზადება
| პროცედურები | ფრენების რაოდენობა | დრო, სთ. წთ. | |
| ამოცანა 1. | სახმელეთო მომზადება | - | 06.00 |
| ამოცანა 2. | საკონტროლო სამარშრუტო ფრენები | 2 | - |
1. პროგრამის მიზანი. ნაოსანი მომზადდეს ინტრუქტორის რანგში საფრენად.
2. დაშვება. პროგრამის გასავლელად დაიშვება ის ნაოსანი, რომელსაც სპეციალური მეთოდური კურსების მოქმედების ვადა არ გასვლია. პროგრამა გათვალისწინებულია, აგრეთვე, იმ ნაოსნისათვის, რომელსაც ინტრუქტორის რანგში ერთი წელი არ უფრენია.
3. მითითება. მომზადებას ატარებს ნაოსანი-ინსტრუქტორი. წვრთნის საბოლოო შედეგი უნდა იყოს ის, რომ ნაოსან-ინსტრუქტორს შეეძლოს ნაოსნის მიერ დაშვებული შეცდომის დროული ამოცნობა და მისი გამოსწორება, აგრეთვე – შეცდომის მიზეზების განმარტება და აღმოსაფხვრელი ღონისძიებების დასახვა.
პროგრამა VII
ბორტინჟინრად მწყობრში შეყვანა
1. ბორტინჟინრის მწყობრში შეყვანა ორსაფეხურიანია:
I საფეხური – ტექნიკურ მომსახურებაზე სტაჟირება; და
II საფეხური – საფრენოსნო მომზადება.
2. მითითება. თუ ბორტინჟინერი, ბოლო 24 თვის განმავლობაში, კონკრეტული ტიპის სხ-ს ოპერატიულ ან/და პერიოდულ ტექნიკურ მომსახურებას ახორციელებდა არანაკლებ 6 თვის მანძილზე, I საფეხურის გავლა აუცილებელი არ არის.
| I საფეხურის პროცედურები | დრო, სთ. წთ. | |
| ამოცანა 1. | კონკრეტული ტიპის სხ-ის ტექნიკური მომსახურების საბუთების შესწავლა | 16.00 |
| ამოცანა 2. | კონკრეტული ტიპის სხ-ის ოპერატიული ტექნიკური მომსახურების ჩატარება | 64.00 |
| II საფეხურის პროცედურები | ფრენების რაოდენობა | დრო, სთ. წთ. | |
| ამოცანა 3. | სახმელეთო მომზადება | - | 36.00 |
| ამოცანა 4. | საწაფზე მომზადება | - | 06.00 (50)* |
| ამოცანა 5. | საფრენოსნო მომზადება | 24 | 100.00 (50)* |
| ამოცანა 6. | საკონტროლო ფრენები | 2 | - |
3. პროგრამის მიზანი. ბორტინჟინერი მომზადდეს ეკიპაჟის შემადგენლობაში ფრენების შესასრულებლად და საერთაშორისო ფრენებისათვის.
4. მითითება. მომზადებას ატარებს ბორტინჟინერი-ინსტრუქტორი. საკონტროლო ფრენები შეიძლება მიეცეს სააეროდრომო პირობებშიც.
5. *დაშვება. კანდიდატი ბორტინჟინრის მოვალეობების შესასრულებლად დაიშვება, თუ მან, ბორტინჟინერ-ინსტრუქტორის ზედამხედველობით, იფრინა არანაკლებ 100სთ. სკ განიხილავს ფრენის ნამდვილი პირობების მიმბაძველ საწაფზე ბორტინჟინრის რანგში შესრულებული ნაფრენის ამ (100სთ) ნაფრენში ჩათვლის მიზანშეწონილობას. საწაფზე ნაფრენი 50სთ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
პროგრამა VIII
ბორტინჟინრის ინსტრუქტორად მომზადება
| პროცედურები | ფრენების რაოდენობა | დრო, სთ. წთ. | |
| ამოცანა 1. | სახმელეთო მომზადება | - | 10.00 |
| ამოცანა 2. | საწაფზე მომზადება | - | 01.30 |
| ამოცანა 3. | საკონტროლო ფრენები | 2 | - |
1. პროგრამის მიზანი. ბორტინჟინერი მომზადდეს ინტრუქტორის რანგში საფრენად.
2. დაშვება. პროგრამის გასავლელად დაიშვება ის ბორტინჟინერი, რომელსაც სპეციალური მეთოდური კურსების მოქმედების ვადა არ გასვლია. პროგრამა გათვალისწინებულია, აგრეთვე, იმ ბორტინჟინრისათვის, რომელსაც ინტრუქტორის რანგში ერთი წელი არ უფრენია.
3. მითითება. მომზადებას ატარებს ბორტინჟინერ-ინსტრუქტორი. წვრთნის საბოლოო შედეგი უნდა იყოს ის, რომ ბორტინჟინერ-ინტრუქტორს შეეძლოს ბორტინჟინრის მიერ დაშვებული შეცდომის დროული ამოცნობა და მისი გამოსწორება, აგრეთვე – შეცდომის მიზეზების განმარტება და აღმოსაფხვრელი ღონისძიებების დასახვა.
პროგრამა IX
ბორტრადისტად მწყობრში შეყვანა
| პროცედურები | ფრენების რაოდენობა | დრო, სთ. წთ. | |
| ამოცანა 1. | სახმელეთო მომზადება | - | 06.00 |
| ამოცანა 2. | საფრენოსნო მომზადება | - | 60.00
|
| ამოცანა 3. | საკონტროლო სამარშრუტო ფრენები | 2 | - |
1. პროგრამის მიზანი. ბორტრადისტი მომზადდეს ეკიპაჟის შემადგენლობაში ფრენების შესასრულებლად და საერთაშორისო ფრენებისათვის.
2. მითითება. მომზადებას ატარებს ბორტრადისტ-ინსტრუქტორი ან ნაოსან-ინსტრუქტორი. მასალის უკეთესად ასათვისებლად, ინსტრუქტორმა, წვრთნის განმავლობაში, შეიძლება საწაფითაც ისარგებლოს.
პროგრამა X
ბორტრადისტის ინსტრუქტორად მომზადება
| პროცედურები | ფრენების რაოდენობა | დრო, სთ. წთ. | |
| ამოცანა 1. | სახმელეთო მომზადება | - | 06.00 |
| ამოცანა 2. | საკონტროლო სამარშრუტო ფრენები | 2 | - |
1. პროგრამის მიზანი. ბორტრადისტი მომზადდეს ინტრუქტორის რანგში საფრენად.
2. დაშვება. პროგრამის გასავლელად დაიშვება ის ბორტრადისტი, რომელსაც სპეციალური მეთოდური კურსების მოქმედების ვადა არ გასვლია. პროგრამა გათვალისწინებულია, აგრეთვე, იმ ბორტრადისტისათვის, რომელსაც ინტრუქტორის რანგში ერთი წელი არ უფრენია.
3. მითითება. მომზადებას ატარებს ბორტრადისტ-ინსტრუქტორი ან ნაოსან-ინსტრუქტორი. წვრთნის საბოლოო შედეგი უნდა იყოს ის, რომ ბორტრადისტ-ინტრუქტორს შეეძლოს ბორტრადისტის მიერ დაშვებული შეცდომის დროული ამოცნობა და მისი გამოსწორება, აგრეთვე – შეცდომის მიზეზების განმარტება და აღმოსაფხვრელი ღონისძიებების დასახვა.
პროგრამა XI
ავიასპეციალისტის საერთაშორისო ფრენებისათვის მომზადება
(იხ. ამ დანართის ზოგადი დებულებების მე-5 პუნქტი)
| პროცედურები | ფრენების რაოდენობა | დრო, სთ. წთ. | |
| ამოცანა 1. | სახმელეთო მომზადება | - | 10.00 |
| ამოცანა 2. | საკონტროლო კომერციული ფრენები | 10 | - |
1. პროგრამის მიზანი. ავიასპეციალისტი მომზადდეს ეკიპაჟის შემადგენლობაში საერთაშორისო ფრენების შესასრულებლად.
2. დაშვება. პროგრამის გასავლელად დაიშვება ის ავიასპეციალისტი, რომელსაც შიდა ფრენებზე, სხ-ს ამ ტიპზე, აქვს არანაკლებ 200სთ ნაფრენი. პროგრამა გათვალისწინებულია, აგრეთვე, იმ ავიასპეციალისტისათვის, რომელსაც საერთაშორისო ფრენებზე ერთი წელი არ უფრენია.
3. მითითება. მომზადებას ატარებს შესაბამისი სპეციალობის ინსტრუქტორი. წვრთნის საბოლოო შედეგი უნდა იყოს ის, რომ ავიასპეციალისტს ჰქონდეს „ჯეპესენის” კრებულებით სარგებლობისა და ინგლისურ ენაზე რადიოკავშირის წარმართვის უნარი.”
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. მჟავანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები