დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაციის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 114 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/07/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 83, 15/07/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.248 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №114
2005 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაციის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2004 წელი, №60, მუხლი 526) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას №6“.
2. დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:
ა) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დასავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველო;
გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების აღმოსავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველო;
დ) ქვემო ქართლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ე) სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ვ) კახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ზ) შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია.”.
3. რეორგანიზებულ იქნენ: იმერეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო, გურიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო, ქვემო სვანეთ-ლეჩხუმის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო, რაჭის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო და მათ ბაზაზე შეიქმნას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დასავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველო.
4. რეორგანიზებულ იქნენ: შიდა ქართლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონა-ლური სამმართველო, მცხეთა-მთიანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო, ხაშურის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საქალაქო სამმართველო და მათ ბაზაზე შეიქმნას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების აღმოსავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველო.
5. რეორგანიზებულ იქნეს ფოთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საქალაქო სამმართველო და გაერთიანდეს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალურ სამმართველოში.
6. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება ამ დადგენილების მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესასრულებლად.
7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები