დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3360 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 21/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.060.05.001.004.122 |
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 347) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება
1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება არის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“, „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ და „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე სააგენტოს მიერ (მათ შორის, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით) განხორციელებული საქმიანობა, რომლის საფასური დადგენილია ამ კანონით.
2. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სააგენტო/სააგენტოს ტერიტორიული სამსახური მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით, გარდა საჯარო დაწესებულებისა, რომელიც უფლებამოსილია მომსახურების საფასური გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საზღვარგარეთ საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში ნაღდი ანგარიშსწორებით. საკონსულო დაწესებულება ვალდებულია მიღებული საფასური გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 სამუშაო დღისა, ჩარიცხოს სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე. ამ შემთხვევაში საბანკო მომსახურების ხარჯები დაიფარება მომსახურების საფასურის სახით გადახდილი თანხებიდან.“.
3. მე-5 მუხლის:
ა) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განცხადების შეტანიდან:
ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია;
ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 50 ლარი;
გ) მე-40 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 150 ლარი;
დ) 20 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 250 ლარი.“;
ბ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი:
„141. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განცხადების შეტანიდან:
ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 100 ლარია;
გ) 30-ე კალენდარულ დღეს მომზადებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 150 ლარია;
დ) 10 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 200 ლარია.“;
გ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განცხადების შეტანიდან:
ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 200 ლარია;
ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 200 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 100 ლარი;
გ) 30 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 200 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 200 ლარი.“;
დ) მე-18 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) 20 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 60 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 100 ლარი.“;
ე) მე-20 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) 20 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 180 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 120 ლარი.“;
ვ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებისათვის:
ა) მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია, თუ იგი სააგენტოში განცხადებას წარადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნისას ან კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 10 დღისა;
ბ) მომსახურების საფასურის განაკვეთი 180 ლარია, თუ იგი სააგენტოში განცხადებას წარადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ 10 დღიდან 3 თვემდე პერიოდში;
გ) მომსახურების საფასურის განაკვეთი 360 ლარია, თუ იგი სააგენტოში განცხადებას წარადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 3 თვის შემდეგ;
დ) მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება:
დ.ა) ავადმყოფობის ან მშობიარობის შემთხვევაში, თუ, ექიმის დასკვნით, პირის შემდგომი მგზავრობა საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას;
დ.ბ) თუ გადაულახავი წინააღმდეგობის ან გაუთვალისწინებელი გარემოების გამო ან სხვა საპატიო მიზეზით პირს არ შეუძლია საქართველო დატოვოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ნებართვით განსაზღვრულ პერიოდში;
დ.გ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთისას პირი იძულებული ხდება გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 72 საათზე მეტი დროით;
დ.დ) თუ გადავადების ინიციატორი საქართველოს სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა.“;
ზ) 21-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 პუნქტი:
„211. საქართველოს მოქალაქეობის დადასტურების შესახებ განცხადების შეტანიდან:
ა) მე-10 სამუშაო დღეს ცნობის მომზადებისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) მე-5 სამუშაო დღეს ცნობის გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 5 ლარია;
გ) მე-3 სამუშაო დღეს ცნობის გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 10 ლარია;
დ) მე-2 სამუშაო დღეს ცნობის გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 25 ლარია;
ე) იმავე დღეს ცნობის გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია.“;
თ) 22-ე და 23-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. დოკუმენტის აპოსტილით განცხადების შეტანიდან:
ა) მე-8 სამუშაო დღეს დამოწმებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია;
ბ) მე-4 სამუშაო დღეს დამოწმებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 20 ლარი;
გ) მე-2 სამუშაო დღეს დამოწმებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 50 ლარი;
დ) იმავე დღეს დამოწმებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 80 ლარი.
23. დოკუმენტის განცხადების შეტანიდან:
ა) მე-8 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია;
ბ) მე-4 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 20 ლარი;
გ) მე-2 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 50 ლარი;
დ) იმავე დღეს ლეგალიზაციისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 80 ლარი.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით გაწეული მომსახურების საფასური
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 აშშ დოლარია;
ბ) უცხო სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 65 აშშ დოლარია;
გ) უცხო სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 65 აშშ დოლარია;
დ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 15 აშშ დოლარია;
ე) დაბადების რეგისტრაციისათვის, შესაბამისი მოწმობის გაცემის ჩათვლით, მომსახურების საფასურის განაკვეთი 30 აშშ დოლარია;
ვ) მამობის დადგენის რეგისტრაციის, შესაბამისი მოწმობის გაცემის ჩათვლით, მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 აშშ დოლარია;
ზ) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 აშშ დოლარია;
თ) ქორწინების რეგისტრაციისათვის, შესაბამისი მოწმობის გაცემის ჩათვლით, მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 აშშ დოლარია;
ი) განქორწინების რეგისტრაციისათვის, შესაბამისი მოწმობის გაცემის ჩათვლით, მომსახურების საფასურის განაკვეთი 100 აშშ დოლარია;
კ) განქორწინების რეგისტრაციისათვის პირთან, რომელიც დადგენილი წესით ცნობილია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ან პირთან, რომელიც აღიარებულია ქმედუუნაროდ, ან პირთან, რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთით 3 წელზე მეტი ვადით, – მომსახურების საფასურის განაკვეთი 5 აშშ დოლარია;
ლ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 აშშ დოლარია;
მ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ მოწმობის განმეორებით გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 აშშ დოლარია;
ნ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სხვა ცნობების გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 აშშ დოლარია.“.
5. მე-6 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საზღვარგარეთ გადასახდელი საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები“;
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:
„8. განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის ან ლეგალიზაციისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 აშშ დოლარია.
9. ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 აშშ დოლარია.“.
6. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. სააგენტოს მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-13–211 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური არ დაუბრუნდება.“.
7. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება, თუ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას შეცდომა დაუშვა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ ან/და შესასწორებელი სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია ადმინისტრაციული ორგანოს ან სამედიცინო დაწესებულების განცხადების (შეტყობინების, მიმართვის) საფუძველზე და შეცდომა გამოწვეულია განმცხადებლის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 001-ს.“;
გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ამ კანონის მე-5 მუხლის 141 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება, თუ დაჩქარებულ ვადებში საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხის განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება ხორციელდება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს წარდგინების საფუძველზე.“.
8. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება სააგენტოში 2010 წლის 1 იანვრიდან შეტანილ განცხადებებზე.
2. პირისთვის, რომელიც ფლობს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2011 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად 2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადებულ საქართველოს მოქალაქის მოქმედ პასპორტს და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიმართავს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, მომსახურების საფასურის განაკვეთი 65 ლარია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 6 ივლისი.
№3360–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები