დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3359 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 21/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.120.000.05.001.004.121 |
საქართველოს კანონი
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობის მისაღებად სპეციალური ნებართვა არ ესაჭიროებათ იმ პირებს, რომლებიც:
ა) 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქეებად არ ჩაითვალნენ, თუ 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილან საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;
ბ) გავიდნენ საქართველოს მოქალაქეობიდან და არ მიუღიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა.“.
2. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
„22. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.“.
3. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე, უფლება აქვს, იმავე საფუძველზე განმეორებით შეიტანოს განცხადება წინა განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ 3 თვის შემდეგ.“.
4. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს საქართველოში ყოფნის ვადა აგრეთვე შეუწყდებათ მათ მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში.“.
5. 50-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს ვიზის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ლტოლვილის მოწმობის ვადის ამოწურვიდან 10 დღის განმავლობაში, მას არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით.“;
ბ) მე-8 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თუ მას სააგენტოში შეტანილი აქვს განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად – არა უმეტეს 3 თვის ვადით;“;
ბ.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები:
„ა1) თუ მას სააგენტოში შეტანილი აქვს განცხადება საქართველოში ქორწინების, განქორწინების ან შვილის დაბადების რეგისტრაციისათვის;
ა2) თუ საქართველოს საერთო სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად;“;
გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. თუ უცხოელის მიერ წარდგენილი საბუთებით დასტურდება, რომ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები არსებობდა მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, მას ჯარიმა არ დაეკისრება და საქართველოდან გასვლის ვადის დარღვევა ჩაეთვლება საპატიოდ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 6 ივლისი.
№3359–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები