„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3364
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 20/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 170.050.000.05.001.004.107
  • Word
3364
06/07/2010
სსმ, 40, 20/07/2010
170.050.000.05.001.004.107
„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 5) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. საზღაურის ოდენობა

1. იმ გარიგების დამოწმებისათვის, რომლის ნამდვილობისთვის კანონით სავალდებულოა სანოტარო ფორმის დაცვა, საზღაური შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ამ კანონით.

2. იმ გარიგების დამოწმებისათვის, რომლის ნამდვილობისთვის კანონით სავალდებულო არ არის სანოტარო ფორმის დაცვა, აგრეთვე ნოტარიუსის სხვა მომსახურებისათვის საზღაურის ოდენობა შეიძლება დაწესდეს ამ კანონით ან განისაზღვროს ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.

3. კანონის საფუძველზე საზღაურის ოდენობა დგინდება გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულების საფუძველზე ან გარიგების ღირებულებისგან დამოუკიდებლად განსაზღვრული განაკვეთებით.

4. კანონის საფუძველზე საზღაურის ოდენობის დადგენისას, კერძოდ, მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების დაწესებისას, მხედველობაში მიიღება სანოტარო მოქმედების სირთულე, გაწეული სამართლებრივი კონსულტაცია, შესრულებული ტექნიკური სამუშაო და დახარჯული დრო.

5. იმ სანოტარო მოქმედებისათვის, რომლის შესრულებისთვისაც ამ კანონით დადგენილია საზღაური, ნოტარიუსი ვალდებულია გადაახდევინოს საზღაური მხოლოდ ამ კანონით დაწესებული ოდენობით. ნოტარიუსს უფლება აქვს, დაინტერესებულ პირს შეუთანხმდეს საზღაურის ოდენობაზე იმ მომსახურებისათვის, რომლისთვისაც ამ კანონით არ არის დადგენილი საზღაური.“.

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სანოტარო მოქმედებისათვის ელექტრონულ სანოტარო რეესტრში მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;“.

3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

     „მუხლი 18. სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის საზღაურის ოდენობა

1. სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული გარიგებების, სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და მათში ცვლილებების, აგრეთვე იმ გარიგების დამოწმებისათვის, რომლის საფუძველზედაც ხდება სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის წილის გასხვისება, საზღაურის ოდენობა განისაზღვრება ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საზღაურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.“.

5. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20. სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის ორგანოს კრების ოქმის შედგენისათვის საზღაურის ოდენობა

1. სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის ორგანოს კრების (სხდომის) მიმდინარეობისა (მათ შორის, პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით) და გადაწყვეტილებების შესახებ ოქმის შედგენისათვის საზღაურის ოდენობა განისაზღვრება ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საზღაურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს.“.

6. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თუ გარიგების დამოწმებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს ორი ან ორზე მეტი ნოტარიუსი, ამ მუხლით განსაზღვრული საზღაური თანაბრად გაიყოფა ყველა ნოტარიუსზე, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

7. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურებადი სანოტარო მოქმედებები

საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურდება შემდეგი სანოტარო მოქმედებები:

1

ანდერძის დადასტურება

9 ლარი

2

ანდერძის გახსნის შესახებ ოქმის შედგენა

5 ლარი

3

ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება

2 ლარი

4

დოკუმენტის თარგმანის სისწორის დადასტურება

თითოეული გვერდის-თვის 1 ლარი

5

დოკუმენტის ასლისა და დოკუმენტიდან ამონაწერის დადასტურება

თითოეული გვერდის-თვის 0.5 ლარი

6

იმ დოკუმენტის ასლის გაცემა, რომელიც ინახება სანოტარო ბიუროში

3 ლარი

7

მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურება

10 ლარი

8

საზღვაო პროტესტის შესრულება

300 ლარი

9

მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება

2 ლარი

10

მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება

2 ლარი

11

დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება

2 ლარი

12

მოქალაქის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის ფაქტის დადასტურება

2 ლარი

13

ნოტარიუსის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების გადაცემა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის

3 ლარი

14

განცხადების პროექტის შედგენა

1 ლარი

15

განცხადების ან უწყების ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის ან გადაცემის შეუძლებლობის შესახებ მოწმობის გაცემა

2 ლარი

16

ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა ქონების შეფასების გარეშე

20 ლარი

17

სააღსრულებო ფურცლის გაცემა

100 ლარი

 

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი:

     „მუხლი 291. პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მიღებული განცხადების დადასტურებისათვის საზღაურის ოდენობა

პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით   მიღებული განცხადების, აგრეთვე მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურებისათვის საზღაურის ოდენობა 50 ლარია.“.

9. 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის ორგანოს კრების ოქმის შედგენაზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 6 ივლისი.

№3364–რს