,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 22/02/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.673
  • Word
32
15/02/2007
სსმ, 24, 22/02/2007
010.240.030.10.003.000.673
,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №32

2007 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბა­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორ­მატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხ­ლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №56, მუხ. 480) დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილე­ბები და დამატებები:

1. ამოღებულ იქნეს დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი.

2. დებულების პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სამინისტროს ადგილსამყოფელია: თბილისი, 0177, მ. თა­­მარაშვილის ქ. №15ა“.

3. დებულების მე-2 მუხლის:

ა) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავ­შირის დამყარება; ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის კოორდინაცია-ორგანიზება;“;

ბ) ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძო­ლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუ­ნ­ველ­ყოფა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის პროგრამის შემუშავება, დამტკიცება და განხორციელების ორგანიზება;“.

4. დებულების მე-2 მუხლს დაემატოს ,,კ“ ქვეპუქტი:

,,კ) ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა; ლტო­ლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამისი პრო­გრამების შემუშავება, დამტკიცება და განხორციელება.“.

5. დებულების მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად მიგრანტთა მიღება-განსახლების, გადაუდებელი დახმარების, დასაქმების ხელ­შეწყობისა და ადაპტაცია-ინტეგრაციის ორგანიზება;“.

6. დებულების მე-4 მუხლის ,,ი“ ქვეპუპქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) განიხილოს სამინისტროში შემოსული წერილები, განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღო­ნისძიებები;“.

7. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოა­დგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანა­მდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

8. ამოღებულ იქნეს დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი.

9. დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირი­თა­დი ამოცანებია:

ა) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუ­შავება;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ხარჯთა ნუს­ხის შედგენა;

გ) სამინისტროს ფუნქციონირების ფინანსური და მატე­რიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

დ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება, შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება;

ე) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ვ) საკადრო რესურსების მართვის ორგანიზება; სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსისა და სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახუ­რეთა ატესტაციის ორგანიზება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.“.

10. ამოღებულ იქნეს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები.

11. დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სამინისტროს ურთიერთობის წარმართვა არასა­მთავ­რობო ორგანიზაციებთან;“;

ბ) ამოღებულ იქნეს ,,ე“ ქვეპუნქტი.

12. დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგის­ტრაციისა და ანკეტირების ორგანიზება;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის განცხადების განხილვა, მაძიებლის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტა­ტუსის მინიჭების საკითხის განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და, შესაბამისად, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;

ე) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესა­ხებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მონაცემთა ბაზის შექმნა;

ვ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სტა­ტუსის მინიჭებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით წი­ნადადების მომზადება, დევნილის მოწმობისა და ანკეტის ფორ­მის შემუშავება; მოწმობების გაცემის ორგანიზება და დევნილთა ანკეტირება;

ზ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიღება, გადაუდებელი დახმარების გაწევისა და დროებითი განსახლების ორგანიზება; დევნილთა კომპაქტურად განსა­ხლების ობიექტების სარეაბილიტაციო ღონისძიებათა დაგე­გმვა და განხორციელების ორგანიზება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა დასაქმების, ადაპტაციის, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა; შესაბამისი პროგრამებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გან­სახლების ორგანიზება; განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი;

კ) დევნილთა დაბრუნების ორგანიზებისა და რეაბილიტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;

ლ) კონფლიქტის ზონებში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის ორგანიზება და მონაცემთა ბაზის შექმნა; იძუ­ლებით გადაადგილებულ პირთა – დევ-ნილთა და სხვა პირთა კონფლიქტის ზონაში არსებული უძრავი ქონების დაცვის მექანიზმების შემუშავება;

მ) დევნილთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის სფეროში სახელ­მწიფო და სხვა პროგრამებისა და მიმდინარე სამუშაოთა შესრულების კონტროლი და ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;

ნ) ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე სამინისტროს განსახორციელებელ ღონის­ძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.“.

13. დებულების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ლტოლვილთა რეგისტრაციისა და ანკეტირების ორგანიზება; საქართველოში იძულებით შემოსულ უცხოელთა აღრიცხვა; მათი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა და სათანადო სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

ბ) ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის საკითხის განხილვა, მაძიებლის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;

გ) ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე საკითხის განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;

დ) ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და საკითხთან დაკავშირებით გადა­წყვეტილების მიღება;

ე) ლტოლვილთა მონაცემთა ბაზის შექმნა; ლტოლვილთა ანკეტისა და ლტოლვილის მოწმობის ფორმების შემუშავება, ანკეტების წარმოება და მოწმობების გაცემის ორგანიზება;

ვ) ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონ­ვენციითა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის, რეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა;

ზ) ლტოლვილთა განსახლების ორგანიზება; განსახ­ლების პროცესის მართვა და მონიტორინგი;

თ) ლტოლვილთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;

ი) რეპატრიაციის საკითხების რეგულირება; მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დეპორტირებულ პირთა იდენ­ტიფიკაციის, რეპატრიანტთა საინფორმაციო ბანკის შექმნა; რეპატრიანტთა ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესების წარმართვა და კოორდინაცია; შესაბამისი პროექტების შემუშავება და რეალიზების ხელშეწყობა;

კ) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ეკომიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვის სისტემის შემუშავება და რეალიზაციის ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში საქარ­თველოს ტერიტორიაზე მიგრაციული პროცესების მონიტო­რინგი;

ლ) სტიქიასაშიში რეგიონებიდან მოსალოდნელი მიგრა­ციის პროგნოზირება და ეკომიგრანტთა განსახლების პროგრამების განხორციელება; ეკომიგრანტთა განსახლების ორგანიზება; ახალ საცხოვრებელ ადგილზე მათი ადაპტაცია-ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა; ეკომიგრანტების მონაცემთა ბაზის შექმნა;

მ) შიდა და გარე მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორ­მატიული აქტების პროექტების მომზადება;

ნ) შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული პროცესების მონიტორინგი;

ო) ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე სამინისტროს განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;

პ) კომპეტენციის ფარგლებში მიგრანტთა ინსპექტირება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში უკანონო მიგრაციის აღკვეთის მიზნით სათანადო რეაგირება;

რ) მიგრაციის სფეროში სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სამართლე­ბრი­ვი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალ­კეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი