დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 22/02/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.672 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №31
2007 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №54, მუხ. 461) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები:
,,კ) სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა ქვეყანაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კონტროლი; სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკის შეფასება და ანალიზი, კრიზისული მდგომარეობის მართვის სისტემის ორგანიზება;
ლ) მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზრის მარკეტინგული კვლევის წარმოება, მისი მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი.“;
გ) დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:
ა) გარე კახეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;
ბ) შიდა კახეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;
გ) შიდა ქართლის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;
დ) ქვემო ქართლის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;
ე) მცხეთა-მთიანეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;
ვ) სამცხე-ჯავახეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;
ზ) რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;
თ) იმერეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;
ი) სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;
კ) გურიის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები