,,საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 22/02/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 10/06/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.671
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
30
15/02/2007
სსმ, 24, 22/02/2007
010.220.020.10.003.000.671
,,საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (22/02/2007 - 27/03/2007)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №30

2007 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ

 ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. შეიქმნას საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტა­რიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავ­რობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე – რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მო­ადგილე

ივანე ნაკაიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ლევან რაზმაძე – სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

გიორგი ყაველაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე.

2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს გიგი უგულავას – ქალაქ თბილისის მერს.

3. დამტკიცდეს საქართველოს წყალმომარაგებისა და სანი­­ტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამ­­­თავრობო კომისიის თანდართული დებულება.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი

საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრო­ბის სათათბირო ორგანო, რომელიც საქართველოს წყალმომა­რაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის სექტორში რე­ფორ­მების განხორციელების მიზნით შეიმუშავებს პოლიტიკას და საქარ­თველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებ­სა და წინადადებებს.

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, გან­კარგუ­ლებებისა და ამ დებულების შესაბამისად.

    მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია საქართველოს წყალმო­მა­­რაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის სექტორში რეფორმების განსახორციელებლად შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები, დასკვნები და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის სექტორში რეფორმების განხორციელების მიზნით შეიმუშაოს სტრატეგია;

ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის რეფო­რ­მასთან დაკავშირებული დასკვნები და წინადადებები;

გ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნ­ველ­ყოფის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის სამართლებრივ ბაზაში ცვლილებების შესახებ;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნ­ველყოფის რეფორმის განხორციელებისათვის აუცილებელი ნების­მიერი ინფორმაცია;

ე) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;

ვ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები.

    მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერ­თობაში.

2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კომისიის თავ­მჯდომარის არყოფნისას ასრულებს თავ­მჯდომარის უფლე­ბამოსილებებს.

3. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგა­ნიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის.

4. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემ­თხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.

    მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადა­წყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამ­სწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის შემადგენლობის 1/3-ისა.

4. კომისიის შეკრებისა და კომისიის სხდომის ორგანი­ზების წესს განსაზ­ღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 6. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუ­ნ­­­ველყოფას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების სამინისტრო.

    მუხლი 7. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონ­მდებლობის შესაბამისად.