„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3051
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 20/05/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.05.001.004.041
  • Word
3051
04/05/2010
სსმ, 26, 20/05/2010
360.160.000.05.001.004.041
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“  საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 404) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ტექნიკური რეზიუმე – დაგეგმილი საქმიანობის საპროექტო გადაწყვეტილება;“.

2. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და მისი პირობები არის სანებართვო პირობები.“.

3. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მოკლე ანოტაცია საქმიანობის შესახებ (ტექნიკური რეზიუმეს სახით);“;

ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოკლე ანოტაცია საქმიანობის შესახებ (ტექნიკური რეზიუმეს სახით). ეს დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე;“.

4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საქმიანობის განხორციელებისას შეასრულოს გზშ-ის ანგარიშში გათვალისწინებული ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც აუცილებლად იქნება მიჩნეული ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ან/და მოწონებული იქნება ექსპერტების მიერ, რაც შესაბამისად უნდა აისახოს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში ან/და მის პირობებში.“.

5.  მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი

1. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია (შემდგომში – გარემოს დაცვის ინსპექცია).

3. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის გამცემი ნებარ-თვის გაცემის თაობაზე ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის სამინისტროს.

4. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის გაცემისას ნებარ-თვის პირობებში ასახული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მოთხოვნების შესრულებას ნებართვის გამცემი აკონტროლებს სამინისტროს შესაბამის წარმომადგენლებთან ერთად.

5. გარემოს დაცვის ინსპექცია კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                                                 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 4 მაისი.

№3051–Iს