ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3050
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 20/05/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 360.090.000.05.001.004.040
  • Word
3050
04/05/2010
სსმ, 26, 20/05/2010
360.090.000.05.001.004.040
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში   ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 1998 წელი, მუხ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და რომელსაც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსაგან მიღებული აქვს ლიცენზია ან/და ნებართვა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით დადგენილი წესით;“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს სისტემაში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მართვის ორგანიზების უშუალო კოორდინაციას ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური (შემდგომში –სამსახური).“.

3. მე-9 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) გააკონტროლოს გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების მდგომარეობა;“.

4. მე-11 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. გაცემული ლიცენზიების მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სამსახური.“.

5. 111 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. გაცემული ნებართვების მფლობელების მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სამსახური.“.

6. 481 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს ბრძანება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის შესახებ“.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 4 მაისი.

№3050–Iს