დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3071 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/05/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 17/05/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.170.000.05.001.004.034 |
საქართველოს კანონი
„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 27.07.2007, მუხ. 315) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:
„გ1) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიღებული დადგენილებით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში;
გ2) „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის მიღების შემთხვევაში;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 4 მაისი.
№3071–Iს
დოკუმენტის კომენტარები