დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2991 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 10/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.070.000.05.001.004.018 |
საქართველოს კანონი
„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 246) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს დაზვერვის სამსახური;“.
2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს დაზვერვის სამსახური მოიპოვებს და შემდეგ ამუშავებს ინფორმაციას საქართველოს გარეთ მოქმედი უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების შესახებ და დადგენილი წესით წარუდგენს სათანადო ორგანოებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს კონტრტერორისტულ ოპერაციებში.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 27 აპრილი.
№2991–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები