„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3043
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 04/05/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.004.005
  • Word
3043
04/05/2010
სსმ, 23, 04/05/2010
010.190.030.06.001.004.005
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. 74-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილე-ბის ვადის გაგრძელების შემთხვევისა, შეიძლება გაგრძელდეს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, არა უმეტეს 6 თვით, პარლამენტის დადგენილებით.“.

2. 128-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ ტარდება. ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა მორიგი სესიის პლენარულ სამუშაო ციკლს, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით. სხვა შემთხვევაში პლენარული სხდომა მოიწვევა და ტარდება რიგგარეშე სხდომისათვის ამ რეგლამენტის 130-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2010 წლის 4 მაისიდან.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე  დ. ბაქრაძე

თბილისი,

2010 წლის 4 მაისი.

№3043–რს