„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 04/05/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.05.001.003.997
  • Word
3016
27/04/2010
სსმ, 23, 04/05/2010
120.260.020.05.001.003.997
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების  შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამხედრო მოსამსახურე – საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებსა და სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო შეკრების გავლისას;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები – საქართველოს სამხედრო ძალებისა და სამხედრო უწყებების სამხედრო მოსამსახურეები, აგრეთვე რეზერვისტები სამხედრო შეკრების გავლისას.“.

2. მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს დასვენებისათვის ყოველკვირეულად ეძლევა ერთი დღე, ხოლო სამხედრო სასწავლებლის მსმენელს – შესაბამისი სასწავლო გეგმის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვირაში ერთი დღისა.“;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამხედრო სასწავლებლის მსმენელს სასწავლო გეგმით დადგენილ ვადებში ეძლევა საარდადეგებო შვებულება.

8. სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულს, რომელსაც ოფიცრის პირველადი წოდება ენიჭება, დანიშნულების ადგილზე გაგზავნამდე ეძლევა 30-დღიანი შვებულება, თუ სასწავლო გეგმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

3. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლება დაზღვეულ იქნეს სადაზღვევო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საშუალებით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.     ამ მუხლით დადგენილი გარანტიები შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების შედეგად დათხოვნილ პირებზე, რომლებსაც აქვთ პოლკოვნიკის ან უმაღლესი სამხედრო წოდება, აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან ზემოთ აღნიშნული მიზეზებით დათხოვნილ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირებზე.“;

დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 27 აპრილი.

№3016–რს