„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2949
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 04/05/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.05.001.003.990
  • Word
2949
20/04/2010
სსმ, 23, 04/05/2010
010.270.000.05.001.003.990
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998,  გვ. 42) 231  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 231. მთავრობის უფლებამოსილებანი

მთავრობის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა) საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება;

ბ) მთავრობის წევრებისთვის დავალებების მიცემა მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხების მომზადებისა და  შესრულების მიზნით;

გ) ქალაქ თბილისის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და განხილვა, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულება; საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენა და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;

დ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობების განსაზღვრისა და გაუქმების, ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების ორგანიზების შესახებ წინადადებების მომზადება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოსათვის წარსადგენად;

ე) საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ადგილობრივი საკუთრების ფლობა, განკარგვა და მისით სარგებლობა;

ვ) მთავრობის რეგლამენტის, მასში შესატანი ცვლილებების პროექტის შემუშავება და მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ზ) საქალაქო სამსახურების შექმნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამეწარმეო, არასამეწარმეო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, აგრეთვე მათ დაფუძნებაში მონაწილეობა და მათში გაწევრიანება; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის (აქციების) შეძენა; ამხანაგობაში მონაწილეობა;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო, არასამეწარმეო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა დანიშვნა-გათავისუფლება და მათი საქმიანობის კონტროლი;

ი) მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ფინანსური სახსრების გადაცემა;

კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდების (დებულების) დამტკიცება, რომლითაც განისაზღვრება სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები;

ლ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის თაობაზე;

მ) მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად კომისიების, საბჭოებისა და სხვა საკონსულტაციო ორგანოების შექმნა; მათი სამოქმედო დებულებების დამტკიცება;

ნ) დედაქალაქის შიდა სარგებლობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ორგანიზება; საქალაქო არქივის შექმნა;

ო) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობისა და მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება; 

პ) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2  და M3  კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტების დადგენა და დამტკიცება;

ჟ) საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსებისათვის (M2  და M3  კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტების დადგენა და დამტკიცება;

რ) დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის (ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, გამოყენება, გადამუშავება, სეპარაცია, გაუვნებლება და განთავსება) მომსახურების ორგანიზება;

ს) დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მიზნით ოპერატორის შერჩევის წესის განსაზღვრა;

ტ) დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, გარდა დასახლების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა, დამტკიცება საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; 

უ) დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების, აგრეთვე მრავალბინიან სახლებში ბინების ნუმერაციის წესების დადგენა;

ფ) ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 20 აპრილი.

№2949–Iს