,,საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

  • Word
,,საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 06/02/2007
სარეგისტრაციო კოდი 020.090.000.10.003.000.654
  • Word
13
31/01/2007
სსმ, 17, 06/02/2007
020.090.000.10.003.000.654
,,საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №13

2007 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,,საქართველოს რესპუბლიკაში სამკურნალო საშუალებებით ვაჭრობის დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 10 თებერვლის №80 დადგენილება;

ბ) ,,მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის ფასების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის №746 დადგენილება;

გ) ,,საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სამედიცინო დაწესებულებებში საპატრონაჟო დახმარების ანაზღაურების წესის შესა-ხებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 7 დეკემბრის №847 დადგენილება;

დ) ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრების, დაჭრილთა და დაინვალიდებულთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის რესპუბლიკური ცენტრის სტრუქტურისა და შტატების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 15 იანვრის №26 დადგენილება;

ე) ,,საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 18 მაისის №316 დადგენილება;

ვ) ,,სამედიცინო დაწესებულებების 1994-95 წლის ზამთრის სეზონში ფუნქციონირებისა და ქ. თბილისის №2 კლინიკური საავადმყოფოს ასამოქმედებელი მინიმუმის 1994 წელს საექსპლუატაციოდ გადაცემის უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული ბრძანებულების, დადგენილებების, განკარგულებებისა და საოქმო გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 19 სექტემბრის №679 დადგენილება;

ზ) ,,ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის ღონისძიებათა პირველი ეტაპის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 10 ოქტომბრის №728 დადგენილება;

თ) ,,საქართველოს სახელმწიფო რესპუბლიკური სამედიცინო პროგრამების პროექტებისა და 1995 წელს მათი რეალიზაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის №390 დადგენილება;

ი) ,,საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს რესპუბ-ლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის №389 დადგენილება;

კ) ,,საქართველოს რესპუბლიკაში ფარმაცევტული დარგის შემდგომი განვითარების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის №388 დადგენილება;

ლ) ,,საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, ინვალიდების, მათთან გათანაბრებული პირების, შეიარაღებული ძალების ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრთათვის საყოველთაო გარანტირებული საბაზო პროგრამის ზევით სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 8 ივლისის №405 დადგენილება;

მ) ,,საქართველოს რესპუბლიკაში სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 5 ოქტომბრის №621 დადგენილება;

ნ) ,,სახელმწიფო სამსახურში სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 1 ნოემბრის №687 დადგენილება;

ო) ,,საქართველოს რესპუბლიკაში ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებათა ლეგალური ბრუნვის კონტროლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 16 ნოემბრის №726 დადგენილება.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი