„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2852
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 01/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 340.140.000.05.001.003.959
  • Word
2852
26/03/2010
სსმ, 16, 01/04/2010
340.140.000.05.001.003.959
„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 18.01.2006, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) საგამოცდო ლაბორატორია – დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში;“.

2. მე-20 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სურსათის სახელმწიფო კონტროლის მიზნით აღებული ნიმუშის ანალიზი ტარდება სპეციალურად შერჩეულ საგამოცდო ლაბორატორიაში.

2. სურსათის სახელმწიფო კონტროლის მიზნით ნიმუში აღებული და საგამოცდო ლაბორატორიისათვის გადაცემული უნდა იქნეს სამსახურის უფლებამოსილი მოხელის მიერ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დადგენილი წესით ნიმუშის აღებას და საგამოცდო ლაბორატორიაში გამოცდის ჩატარებას;“.

4. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) დადგენილი წესით ნიმუშის აღებას და საგამოცდო ლაბორატორიაში გამოცდის ჩატარებას;“.

5. 31-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური რეფერენტულ გამოცდას ატარებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე (სამსახური ან მწარმოებელი/დისტრიბუტორი) არ ეთანხმება გამოცდის შედეგებს.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სხვა საგამოცდო ლაბორატორიას (მწარმოებლის/ დისტრიბუტორის წარმომადგენელს უფლება აქვს, დაესწროს გამოცდას);“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 მარტი.

№2852–Iს