კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2867
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 30/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.003.952
  • Word
2867
26/03/2010
სსმ, 14, 30/03/2010
200.000.000.05.001.003.952
კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 26) პირველი მუხლის:

ა) მე-10 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. 108-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას გამოდის, როგორც ფსევდომომხმარებელი, და ამ მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ან საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირზე გადასახადის გადამხდელის ან/და დღგ-ის გადამხდელის ფსევდომოწმობების გაცემა.“.“;

გ) მე-19 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ პირი უარს აცხადებს „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულებაზე ან არ ეთანხმება ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი ვალდებულია „საგადასახადო მოთხოვნის“/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ამ კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესით შესაბამისად შემოსავლების სამსახურს ან საბჭოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით გაუგზავნოს საჩივარი, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით, ან საგადასახადო ორგანოს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას სასამართლოს მიერ.“;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 31 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 მარტი.

№2867–Iს