,,ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“

  • Word
,,ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 06/02/2007
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.10.003.000.652
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
11
26/01/2007
სსმ, 17, 06/02/2007
470.230.000.10.003.000.652
,,ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/02/2007 - 15/02/2007)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №11

2007 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების თანდართული გენერალური გეგმა.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა

    მუხლი 1. ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის მიზნები და ამოცანები

1. საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის განვითარების სტრატეგია მიმართულია ქვეყანაში ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურების სიმძლავრეების განვითარებისაკენ, რაც დააკმაყოფილებს მოსახლეობის საჭიროებას ამ სახის მომსახურებაზე და იქნება ხარისხიანი და ფინანსურად მისაღები.

2. ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა განსაზღვრავს:

ა) ჰოსპიტალური მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების ოპტიმალურ მდებარეობას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კრიტერიუმზე დაყრდნობით;

ბ) აუცილებელ სიმძლავრეებს ჰოსპიტალურ მომსახურებაზე მოსახლეობის საჭიროების დასაკმაყოფილებლად (1000 მოსახლეზე საწოლთა საჭირო რაოდენობა);

გ) ჰოსპიტალური მომსახურების სახეებს;

დ) ჰოსპიტალური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების ძირითად ტიპებს;

ე) ჰოსპიტლების ფუნქციონირების პირობებს, რაც მოიცავს ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის სტანდარტებს.

3. ახალი საავადმყოფოების უმეტესობის მშენებლობა დასრულდება სამი წლის განმავლობაში.

    მუხლი 2. ჰოსპიტალური სექტორის მოწყობის ძირითადი პრინციპები

1. ჰოსპიტალური სექტორის განვითარების მიზნით განხორციელდება არსებული ქსელის ფიზიკური განახლება, კერძო სამედიცინო სერვისების მიმწოდებლების განვითარება და სისტემის დაკომპლექტება სათანადო კვალიფიკაციის ადამიანური რესურსით.

2. ჰოსპიტალური ქსელის არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დადგენილი სტანდარტების მისაღწევად აშენდება ახალი საავადმყოფოები.

3. ჰოსპიტალური მომსახურება ხორციელდება ჯანდაცვის სისტემის ბაზისური ფუნქციების შესაბამისად და უზრუნველყოფს:

ა) მწვავე შემთხვევების მართვას (მოკლევადიანი მომსახურება);

ბ) რეაბილიტაციას ანუ საშუალოვადიან მომსახურებას;

გ) ხანგრძლივ მოვლას ანუ გრძელვადიან სამედიცინო მომსახურებას.

4. ჰოსპიტლები კომპლექტდება სტანდარტული და მაღალტექნოლოგიური საწოლებით.

5. მაღალტექნოლოგიურ საწოლზე მომსახურება მცირე ზომის საავადმყოფოებში მოიცავს სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისა და მონიტორირების შესაძლებლობებს, ხოლო დიდ დაწესებულებებში–რთულ სამკურნალო-დიაგნოსტიკურ პროცედურებსაც.

6. ჰოსპიტლების ფიზიკური ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა შესაბამისობაში იქნება მომსახურების სახეებთან.

7. ჰოსპიტალური სიმძლავრეები შეიქმნება ყველა რაიონულ ცენტრსა და საკურორტო ადგილში. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის (90 პროცენტი) აუცილებელი ჰოსპიტალური მომსახურების 30 წუთის ინტერვალში მისაღებად განისაზღვრება 68 მდებარეობა, სადაც მოხდება ჰოსპიტალური სიმძლავრეების განვითარება.

8. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჰოსპიტალური სექტორის განვითარება არ წარმოადგენს ამ გეგმის ნაწილს და განიხილება დამატებით.

9. მცირე ზომის საავადმყოფოები (15 და 25-საწოლიანი) კომპლექტდება სტანდარტული მომსახურების საწოლებით. ამასთან, მძიმე შემთხვევების მართვისა და გაძლიერებული შესაძლებლობების დაწესებულებაში პაციენტის ტრანსპორტირებამდე დაკვირვებისა და შესაფერისი დახმარების აღმოჩენისათვის ამ ტიპის თითოეულ საავადმყოფოს ექნება ერთი სათანადოდ აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური საწოლი, რაც შესაძლებელს გახდის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებასა და მონიტორინგს.

10. რეგიონალურ ცენტრებში, სადაც განსაკუთრებით მაღალია ჰოსპიტალური სამსახურების უტილიზაცია, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დასაქმებისა და შექმნილი სიმძლავრეების მოხმარების ზრდის პოტენციალი, ჩამოყალიბდება 50 და მეტსაწოლიანი საავადმყოფოები, სადაც განთავსდება როგორც სტანდარტული, ისე მაღალტექნოლოგიური საწოლები. მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების საწოლების რაოდენობა შეადგენს საერთო ჰოსპიტალური სიმძლავრეების 14,7 პროცენტს (1150 საწოლი).

11. ჰოსპიტალური ქსელის განვითარების მიზნით დაგეგმილ საინვესტიციო პროგრამას არ გააჩნია ფისკალური დატვირთვა. მოზიდული ინვესტიცია პირდაპირ იქნება მიმართული ახალი სამედიცინო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად.

12. მცირე ზომის საავადმყოფოებში (15 და 25 საწოლი) ერთ სტანდარტულ საწოლზე გამოყოფილი მინიმალური ფართობი უნდა იყოს 50 კვ. მეტრი, ხოლო 50 და მეტსაწოლიან საავადმყოფოებში – 75 კვ. მეტრი. ეს არ შეეხებათ თავშესაფრებსა და გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებებს.

13. თბილისში ჰოსპიტალური მომსახურების მართვის ეფექტიანობისა და მაღალტექნოლოგიური მომსახურების ფარგლებში სხვადასხვა პროფილის სამსახურების დაგეგმვის, ასევე პაციენტისათვის სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება ჰოსპიტალური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების მჭიდროდ განთავსება კონკრეტულ ტერიტორიებზე.

14. გეგმით გათვალისწინებულია ფსიქიატრიული, ნარკოლოგიური, ონკოლოგიური, სამეანო-გინეკოლოგიური, პედიატრიული, ინფექციური, ფტიზიატრიული და სხვა მონოპროფილური სერვისების ინტეგრირება მრავალპროფილურ საავადმყოფოებში.

15. გრძელვადიანი ფსიქიატრიული და ფტიზიატრიული მომსახურების უზრუნველსაყოფად ყალიბდება ხანგრძლივი ჰოსპიტალური მომსახურების დაწესებულებები (თავშესაფრები).

16. არსებულ კერძო კლინიკებს, რომლებიც იჯარით აღებულ ფართობზე ფუნქციონირებენ, გადაეცემათ მიწის ფართობი ნორმატიულ ფასად დიღმის კლასტერში მათი დაწესებულებების განსათავსებლად.

17. საინვესტიციო გეგმის განხორციელების შემდეგ ეტაპზე საქართველოს მთავრობა განიხილავს ინვესტირებას პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარებაში.

    მუხლი 3. ჰოსპიტალური მომსახურების სიმძლავრე საქართველოში

1. ქვეყანაში საწოლების რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

მოკლევადიანი მომსახურება

 

საწოლების რაოდენობა

მეანობა და გინეკოლოგია

1036

ზოგადი მედიცინა

მათ შორის:

 

 

შინაგანი მედიცინა (თერაპია)

1097

ინფექციური

308

პედიატრია

676

რეანიმაცია

343

ქირურგია

2458

ფსიქიატრია და გრძელვადიანი მოვლა

1465

ტუბერკულოზი

417

სულ

7800

2. საწოლების მითითებულ რაოდენობაში შედის არსებული კერძო საწოლები, აგრეთვე ის საწოლები, რომელთა რეაბილიტაცია განხორციელდა ან მიმდინარეობს.

3. საწოლების განაწილება რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ხორციელდება თანდართული ცხრილის შესაბამისად.

    მუხლი 4. ჰოსპიტალური სექტორის რეგულირება

1. ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისა და მომსახურების მიმწოდებელთა საქმიანობის ხელშეწყობისა და რეგულირების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს და დანერგავს:

ა) ჰოსპიტალური მომსახურების მიწოდების ნებართვების სისტემას დადგენილი წესით განსაზღვრული ლიცენზირების მოთხოვნების საფუძველზე (დანერგვის ღონისძიებების შემუშავება 2007 წლის მაისიდან);

ბ) სამედიცინო პერსონალისადმი მოთხოვნებს (შემუშავება – 2007 წლის ივნისიდან; დანერგვა – 2007 წლის აგვისტოდან).

    მუხლი 5. საინვესტიციო პროგრამების განხორციელების პრინციპები

1. საინვესტიციო პროგრამა ხორციელდება განსაზღვრული პირობების ფარგლებში, რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შენობისა და აღჭურვილობის დადგენილ სტანდარტებს და სამშენებლო სამუშაოთა დასრულების ვადებს.

2. საინვესტიციო პროგრამაში განისაზღვრება საწოლების რაოდენობა, რომლის შექმნის ვალდებულება ეკისრება ინვესტორს.

3. უპირატესობა მიენიჭება იმ ინვესტორს, რომელიც ვალდებულებას იკისრებს, რომ შექმნას მეტი საავადმყოფო თანდართული სიიდან (არსებული კერძო და რეაბილიტირებული სიმძლავრეების გამოკლებით).

4. ინვესტორმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია.

5. საინვესტიციო პროგრამაში განისაზღვრება მშენებლობის მიმდინარეობის ეტაპების დასრულებისა და ობიექტის აღჭურვის ვადები.

6. საინვესტიციო პროგრამა ითვალისწინებს ინვესტორის მიერ საავადმყოფოების ჩამოყალიბებას ერთ ან რამდენიმე იურიდიულ პირად. სავალდებულოა, რომ ამ იურიდიულ პირს გააჩნდეს საკმარისი საბრუნავი სახსრები და არ ჰქონდეს ჭარბი დავალიანება.

 ცხრილი

 საწოლების გადანაწილება რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით

 

მდებარეობა

საწოლების რაოდენობა

 

აჭარა

 

1

ბათუმი

250

2

ქედა

15

3

ხელვაჩაური

15

4

ხულო

15

5

ქობულეთი

100

6

შუახევი

15

 

 

სულ აჭარა

410

 

იმერეთი

 

1

ქუთაისი+წყალტუბო

365 (258)*

2

ბაღდათი

15

3

ჭიათურა

25

4

ხარაგაული

15

5

ხონი

365 (350)*

6

სამტრედია

25

7

თერჯოლა

15

8

საჩხერე

175 (175)*

9

ტყიბული

15

10

ვანი

15

11

ზესტაფონი

25

 

 

სულ იმერეთი

1055

 

გურია

 

1

ოზურგეთი

25

2

შეკვეთილი

40 (40)*

3

ჩოხატაური

15

4

ლანჩხუთი

50

 

 

სულ გურია

130

 

კახეთი

 

1

თელავი

100

2

ახმეტა

15

3

დედოფლისწყარო

15

4

გურჯაანი

100

5

ლაგოდეხი

15

6

საგარეჯო

25

7

წნორი/სიღნაღი

25

8

ყვარელი

25

 

 

სულ კახეთი

320

 

მცხეთა-მთიანეთი

 

1

მცხეთა

100 (85)*

2

ახალგორი

15

3

გუდაური

15

4

დუშეთი

15

5

სტეფანწმინდა

15

6

თიანეთი

15

 

 

სულ მცხეთა-მთიანეთი

175

 

ქვემო ქართლი

 

1

რუსთავი

100

2

ბოლნისი

15

3

დმანისი

15

4

გარდაბანი

50

5

მარნეული

50

6

თეთრი წყარო

70 (55)*

7

წალკა

50 (35)*

 

 

სულ ქვემო ქართლი

350

 

რაჭა-ლეჩხუმი

 

1

ამბროლაური

25

2

ცაგერი

15

3

ლენტეხი

15

4

ონი

15

 

 

სულ რაჭა-ლეჩხუმი

70

 

სამცხე-ჯავახეთი

 

1

ახალქალაქი

50

2

ადიგენი

250 (235)*

3

ასპინძა

15

4

ახალციხე

100

5

ბორჯომი

25

6

ბაკურიანი

15

7

ნინოწმინდა

30 (15)*

 

 

სულ სამცხე-ჯავახეთი

485

 

სამეგრელო-ზემო სვანეთი

 

1

ზუგდიდი

150 (150)*

2

აბაშა

15

3

ჩხოროწყუ

15

4

ფოთი

70

5

მარტვილი

15

6

მესტია

15

7

სენაკი

15

8

წალენჯიხა

15

9

ხობი

15

 

 

სულ სამეგრელო-ზემო სვანეთი

325

 

შიდა ქართლი

 

1

გორი

150 (150)*

2

კასპი

15

3

ქარელი

15

4

ხაშური/სურამი

100 (80)*

5

ცხინვალი

15

 

 

სულ შიდა ქართლი

295

 

 

სულ რეგიონებში

3615

 

თბილისი

 

1

ისანი-სამგორის რაიონი

850

2

გლდანი-ნაძალადევის რაიონი

500 (245)*

3

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი

1530 (450)*

4

ვაკე-საბურთალოს რაიონი

270 (270)*

5

არსებული კერძო

1035*

 

 

სულ თბილისი

4185

 

 

სულ საქართველოში

7800

 

* არსებული /მშენებლობის პროცესში/რეაბილიტაციის პროცესში.