,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2807
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 29/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.003.940
  • Word
2807
23/03/2010
სსმ, 13, 29/03/2010
200.000.000.05.001.003.940
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 44-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მიმოწერა გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირსა და საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს შორის“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირსა და საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს შორის მიმოწერა (მათ შორის, საჩივრის წარდგენა) შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ფორმით ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში – ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით მიმოწერის შემთხვევებს განსაზღვრავს და წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

2. 84-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის ან ნოტარიუსის, როგორც გადამხდელის, მიმართ ამ მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებათა გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე, რომლებიც არ არის მისი საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (კერძოდ, ნომინალურ მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებს და ფულად სახსრებს, აგრეთვე ნოტარიუსის ანგარიშზე დეპონირებულ ფულს და ფასიან ქაღალდებს). კლიენტის ამგვარი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისაგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

3. 146-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში (საგადასახადო დავის განმხილველ ორგანოში) განხილვის წესით შედგება ორი ეტაპისაგან:

ა) დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში;

ბ) დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (შემდგომში – საბჭო).“;

ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სხდომის მიმდინარეობისას მომჩივანს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს, სხდომას დაესწროს პირადად ან თავისი/მარწმუნებლის ინტერესები დაიცვას დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მომჩივნის მიერ დავის განმხილველ ორგანოში ელექტრონული ფორმით წარდგენილ ინფორმაციას აქვს ისეთივე ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილს. სხდომის ჩატარების დრო და ადგილი ეცნობება მომჩივანს ან მის წარმომადგენელს. თუ ვერ ხერხდება მომჩივანთან ან მის წარმომადგენელთან დაკავშირება, ან მომჩივანი ან მისი წარმომადგენელი არ მიიღებს მონაწილეობას სხდომაში პირადად ან დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, დავა მის დაუსწრებლად განიხილება.“;

გ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 ნაწილი:

„101. დავის განმხილველ ორგანოსთან ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით ურთიერთობის, მათ შორის, საჩივრის განმხილველი ორგანოს სხდომაში მომჩივნის დისტანციურად მონაწილეობისა და ამ პირის იდენტიფიცირების წესები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“;

დ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 149-ე მუხლის (გარდა ამ კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა) მოთხოვნებს, აგრეთვე საჩივარს არ დაერთვის გასაჩივრებული „საგადასახადო მოთხოვნა“, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი, წერილობითი შეტყობინება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ გამოცემული სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შემოწმების აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გასაჩივრებული აქტების მომჩივნისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან საჩივარი ხელმოუწერელია, მომჩივანს წერილობით მიეთითება მათ შესახებ და ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცემა არანაკლებ 5 კალენდარული დღისა. ამ პერიოდში დავის განხილვა ჩერდება. თუ ხარვეზი აღმოჩნდა დავის განხილვის მიზნით ჩატარებულ სხდომაზე და შესაძლებელია მისი დაუყოვნებლივ გამოსწორება, დავის განმხილველი ორგანოს თანხმობით ხარვეზი შეიძლება გამოსწორდეს სხდომის მიმდინარეობისას. საჩივრის ხელმოწერისა და ამ კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნები არ ვრცელდება ელექტრონული ფორმით წარდგენილ საჩივარზე.“.

4. 147-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ პირი უარს აცხადებს „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულებაზე ან არ ეთანხმება ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი ვალდებულია „საგადასახადო მოთხოვნის“/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ამ კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესით, შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ან საბჭოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით გაუგზავნოს საჩივარი, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით, ან საგადასახადო ორგანოს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას სასამართლოს მიერ.“;

ბ) მე-5 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) პირის მიერ ამ კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად საჩივრის დავის განმხილველ ორგანოში ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის თარიღი.“.

5. 155-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, თუ საჩივრის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, შესაძლებელია პირდაპირ საბჭოში;“.

6. 228-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა აღნიშნულია არასწორად;“.

7. 248-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, ცალკეულ საქონელზე/მომსახურებაზე, აგრეთვე ცალკეული კატეგორიის მყიდველებისათვის შემოიღოს განსხვავებული ფორმის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და განსაზღვროს მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების წესი. დღგ-ის იმ გადამხდელებისათვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვას ახდენენ კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გამოყენებით, შესაძლებელია შემოღებულ იქნეს კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მყიდველს წარედგინება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მიწოდებების მიხედვით და რომლის ნუმერაციისა და ჩათვლებში გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

8. 2703 მუხლის პირველი–მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო გადასახადის 12%-იანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:          

კოდი

დასახელება

1

0105

შინაური ფრინველი ცოცხალი, ანუ შინაური ქათამი (Gallus domesticus), იხვები, ბატები, ინდაურები და ციცრები

2

0201

ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, ახალი ან გაცივებული

3

0202

ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, გაყინული

4

0204

ხორცი ცხვრისა ან თხისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული

5

0205 00

ხორცი ცხენების, ვირების, ჯორების ან ჯორცხენების, ახალი, გაცივებული ან გაყინული

6

0206

საკვები სუბპროდუქტები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორების, ცხვრების, თხების, ცხენების, ვირების, ჯორების ან ჯორცხენების, ახალი, გაცივებული ან გაყინული

7

0207

ხორცი და საკვები სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული

8

0208

სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, გაცივებული ან გაყინული

9

0210

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცისაგან ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან

10

0401 10 100 00

– – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა

11

0401 20 110 00

– – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა

12

0401 20 910 00

– – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა

13

0401 30 110 00

– – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა

14

0401 30 310 00

– – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა

15

0401 30 910 00

– – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა

16

0402 10 110 00

– – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

17

0402 10 910 00

– – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

18

0402 21 110 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

19

0402 21 910 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

20

0402 29 150 00

– – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

21

0402 29 910 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

22

0402 91 110 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

23

0402 91 310 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

24

0402 91 510 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

25

0402 91 910 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

26

0402 99 110 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

27

0402 99 310 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

28

0402 99 910 00

– – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

29

0403

დო, აჭრილი რძე და ნაღები, იოგურტი, კეფირი და სხვა ფერმენტირებული ან შედედებული რძე და ნაღები, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე, ხილის, კაკლის ან კაკაოს დამატებით ან მათ გარეშე

30

0407 00

ფრინველის კვერცხი ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული

31

0408

ფრინველის კვერცხი უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, დაყალიბებული, გაყინული ან სხვა ხერხით დაკონსერვებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე

32

0409 00 000 00

ნატურალური თაფლი

33

0410 00 000 00

ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი

34

0701

კარტოფილი, ახალი ან გაცივებული

35

0702 00 000 00

პომიდორი, ახალი ან გაცივებული

36

0703

ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული

37

0704

თავხვეული კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კოლრაბი, კეჟერა კომბოსტო და Brassica გვარის საკვები ანალოგიური ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული

38

0706

სტაფილო, თალგამი, სუფრის ჭარხალი, თხისწვერა, ფესვურა ნიახური, ბოლოკი და სხვა ანალოგიური საკვები ძირნაყოფები, ახალი ან გაცივებული

39

0707 00

კიტრი და კორნიშონები, ახალი ან გაცივებული

40

0708

პარკოსანი ბოსტნეული, დაჩურჩული ან დაუჩურჩავი, ახალი ან გაცივებული

41

0709

ბოსტნეული დანარჩენი, ახალი ან გაცივებული

42

0710

ბოსტნეული (ახალი ან წყალში ან ორთქლზე მოხარშული), გაყინული

43

0711

დაკონსერვებული ბოსტნეული, ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში, გოგირდიან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი

44

0712 20 000 00

– თავიანი ხახვი

45

0712 31 000 00

– – Agaricus გვარის სოკოები

46

0712 32 000 00

– – ხის სოკო ან აურიკულარიები (Auricularia spp.)

47

0712 33 000 00

– – საფუარი სოკოები (Tremella spp.)

48

0712 39 000 00

– – დანარჩენი

49

0713

პარკოსანი ბოსტნეული ხმელი, დაჩურჩული, სათესლე ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი

50

0714

მანიოკი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი ანუ ბატატი და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად ან გრანულების სახით; საგოს პალმის ნაყოფის გული

51

0802

კაკალი დანარჩენი, ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე

52

0803 00

ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან ხმელი

53

0805

ციტრუსები, ახალი ან ხმელი

54

0806

ყურძენი, ახალი ან ხმელი

55

0807

ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი

56

0808

ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი

57

0809

გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი (ნექტარინების ჩათვლით), ქლიავი და ღოღნოშო, ახალი

58

0810

ხილი დანარჩენი, ახალი

59

0811

ხილი და კაკალი, წყალში ან ორთქლზე თბურად დამუშავებული ან დაუმუშავებელი, გაყინული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე

60

0812

ხილი და კაკალი, დაკონსერვებული ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში, გოგირდოვან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი

61

0813

ხილი ხმელი, 0801–0806 სასაქონლო პოზიციების ნაყოფების გარდა; მოცემული ჯგუფის კაკლის ან ხმელი ნაყოფების ნარევები

62

0902

ჩაი საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე

63

1101 00

ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი

64

1102

დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარდა ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა

65

1103

ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები

66

1105

კარტოფილის წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი, ფხვნილი, ფანტელები, გრანულები

67

1106

წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის, საგოს პალმის ნაყოფის გულის, 0714 სასაქონლო პოზიციის ძირნაყოფების ან ბოლქვნაყოფების ან 08 ჯგუფის პროდუქტებისაგან

68

1108

სახამებელი; ინულინი

69

1109 00 000 00

ხორბლის წებოვანა, მშრალი ან ტენიანი

70

1512 19 900 00

– – – დანარჩენი

71

1601 00

ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან; მზა საკვები პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე

72

1602 10 00

– ჰომოგენიზებული მზა პროდუქტები

73

1602 20

– ნებისმიერი ცხოველის ღვიძლისაგან

74

1602 31

– – ინდაურის

75

1602 32

– – შინაური ქათმის (Gallus domesticus)

76

1602 39

– – დანარჩენი

77

1602 41

– – ბარკლები და მათი გადანაჭრები

78

1602 42

– – ბეჭის ნაწილი და მისი გადანაჭრები

79

1602 49

– – დანარჩენი, ნარევების ჩათვლით

80

1602 50

– მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცისაგან

81

1701 12

– – ჭარხლის შაქარი

82

1701 91 000 00

– – საგემოვნო-არომატული ან საღებარი დანამატებით

83

1701 99

– – დანარჩენი

84

1702

დანარჩენი შაქარი, ქიმიურად სუფთა ლაქტოზას, მალტოზას, გლუკოზასა და ფრუქტოზას ჩათვლით, მყარ მდგომარეობაში; შაქრის სიროფები საგემოვნო-არომატული ან საღებარი ნივთიერების დამატების გარეშე; ხელოვნური თაფლი, ნატურალურ თაფლთან შერეული ან შეურეველი; კარამელის კულერი

85

1703

მელასა, შაქრის ამოღებით ან რაფინირების შედეგად მიღებული

86

1704

შაქრის საკონდიტრო ნაწარმი (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომელიც არ შეიცავს კაკაოს

87

19

მზა პროდუქტები მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლის ან რძისაგან; ცომეული საკონდიტრო ნაწარმი

88

2001

ბოსტნეული, ხილი, კაკალი და მცენარეთა საკვებად ვარგისი სხვა ნაწილები, ძმრის ან ძმარმჟავას დამატებით დამზადებული ან დაკონსერვებული

89

2002

პომიდორი, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული

90

2003

სოკო და ტრიუფელი, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული

91

2004

სხვა ბოსტნეული, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაყინული, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა

92

2005

სხვა ბოსტნეული, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა

93

2006 00

ბოსტნეული, ხილი, კაკალი, ნაყოფების ქერქი ან მცენარეთა სხვა ნაწილები, შაქრით დაკონსერვებული (შაქრის სიროფით გაჟღენთილი, მოსარკლული ან დაშაქრული)

94

2007

ჯემი, ხილის ჟელე, მარმელადები, ხილის ან კაკლის პიურე, ხილის ან კაკლის პასტა, თბური დამუშავებით მიღებული, მათ შორის, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით

95

2008 19

– – დანარჩენი, ნარევების ჩათვლით

96

2008 20

– ანანასი

97

2008 30

– ციტრუსები

98

2008 40

– მსხალი

99

2008 50

– გარგარი

100

2008 60

– ალუბალი და ბალი

101

2008 70

– ატამი, ნექტარინების ჩათვლით

102

2008 80

– მარწყვი და ხენდრო

103

2008 91 000 00

– – პალმის გული

104

2008 92

– – ნარევები

105

2008 99

– – დანარჩენი

106

2009

ხილის წვენები (ყურძნის ბადაგის ჩათვლით) და ბოსტნეულის წვენები, დაუდუღებელი და სპირტის დანამატების გარეშე, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე

107

2101

ყავის, ჩაის ან მატეს (პარაგვაის ჩაის) ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები და მათ ფუძეზე ან ყავის, ჩაის ან მატეს (პარაგვაის ჩაის) ფუძეზე დამზადებული მზა პროდუქტები; მოხალული ვარდკაჭაჭა და სხვა მოხალული ყავის შემცვლელები და მათი ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები

108

2103

პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები; საგემოვნო დანამატები და შერეული საკაზმები; მდოგვის ფხვნილი და მზა მდოგვი

109

2106 90

– დანარჩენი

110

2201 10 190 09

– – – – დანარჩენი

111

2201 10 900 00

– – დანარჩენი

112

2201 90 000 09

– – – დანარჩენი

113

2201 90 000 99

– – დანარჩენი

114

2202

წყლები, მინერალურისა და გაზიანის ჩათვლით, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ან საგემოვნო-არომატული ნივთიერებების დანამატების შემცველობით, და სხვა უალკოჰოლო სასმელები, 2009 სასაქონლო პოზიციის ხილისა და ბოსტნეულის წვენების გარდა

115

2203 00

ალაოს ლუდი

116

2302 10

– სიმინდის

117

2302 30

– ხორბლის

118

2302 40

– დანარჩენი მარცვლოვანების

119

24

თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები

120

25

მარილი; გოგირდი; მიწები და ქვა; საბათქაშე მასალები, კირქვა და ცემენტი

121

3402

ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები (საპნის გარდა); ზედაპირულად აქტიური საშუალებები, სარეცხი საშუალებები (დამხმარე სარეცხი საშუალებების ჩათვლით) და საწმენდი საშუალებები, საპნის შემცველი ან მის გარეშე (3401 სასაქონლო პოზიციის საშუალებების გარდა)

122

3918

პლასტმასის იატაკის საფრები, თვითწებვადი ან არათვითწებვადი, რულონებად ან ფირფიტებად; პლასტმასის საფრები კედლებისა და ჭერებისათვის, მოცემული ჯგუფის მე-9 შენიშვნაში მითითებული

123

3922

აბაზანები, შხაპები, წყლის ჩასადინარი ნიჟარები, პირსაბანი ნიჟარები, ბიდეები, უნიტაზები, დასაჯდომები და სახურავები მათთვის, წყალჩასაშვები ავზაკები და ანალოგიური სანიტარიულ-ტექნიკური ნაწარმი, პლასტმასისაგან

124

3923

პლასტმასის ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან შეფუთვისათვის; პლასტმასის საცობები, ხუფები, თალფაქები და სხვა საცობი ნაწარმი

125

3924

სასადილო და სამზარეულო ჭურჭელი და სამზარეულოს საკუთნოები, დანარჩენი საოჯახო ნივთები და ჰიგიენის ან ტუალეტის საგნები, პლასტმასისაგან

126

3925 20 000 00

– კარები და ზღურბლები მათთვის, ფანჯრები და მათი ჩარჩოები

127

3925 30 000 00

– დარაბები, შტორები (ვენეციური ჟალუზების ჩათვლით) და ანალოგიური ნაწარმი და მათი ნაწილები

128

3925 90

– დანარჩენი

129

3926 90

– დანარჩენი

130

4407

ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად გაყოფილი ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით 6 მმ-ზე მეტი

131

4408

მოსაპირკეთებელი ფურცლები (შრეული მერქნის დაყოფით მიღებულის ჩათვლით), შეწებებული ფანერისათვის ან სხვა ანალოგიური შერეული მერქნისათვის, და სხვა ხის მასალა, გასწვრივ დახერხილი, დაჭრილი ნაწილებად ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით არა უმეტეს 6 მმ-ისა

132

4409

დახერხილი ხე-ტყე (პარკეტის თამასებისა და ფრიზის ჩათვლით, აუწყობელი) დაპროფილებული პაგონაჟის სახით (ქიმებით, თხემებით, ღარებით, ნარანდიანი, ჩამოთლილი კიდეებით, ნახევრად მომრგვალებული ნარიმანდის შეერთების სახით, ფასონური, მომრგვალებული ან ანალოგიური) ნებისმიერი ნაწიბურის ტორსის ან სიბრტყის გასწვრივ, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე

133

4413 00 000 00

მერქანი დაწნეხილი, ბლოკების, ფილების, ძელების ან დაპროფილებული ფორმების სახით

134

4418

ნაწარმი სადურგლო და სახუროო ხის, სამშენებლო, უჯრედოვანი ხის პანელების, აწყობილი ფილა-პარკეტის, სოლ-ყავრისა და სახურავის ყავრის ჩათვლით

135

4420

ხის ნაწარმი მოზაიკური და ინკრუსტირებული; ზარდახშები და კოლოფები საიუველირო ან დანისებრი და ანალოგიური ნაწარმისათვის, ხის; სტატუეტები და სხვა დეკორატიული ნაწარმი, ხის; ავეჯის ხის საგნები, 94 ჯგუფში მიუთითებელი

136

4421

სხვა ნაწარმი, დანარჩენი

137

6801 00 000 00

ძელურა, ბორდიურის ქვები და დასაგები ფილები ბუნებრივი ქვისაგან (გარდა ფიქლისა)

138

6802

ქვა დამუშავებული (გარდა ფიქლისა) ძეგლებისათვის ან მშენებლობისათვის და მისი ნაწარმი, გარდა 6801 სასაქონლო პოზიციის საქონლისა; მოზაიკის კუბურები და ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით) ანალოგიური ნაწარმი ფუძეზე ან ფუძის გარეშე; ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით) გრანულები, ნაფხვენი და ფხვნილი, ხელოვნურად შეღებილი

139

6804

დოლაბები, სალესი ქვები, სახეხი რგოლები და ანალოგიური უკარკასო ნაწარმი, განკუთვნილი სახეხად, სალესად, საპრიალებლად, მოსარგებად ან მოსაჩუქურთმებლად, ქვები ხელით სალესად ან საპრიალებლად და მათი ნაწილები ბუნებრივი ქვის, აგლომერირებული ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზივების ან კერამიკისაგან, სხვა მასალების დეტალებთან აწყობილი ან ამ დეტალების გარეშე

140

6805

ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზიული ფხვნილი ან მარცვალი, გაჭრილ ან გაკერილ, ან განსაზღვრული ფორმის მისაღებად სხვა მეთოდით დამუშავებულ, ან დაუმუშავებელ ქსოვილის, ქაღალდის, მუყაოს ან სხვა ფუძეზე

141

6806

წიდის ბამბა, მინერალური სილიკატური ბამბა და ანალოგიური მინერალური ბამბები; განშრევებული ვერმიკულიტი, აფუებული თიხები, აქაფებული წიდა და ანალოგიური აფუებული მინერალური პროდუქტები; თბოსაიზოლაციო, ბგერათსაიზოლაციო ან ბგერათშთამნთქმელი მინერალური მასალების ნარევები და ნაწარმი, გარდა 6811 ან 6812 სასაქონლო პოზიციის ან 69 ჯგუფის ნაწარმისა

142

6807

ნაწარმი ასფალტის ან ანალოგიური მასალებისაგან (მაგალითად, ნავთობის ბიტუმის ან ქვანახშირის სქელფისისაგან)

143

6808 00 000 00

პანელები, ფილები, ბლოკები და ანალოგიური ნაწარმი ცემენტით, თაბაშირით ან სხვა მინერალური შემკვრელი ნივთიერებებით აგლომერირებული მცენარეული ბოჭკოების, ჩალის, ბურბუშელას, ნაფოტის, ნაწილაკების, ნახერხის ან ხე-ტყის სხვა ნარჩენებისაგან

144

6809

ნაწარმი თაბაშირის ან მის ფუძეზე დამზადებული ნარევებისაგან

145

6810

ცემენტის, ბეტონის ან ხელოვნური ქვის ნაწარმი, დაარმატურებული ან დაუარმატურებელი

146

6811

ნაწარმი აზბესტცემენტის, ცელულოზისბოჭკოებიანი ცემენტის ან ანალოგიური მასალებისაგან

147

6812 91 000 00

– ტანსაცმელი, ტანსაცმლის საკუთნოები, ფეხსაცმელი და თავსაბურავები

148

6812 92 000 00

– ქაღალდი, სქელი მუყაო და ქეჩა ან ფეტრი

149

6812 93 000 00

– – შემამჭიდროებელი მასალა წნეხილი აზბესტის ბოჭკოსაგან, ფურცლებად ან რულონებად

150

6815

ნაწარმი ქვის ან სხვა მინერალური ნივთიერებებისაგან (ნახშირბადიანი ბოჭკოების, ნახშირბადიანი ბოჭკოების ნაწარმისა და ტორფის ნაწარმის ჩათვლით), სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი

151

6902 10 000 00

– Mg, Ca ან Cr ელემენტების შემცველობით 50 მას.%-ზე მეტი ცალ-ცალკე ან ერთად აღებული, MgO, CaO ან Cr2O3-ზე გადაანგარიშებით

152

6902 20 100 00

– – კაჟმიწის (SiO2) შემცველობით 93 მას.% ან მეტი

153

6902 20 910 00

– – – თიხამიწის (Al2O3) შემცველობით 7 მას.%-ზე მეტი, მაგრამ 45 მას.%-ზე ნაკლები

154

6902 20 990 00

– – – დანარჩენი

155

6902 90 000 00

– დანარჩენი

156

7113

საიუველირო ნაკეთობები და მათი ნაწილები ძვირფასი ლითონებისაგან ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისაგან

157

7115 90 100 00

– – ძვირფასი ლითონებისაგან

158

7116

ნაკეთობები ბუნებრივი ან კულტივირებული მარგალიტის, ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვებისაგან (ბუნებრივი, ხელოვნური ან რეკონსტრუირებული)

159

7117

ბიჟუტერია

160

7308 10 000 00

– ხიდები და ხიდების სექციები

161

7308 40

– დანადგარები და სხვა მოწყობილობა ლითონური სამშენებლო ხარაჩოების, ყალიბების, კედლის საბჯენების ან შახტის სამაგრებისათვის

162

7308 90

– დანარჩენი

163

7309 00 100 00

– აირებისათვის (შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა)

164

7309 00 300 00

– – მოპირკეთებით ან თბოიზოლაციით

165

7309 00 590 00

– – – არა უმეტეს 100 000 ლიტრისა

166

7309 00 900 00

– მყარი ნივთიერებებისათვის

167

7310

ცისტერნები, კასრები, დოლები, კანისტრები, ყუთები და ანალოგიური ტევადობები შავი ლითონებისაგან, ნებისმიერი ნივთიერებისათვის (შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა), არა უმეტეს 300 ლ ტევადობისა, მოპირკეთებით ან თბოიზოლაციით ან მათ გარეშე, მაგრამ მექანიკური ან თბოტექნიკური დანადგარების გარეშე

168

7311 00

ტევადობები შეკუმშული ან გათხევადებული აირებისათვის, შავი ლითონებისაგან

169

7314

ლითონური ქსოვილი (უწყვეტი ლენტების ჩათვლით), მავთულის გისოსები, ბადეები და შემოსაღობები შავი ლითონებისაგან; გამცრავ-გამწოვი ფურცელი შავი ლითონებისაგან

170

7315

ჯაჭვები და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან

171

7318

ხრახნები, ჭანჭიკები, ქანჩები, ყრუ ჭანჭიკები, ჩასახრახნი კაკვები, მოქლონები, სოგმანები, ჭილიპყურები, საყელურები (ზამბაროვანის ჩათვლით) და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან

172

7320

ზამბარები, რესორები და ფურცლები მათთვის შავი ლითონებისაგან

173

7321

ღუმლები გასათბობი, ღუმლები გასათბობ-სახარშავი და საკვების მოსამზადებელი (ცენტრალური გათბობის დამხმარე ქვაბიანი ღუმლების ჩათვლით), ფრიტურნიცები, მაყალები, ქურის სანთურები, საკვების გასათბობი გამათბობლები და ანალოგიური საყოფაცხოვრებო არაელექტრული მოწყობილობები და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან

174

7323

ნაწარმი სუფრის, სამზარეულო ან სხვა ნაწარმი საყოფაცხოვრებო საჭიროებებისათვის და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან; „მატყლი“ შავი ლითონებისაგან; სამზარეულო ჭურჭლის საწმენდი ნეჭა, გასაწმენდი ან გასაპრიალებელი ბალიშები, ხელთათმნები და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან

2. საბაჟო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:

კოდი

დასახელება

1

0203

ხორცი ღორისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული

2

0406

ყველი და ხაჭო

3

1806 31 000 00

– – გულსართით

4

1806 32

– – გულსართის გარეშე

5

1806 90

– დანარჩენი

6

3305

თმის საშუალებები

7

3307

საშუალებები, პარსვამდე, პარსვის დროს ან პარსვის შემდეგ გამოსაყენებელი, ინდივიდუალური დანიშნულების დეზოდორანტები, შედგენილობები აბაზანის მისაღებად, თმების მოსაცილებელი და სხვა საპარფიუმერიო, კოსმეტიკური ან ტუალეტის საშუალებები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი; დეზოდორანტები სათავსებისათვის, არომატიზებული ან არაარომატიზებული, მადეზინფიცირებელი თვისების მქონე ან არმქონე

8

3401

საპონი; ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები და საშუალებები, გამოსაყენებელი საპნად, ძელაკების, ნაჭრების ან დაყალიბებული ნაწარმის სახით, საპნის შემცველი ან მის გარეშე; ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები და კანის დასაბანი საშუალებები სითხის ან კრემის სახით, დაფასოებული საცალო ვაჭრობისათვის, საპნის შემცველი ან მის გარეშე; ქაღალდი, ბამბა, ქეჩა ან ფეტრი და უქსოვადი მასალები, გაჟღენთილი ან დაფარული საპნით ან სარეცხი საშუალებით

9

3405

ვაქსები და საცხები ფეხსაცმლისათვის, პოლიროლები და მასტიკები ავეჯის, იატაკის, ავტომობილების ძარების, მინების ან ლითონებისათვის, საწმენდი პასტები და ფხვნილები და ანალოგიური საშუალებები (მათ შორის, ქაღალდი, ბამბა, ქეჩა ან ფეტრი, უქსოვადი მასალები, ფორიანი პლასტმასები ან ფორიანი რეზინი, გაჟღენთილი ან დაფარული ასეთი საშუალებებით), 3404 სასაქონლო პოზიციის ცვილების გარდა

10

3916

პლასტმასის მონოძაფი 1 მმ-ზე მეტი განივკვეთით, წნელები, ღერძები და ფასონური პროფილები, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი

11

3917 10

– ხელოვნური გარსაცმები (ძეხვეულის ნაწარმისათვის) გამყარებული პროტეინებისაგან ან ცელულოზის მასალებისაგან

12

3917 21 100 00

– – – უნაწიბურო და დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი

13

3917 21 990 00

– – – – დანარჩენი

14

3917 22 100 00

– – – უნაწიბურო და დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი

15

3917 22 990 00

– – – – დანარჩენი

16

3917 23 100 00

– – – უნაწიბურო და დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი

17

3917 23 990 00

– – – – დანარჩენი

18

3917 29 120 00

– – – – ქიმიურად მოდიფიცირებული ან არამოდიფიცირებული კონდენსაციის პროდუქტებისაგან ან პოლიმერიზაციის პროდუქტებისაგან გადაჯგუფებით

19

3917 29 150 00

– – – – პოლიმიერთების პროდუქტებისაგან

20

3917 29 190 00

– – – – დანარჩენი

21

3917 29 990 00

– – – – დანარჩენი

22

3917 31 900 00

– – – დანარჩენი

23

3917 32

– – დანარჩენი, დაუარმატურებელი ან სხვა მასალებთან არაკომბინირებული, უფიტინგებოდ

24

3917 33 900 00

– – – დანარჩენი

25

3917 39 120 00

– – – – ქიმიურად მოდიფიცირებული ან არამოდიფიცირებული კონდენსაციის პროდუქტებისაგან ან პოლიმერიზაციის პროდუქტებისაგან გადაჯგუფებით

26

3917 39 150 00

– – – – პოლიმიერთების პროდუქტებისაგან

27

3917 39 190 00

– – – – დანარჩენი

28

3917 39 990 00

_ _ _ _ დანარჩენი

29

3917 40 900 00

– – დანარჩენი

30

3919

პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები, კილიტა, ლენტები, ზოლები და დანარჩენი ბრტყელი ფორმები, თვითწებვადი, რულონებად ან არარულონებად

31

3920

პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები და ზოლები ან ლენტები, დანარჩენი, უფორებო და დაუარმატურებელი, არაშრეული, ფუძეშრის გარეშე და სხვა მასალებთან ანალოგიური წესით შეუერთებელი

32

3921

პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები, ზოლები ან ლენტები, დანარჩენი

33

3925 10 000 00

– რეზერვუარები, ცისტერნები, ავზები და ანალოგიური ტევადობები მოცულობით 300 ლ-ზე მეტი

34

3926 10 000 00

– საკანცელარიო ან სასკოლო ნივთები

35

3926 20 000 00

– ტანსაცმელი და მისი საკუთნოები (ხელთათმნების, ხელჯაგებისა და თათმანების ჩათვლით)

36

3926 30 000 00

– სამაგრი ნაკეთობები და ფურნიტურა ავეჯისათვის, სატრანსპორტო საშუალებებისათვის ან ანალოგიური ნაწარმი

37

3926 40 000 00

– ქანდაკებები და სხვა დეკორატიული ნაწარმი

38

7308 20 000 00

– ბჯენები და ცხაური ანძები

39

7308 30 000 00

– კარები, ფანჯრები და მათი ჩარჩოები და ზღურბლები კარებისათვის

40

8544 11

– – სპილენძის

41

8544 19

– – დანარჩენი

42

8544 20 000 00

– კოაქსიალური კაბელები და სხვა კოაქსიალური ელექტრული გამტარები

43

8544 30 900 00

– – დანარჩენი

       3. ამ ნაწილში აღნიშნული საქონელი იბეგრება შემდეგი საბაჟო გადასახადის განაკვეთით (evro/%vol/HL ნიშნავს, რომ ერთ ჰექტოლიტრზე (100 ლიტრზე) გადასახდელი საბაჟო გადასახადის თანხა შეადგენს საბაჟო გადასახადის განაკვეთის ნამრავლს მოცემულ საქონელში ალკოჰოლის პროცენტული შემცველობის მაჩვენებელზე):

კოდი

დასახელება

საბაჟო გადასახადის განაკვეთი

1

2204 10

– ღვინოები ცქრიალა

1,5 euro/lit

2

2204 21

– – 2ლ ან 2ლ-ზე ნაკლები ტევადობის ჭურჭელში

0,5 euro/lit

3

2204 29

– – დანარჩენი

0,2 euro/lit

4

2204 30

– ყურძნის ტკბილი, დანარჩენი

0,2 euro/lit

5

2205 10

– 2ლ ან 2ლ-ზე ნაკლები ტევადობის ჭურჭელში

0,5 euro/lit

6

2205 90

– დანარჩენი

0,2 euro/lit

7

2206 00

სხვა დადუღებული სასმელები (მაგალითად, სიდრი, პერი (მსხლის სიდრი), თაფლის სასმელი); ნარევები დადუღებული სასმელებისაგან და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩამოუთვლელი

0,5 euro/lit

8

2207

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან 80 მოც.%-ზე მეტი; ეთილის სპირტი და სხვა დენატურირებული სპირტები ნებისმიერი კონცენტრაციით

3 euro/lit

9

2208 20

– სპირტის ნაყენები, მიღებული ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციის (გამოხდის) შედეგად

1.5 euro/%vol/HL

10

2208 30

– ვისკი

1.5 euro/%vol/HL

11

2208 40

– რომი და ტაფია

1.5 euro/%vol/HL

11

2208 50

– ჯინი და ღვიის ნაყენი

1.5 euro/%vol/HL

12

2208 60

– არაყი

1.5 euro/%vol/HL

13

2208 70

– ლიქიორები

1.5 euro/%vol/HL

14

2208 90

– დანარჩენი

1.5 euro/%vol/HL

15

2209 00

ძმარი და მისი შემცვლელები, მიღებული ძმარმჟავასაგან

0,4 euro/lit

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 12 მარტი.

№2807–Iს