დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 24/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.650 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №9
2007 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №95, მუხლი 816) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-12 მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ“ ქვეპუნქტი:
,,ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულების წინასწარი გამოძიება.“.
3. მუხლი 332 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები