დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 24/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.10.003.000.647 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №6
2007 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებასა (სსმ III, 2005 წელი, №33, მუხლი 330) და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების მე-2 პუნქტს დაემატოს ,,დ.გ“ ქვეპუნქტი ახალი რედაქციით:
,,დ.გ) დაამტკიცოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმა და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების ინსტრუქცია.“;
ბ) წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,მ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,მ) განმეორებითი შეფასება – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შესწავლა, რომელიც მიზნად ისახავს ბაზაში დაცული ინფორმაციის (მონაცემების) გადამოწმებას და დაზუსტებას.“;
გ) წესის მე-12 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,31. სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა დადგენილი წესის შესაბამისად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თარიღი, რომლის საფუძველზეც ოჯახს მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა.“;
დ) წესის IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV
ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და სარეიტინგო ქულა“;
ე) წესს დაემატოს 131 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 131. რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება
1. სააგენტო უფლებამოსილია მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება.
2. ოჯახმა განმეორებითი შეფასების თხოვნის შემთხვევაში საჭიროა შეავსოს შესაბამისი ფორმის განაცხადი.
3. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება და სარეიტინგო ქულის გამოთვლა ხორციელდება დადგენილი წესის (მეთოდოლოგიის) შესაბამისად.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები