,,გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 02/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 14/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.10.003.000.701
  • Word
60
28/03/2007
სსმ, 45, 02/04/2007
040.090.000.10.003.000.701
,,გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №60

2007 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

,,გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად:

მუხლი 1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იან­ვრის №10 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გადა­სახადის გადამ­ხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესში“ (სსმ III, 2005 წ., №10, მუხლი 103) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

,,4. გაყიდვის სერტიფიკატით მყიდველს გადაეცემა საკუთრების უფლება, რომელზეც ვრცელდება არასაგადა­სახადო გირავნობის უფლება, რომელიც არსებობდა ქონების გაყიდ­ვამდე და აღემატებოდა საგადასახადო გირავნობის უფლებას, რამაც გამოიწვია ქონების დაყადაღება. მყიდველმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიტანოს ქონება ნებისმიერი საწყო­ბიდან თუ საცავიდან, სადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინახავდა მას. მყიდ­ველის საკუთრების უფლება ძალაში შედის თანხის სახელმწიფოსათვის სრულად გადახდისთანავე“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ზ. ნოღაიდელი