დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2667 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 23/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 09/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.003.888 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით. საგადასახადო ორგანოები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულებისას ხელმძღვანელობენ ამ ბრძანებებით, შიდა ინსტრუქციებითა და მეთოდური მითითებებით.“.
3. მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია ადგილობრივი გადასახადის შემოღების, გადახდის პირობების შეცვლის ან შემოღებული ადგილობრივი გადასახადის გაუქმების შესახებ ინფორმაცია და სათანადო ნორმატიული აქტის ასლი მისი გამოქვეყნებისთანავე გაუგზავნოს შემოსავლების სამსახურსა და შესაბამის საგადასახადო ორგანოებს.“.
4. მე-12 მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საგადასახადო ორგანო – შემოსავლების სამსახური (ცენტრალური აპარატი), მისი ტერიტორიული ორგანო (რეგიონული ცენტრი) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შექმნილი შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეული.“.
5. 32-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას, გაუქმებასა და ჩამორთმევას შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარდგინებით ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.“;
ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. განცხადების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსი 1 თვის ვადაში იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, სტატუსი ჩაითვლება მინიჭებულად. სტატუსი ენიჭება უვადოდ. სტატუსი ძალაში შედის მინიჭებისთანავე.“;
გ) 141 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„141. საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის წარდგინების მომზადებამდე საქველმოქმედო ორგანიზაციას უგზავნის შეტყობინებას და განუსაზღვრავს დამატებით ერთთვიან ვადას ამ კოდექსის მოთხოვნების შესასრულებლად.“;
დ) მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. შემოსავლების სამსახური აწარმოებს საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრს. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ორგანიზაციის სახელწოდება;
ბ) ხელმძღვანელი ორგანოს, ფილიალებისა და წარმომადგენლობების მისამართები;
გ) ძირითადი მიზნები;
დ) სტატუსის მინიჭების თარიღი და ნომერი;
ე) მმართველობის უმაღლესი ორგანოს ყველა წევრის ვინაობა და მისამართები.“.
6. 48-ე და 49-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 48. საქართველოს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს კოდექსი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 49. საქართველოს საგადასახადო ორგანოები
1. საქართველოს საგადასახადო ორგანოების ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემას შეადგენს შემოსავლების სამსახური (ცენტრალური აპარატი), მისი ტერიტორიული ორგანოები (რეგიონული ცენტრები) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შექმნილი შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულები (ასეთი ერთეულების შექმნის შემთხვევაში).
2. შემოსავლების სამსახური შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
3. საქართველოში საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ საგადასახადო ორგანოები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილი არიან, უზრუნველყონ სახელმწიფო კონტროლი გადასახადების სრულად და დროულად გადახდაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სხვა ორგანოებს.“.
7. 841 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შემოსავლების სამსახური, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება 1 000 000 ლარს, ხოლო შეჩერების ვადა არ აღემატება 1 წელს.“.
8. 85-ე მუხლის 33 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„33. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურსა და მარეგისტრირებელ ორგანოს შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში ელექტრონულ დოკუმენტზე (საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის ან გაუქმების შესახებ შეტყობინებაზე) ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.“.
9. 87-ე მუხლის 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურსა და მარეგისტრირებელ ორგანოს ან/და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, ქონებაზე ყადაღის დადების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში ელექტრონულ დოკუმენტზე (ქონებაზე ყადაღის დადების ბრძანებაზე) ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.“.
10. 88-ე მუხლის:
ა) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. თანხის სრულად გადახდისთანავე მყიდველს ეძლევა სერტიფიკატი გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ. ამ სერტიფიკატით მყიდველს გადაეცემა საკუთრების უფლება, რომელზედაც ვრცელდება არასაგადასახადო გირავნობის უფლება, რომელიც არსებობდა ქონების გაყიდვამდე და აღემატებოდა იმ საგადასახადო გირავნობის უფლებას, რომელმაც გამოიწვია ქონებაზე ყადაღის დადება. მყიდველმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიტანოს ქონება საწყობიდან ან საცავიდან, სადაც შემოსავლების სამსახური ინახავდა მას. მყიდველის საკუთრების უფლება ძალაში შედის თანხის სახელმწიფოსთვის სრულად გადახდისთანავე.“;
ბ) 131 და 132 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„131. თუ პირველ ან განმეორებით აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე პირს შეუძლია შეიძინოს ეს ქონება უკანასკნელ აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასად. ამ შემთხვევაში ქონების შემძენი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, რის შემდეგაც მას გადაეცემა ამ ქონებაზე საკუთრების უფლების მიღების შესახებ ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული სერტიფიკატი.
132. თუ განმეორებით აუქციონზე მყიდველი ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების დადგენილი წესით გადახდას ან აუქციონზე არ იქნება შემოთავაზებული შესაბამისი ფასი, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მოხსნას ქონებას ყადაღა და ეს ქონება მიაქციოს სახელმწიფო საკუთრებაში. ასეთ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, რომელთა დაფარვის მიზნითაც თავის დროზე ქონებას ყადაღა დაედო, ჩამოიწერება ამ მუხლის მე-15 ნაწილით განსაზღვრული რიგითობით, განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანებისა.“.
11. 89-ე მუხლის 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში ელექტრონულ დოკუმენტზე (საინკასო დავალებაზე) ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.“.
12. 103-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უცხოური საწარმოსთვის საბანკო ანგარიშის გახსნისას ან დახურვისას (გარდა ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აღნიშნულის თაობაზე 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შემოსავლების სამსახურს და მის მიერ ინფორმაციის მიღებამდე უცხოური საწარმოს ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები. გარდა ამისა, უცხოური საწარმოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იგი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას უცხოური საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომრის ან/და მუდმივი დაწესებულების ფაქტობრივი მისამართის შესახებ (თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს ან ანგარიშის გამხსნელმა პირმა ეს ინფორმაცია წარუდგინა ბანკს);
გ) 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირების ანგარიშის გახსნის ან დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასავლის ოპერაცია უკავშირდება ბიუჯეტში გადასახადის თანხის გადახდას. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;“;
ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) შემოსავლების სამსახურს მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადისა და პირობების დაცვით აცნობოს მხოლოდ ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ყველა ანგარიშის გახსნის ან/და დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ პირების საიდენტიფიკაციო ნომრებზე გამოწერილი საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა ავტომატურად გაავრცელოს ბანკში არსებულ მათ ყველა ანგარიშზე;
ვ) შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის ანგარიშის გახსნის ან დახურვის შესახებ აღნიშნული მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში. შემოსავლების სამსახურს ამ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება აქვს ამ კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რომელიც აითვლება ანგარიშის გახსნიდან/დახურვიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში ინფორმაცია შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაცია შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს ელექტრონული ფორმით, რომლის დროსაც ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;“.
13. 108-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას გამოდის, როგორც ფსევდომომხმარებელი, და ამ მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ან რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ორგანოს) უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირზე გადასახადის გადამხდელის ან/და დღგ-ის გადამხდელის ფსევდომოწმობების გაცემა.“.
14. 110-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს აქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება (საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, არააქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება გამოსცეს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, ხოლო მე-3-ჯერ ინვენტარიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით). გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელმა (დირექტორმა) ინვენტარიზაციის გონივრულ ვადაში ჩატარების მიზნით, ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა შექმნას საინვენტარიზაციო კომისია. საინვენტარიზაციო კომისიაში შეყვანილი უნდა იქნენ ის პირები, რომლებიც კარგად იცნობენ საინვენტარიზაციო ქონებას, იციან მისი ფასი და პირველადი აღრიცხვა, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები ან/და მის მიერ მოწვეული სპეციალისტები. საინვენტარიზაციო კომისია ვალდებულია სრულად და დროულად აღრიცხოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები წარმოებისა და შენახვის ადგილზე, შეუდაროს აღრიცხვის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამის მონაცემებს და ყოველივე ეს შეიტანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერის ოქმში.“.
15. 1282 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც აღნიშნულ განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად.“;
ბ) მე-3–მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს შეუმციროს გადასახადები ან/და სანქციები, თუ გადასახადის გადამხდელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაფარვას.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შემცირება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შემოწმების ჩატარებამდე ან შემოწმების დასრულებამდე განაცხადებს მის მიერ არადეკლარირებული და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების ჯამურ ოდენობას, შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელთან გააფორმოს საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამის პერიოდზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გადასახადის სახეების მიხედვით.“.
16. 1283 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადასახადო შეთანხმების აქტი ფორმდება შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის.“.
17. 142-ე მუხლის 22 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში.“.
18. 146-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დავის გადაწყვეტა შემოსავლების სამსახურში;“;
ბ) მე-8 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) არსებობს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურში იმავე პირის მიმართ იმავე საგანზე საჩივრის არგანხილვის თაობაზე ან საბჭოს გადაწყვეტილება საბჭოზე საჩივრის არგანხილვის შესახებ;“;
გ) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საჩივრის წარდგენისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მომჩივანმა ამ ვადაში საჩივარი წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ან შემოსავლების სამსახურში.“.
19. 147-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ პირი უარს აცხადებს „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულებაზე ან არ ეთანხმება ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი ვალდებულია „საგადასახადო მოთხოვნის“/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ამ კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესით შესაბამისად შემოსავლების სამსახურს ან საბჭოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით გაუგზავნოს წერილობითი საჩივარი, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით, ან საგადასახადო ორგანოს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას სასამართლოს მიერ.“;
ბ) მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პირის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული საჩივრის ან შეტყობინების გაგზავნის თარიღი.“.
20. 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უფლებამოსილი ორგანოს (შემოსავლების სამსახურის, საბჭოს) დასახელება;“.
21. 153-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვა მიმდინარეობს შემოსავლების სამსახურსა და საბჭოში, რომლის შექმნისა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
22. 154-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე ვალდებულია პირის საჩივარი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, თანდართულ მასალებთან ერთად გაუგზავნოს შემოსავლების სამსახურს.“.
23. 155-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით შემოსავლების სამსახურში (გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). მან წარდგენილ საჩივარს უნდა დაურთოს დამატებითი მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში);“.
24. 156-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საგადასახადო დავის განხილვა შემოსავლების სამსახურში“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ კოდექსის 155-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საჩივრის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში განიხილოს იგი, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და არა უგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-3 სამუშაო დღისა გაუგზავნოს იგი მომჩივანს და იმ საგადასახადო ორგანოს, რომლის გადაწყვეტილებაც იყო გასაჩივრებული. თუ შემოსავლების სამსახური დაასკვნის, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, იგი უფლებამოსილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემ საგადასახადო ორგანოს დაავალოს, განმეორებით განიხილოს და შეისწავლოს მხოლოდ სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება იყოს 30 კალენდარულ დღეზე მეტი. აღნიშნულ პერიოდში დავის განხილვა ჩერდება. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება ერთხელ, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით.“;
გ) მე-3–მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შემოსავლების სამსახურში დავა განიხილება მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) მონაწილეობით. განხილვისათვის დანიშნულ დროს მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავა მის გარეშე განიხილება. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ვადაში შესაძლებელია ჩატარდეს მოსამზადებელი სხდომა (სხდომები).
4. შემოსავლების სამსახური დავის განხილვის საფუძველზე უფლებამოსილია:
ა) დააკმაყოფილოს საჩივარი და გააუქმოს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება;
ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი და ნაწილობრივ გააუქმოს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი.
5. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გაერთიანების საფუძველზედაც. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) მისი მიღების დრო და ადგილი, მიმღებ პირთა ვინაობა, მომჩივნისა და საგადასახადო ორგანოს დასახელება, რომლის გადაწყვეტილებაც იყო გასაჩივრებული, და დავის საგანი;
ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელთა საფუძველზედაც მოხდა ამა თუ იმ მტკიცებულების უარყოფა, ნორმატიული აქტები და მათი ნორმები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა იგი;
გ) შემოსავლების სამსახურის დასკვნა საჩივრის დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან სადავო საკითხის განმეორებით განხილვის შესახებ;
დ) მისი გასაჩივრების ვადა და წესი.
6. გადაწყვეტილებას ხელს აწერს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
7. საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური ვალდებულია გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა პირს გადაწყვეტილებასთან ერთად გაუგზავნოს შესწორებული „საგადასახადო მოთხოვნა“ (თუ მოხდა მისი შესწორება).
8. თუ შემოსავლების სამსახური ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღებს იმავე ნაწილში აღნიშნულ გადაწყვეტილებას ან პირს არ გაუგზავნის მას, ეს ნიშნავს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.“.
25. 157-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 157. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 156-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში და შემოსავლების სამსახურის უარი, თუ მან ამ კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს:
ა) შემოსავლების სამსახურის მეშვეობით საბჭოში. მან წარდგენილ საჩივარს უნდა დაურთოს ამავე სამსახურისათვის წარდგენილი ყველა მასალის ასლები და დამატებითი მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში);
ბ) სასამართლოში (ასეთ შემთხვევაში მოპასუხეა ამ კოდექსის 147-ე ან 151-ე მუხლში აღნიშნული საგადასახადო ორგანო).
2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გასაჩივრების ვადები შესაძლებელია აითვალოს სხვადასხვა თარიღებიდან, უპირატესობა ენიჭება პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღს, მიუხედავად იმისა, დროულად გააგზავნა თუ არა გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა.
3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია პირის საჩივარი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, თანდართულ მასალებთან ერთად გაუგზავნოს საბჭოს.
4. თუ პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში არ გაასაჩივრებს (მათ შორის, სასამართლოში):
ა) შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას, იგი აღიარებულად ჩაითვლება, აღსასრულებლად მიიქცევა და გადაწყვეტილებაზე ვადის დაუცველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო;
ბ) შემოსავლების სამსახურის უარს, საჩივარი გაუქმებულად ჩაითვლება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიქცევა და უარზე ვადის დაუცველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო.“.
26. 158-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბჭო შეიმუშავებს საბჭოს რეგლამენტს, რომელიც მტკიცდება ამ კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საბჭოს რეგლამენტით განისაზღვრება საგადასახადო დავის წარმოების პროცედურები, მათ შორის, სხდომების მოსამზადებლად ჩასატარებელი ღონისძიებები, მტკიცებულებების მოპოვების საკითხები, საბჭოს წევრთა ჩანაცვლების, საბჭოს სხდომის მიმდინარეობის, კენჭისყრისა და სხვა საკითხები. საბჭოს რეგლამენტი აგრეთვე გამოიყენება შემოსავლების სამსახურის მიერ დავების განხილვისას. ის პროცედურები, რომლებიც საბჭოს რეგლამენტით ვერ განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების მიღების წესის თავისებურებებიდან გამომდინარე, რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, რომელიც შეასრულებს საბჭოს აპარატის ფუნქციას, და დავების განხილვის მომზადების შიდაუწყებრივი პროცედურები.“.
27. 161-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 161. სასამართლოს მიერ საგადასახადო დავის განხილვა
პირმა „საგადასახადო მოთხოვნა“, საგადასახადო ორგანოს, შემოსავლების სამსახურის, საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. სასამართლოში შეტანილი სარჩელი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
28. 281-ე მუხლის 50-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„50. ამ კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილის და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის ცვლილებები გავრცელდეს შემოსავლების სამსახურში 2010 წლის 1 იანვრიდან მიღებულ საჩივრებზე. შემოსავლების სამსახურში 2010 წლის 1 იანვრამდე მიღებულ საჩივრებზე გავრცელდეს ამ კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილის და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის 2010 წლის 1 იანვრამდე არსებული რედაქციები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 23 თებერვალი.
№2667–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები