,,სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 07/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.683
  • Word
42
01/03/2007
სსმ, 31, 07/03/2007
010.220.020.10.003.000.683
,,სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №42

2007 წლის 1 მარტი

 ქ. თბილისი

,,სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის №91 დადგენილების (სსმ III, 2006 წელი, №63, მუხლი 813) და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით ,,საქარ თელოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი

გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

მამუკა გელოვანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ნატო გაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

დავით კერესელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

კონსტანტინე კორკელია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

გივი მიქანაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

გია ქავთარაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ზურაბ ადეიშვილს – საქართველოს გენერალურ პროკურორს

ლევან ბეჟაშვილს – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს

ნიკა გვარამიას – საქართველოს პარლამენტის წევრს

მიხეილ გოგიშვილს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს

მალხაზ გურულს – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს

ლაშა კალანდაძეს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს

კონსტანტინე კუბლაშვილს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს

კახაბერ კუკავას – საქართველოს პარლამენტის წევრს

ზაზა მეიშვილს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრს

სოზარ სუბარს – საქართველოს სახალხო დამცველს

ალექსანდრე ტაბატაძეს – საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს

ეკა ტყეშელაშვილს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს

ლალი ფაფიაშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს – ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს

გიორგი ცაგარეიშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს

ვალერი ცერცვაძეს – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს

მარიკა ცერცვაძეს – თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს

გიორგი პაპუაშვილს – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს

ჯონი ხეცურიანს – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი