„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2523
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 25/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.05.001.003.879
  • Word
2523
28/12/2009
სსმ, 5, 25/01/2010
010.240.020.05.001.003.879
„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23(30), 1999 წელი, მუხ. 106) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 62-ე და 63-ე მუხლების შესაბამისად განსაზღვრავს თვითმმართველ ერთეულებში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ფორმებსა და წესს.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საკრებულოს უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე შეწყდეს, თუ საკრებულომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებიდან სამ თვეში არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 7. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელება

1. პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას შესაბამის თვითმმართველ ერთეულში ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული გამგებელი (მერი), ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით დანიშნული გამგებელი (მერი).

2. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირი ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ უფლებებს და ასრულებს მოვალეობებს. ამ პირის დამატებით უფლებამოსილებებს განსაზღვრავს სათანადო დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.

3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას ზედამხედველობას უწევს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – აგრეთვე შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 28 დეკემბერი.

№2523–რს