დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2521 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/12/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 20/01/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 03/06/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 330.090.010.05.001.003.877 |
საქართველოს კანონი
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 24.06.2005, მუხ. 186) დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
„მუხლი 131. განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა
განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში მშენებლობის ნებართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა და მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოცემისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 28 დეკემბერი.
№2521–რს
დოკუმენტის კომენტარები