„გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2482
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 30/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 03/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.05.001.003.859
  • Word
2482
25/12/2009
სსმ, 49, 30/12/2009
340.050.000.05.001.003.859
„გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 28.12.2007, მუხ. 430) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 22-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საგამოძიებო დეპარტამენტის, ინსპექციისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის რეორგანიზაციის პროცესი დასრულდეს 2011 წლის 1 იანვრამდე.“.

2. 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2011 წლის 1 იანვრიდან 2 თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

2. 2011 წლის 1 იანვრიდან 3 თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკა;

ბ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის დადგენილი ფორმის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, ლუქის, ბეჭდის ფორმები და სამსახურის ლოგოს ნიმუში;

გ) ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქცია;

დ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივი ეთიკის კოდექსი;

ე) გარემოს დაცვის სამსახურის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა;

ვ) გარემოს დაცვის სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი;

ზ) ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშის წარდგენის წესისა და ფორმის შესახებ;

თ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი და ნამსახურევი კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოებზე (თანამდებობრივი და წოდებრივი დანამატები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატების შესახებ;

ი) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის შესახებ;

კ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

ლ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სინჯების აღების შესახებ ინსტრუქციები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

№2482–რს