„სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2475
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 31/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 09/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.05.001.003.853
  • Word
2475
25/12/2009
სსმ, 50, 31/12/2009
040.110.030.05.001.003.853
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებსაქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 29-30, 9.07.1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-2 მუხლის 42 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისდაქვეპუნქტები:

) „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ქონებაზე, რომელსაც განკარგავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;

) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისებაზე ან ნებისმიერი სხვა სახით განკარგვაზე. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისება ან ნებისმიერი სხვა სახით განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.“.

2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. 2010 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდებასახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“.

    მუხლი 2. 

საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედების დღისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების და განკარგვის წესისა და პირობების დამტკიცება.

    მუხლი 3

1.  ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 2 მარტიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი   . სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

2475–რს