„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2465
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 30/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 340.020.000.05.001.003.845
  • Word
2465
25/12/2009
სსმ, 49, 30/12/2009
340.020.000.05.001.003.845
„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 450) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი

1. „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე, 23-ე და 30-ე მუხლების ამოქმედებამდე ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის ღონისძიებები გავრცელდეს მხოლოდ:

ა) პროდუქციის საქართველოში შემოტანისას, თუ ცნობილია, რომ პროდუქციის წარმოშობის ქვეყანაში არის მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაავადების ფაქტები, აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიაზე განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო ორგანიზმების გავრცელებისას;

ბ) მეწარმის მოთხოვნის საფუძველზე, მის საკუთარ საწარმოში.

2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაავადებების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის გამოქვეყნება სისტემატურად, აღნიშნულ ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი. 

№2465–რს