„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2464
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 30/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 340.140.000.05.001.003.844
  • Word
2464
25/12/2009
სსმ, 49, 30/12/2009
340.140.000.05.001.003.844
„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 18.01.2006, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) მწარმოებელი – პროდუქციის დამამზადებელი ან სხვა პირი, რომელიც თავის თავს წარმოადგენს დამამზადებლად პროდუქციისათვის თავისი სახელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის მინიჭებით;“;

ბ) „ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ1“ ქვეპუნქტი:

„ჭ1) იმპორტიორი – პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებული პროდუქციის იმპორტს;“.

2. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 14. სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაცია

პირი სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.“.

3. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საფრთხეების კონტროლის შიდა სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მცირე საწარმოებზე, აგრეთვე გლეხურ/ფერმერულ/კუსტარულ წარმოებასა და პირველად წარმოებაზე.“.

4. 36-ე მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მიკვლევადობისა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემების დანერგვა, გარდა პირველადი წარმოებისა, მცირე და გლეხური/ფერმერული/კუსტარული წარმოებისა, განხორციელდეს ამ კანონის მე-14 მუხლის მიხედვით დარეგისტრირებული საწარმოებისათვის შემდეგ ვადებში:

ა) ევროკავშირში ექსპორტიორ სურსათის მწარმოებელ საწარმოებში – 2011 წლის 1 იანვრიდან;

ბ) მაღალი რისკის სურსათის მწარმოებელ საწარმოებში, გარდა ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოებისა, – 2013 წლის 1 იანვრიდან;

გ) ყველა სხვა სურსათის მწარმოებელ საწარმოში – 2015 წლის 1 იანვრიდან;

დ) ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოებში – 2017 წლის 1 იანვრიდან.“;

ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. 361 მუხლის:

ა) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სურსათის მწარმოებელი საწარმოებისთვის ან/და დისტრიბუტორებისთვის ამ კანონის მე-14 მუხლი ამოქმედდეს 2010 წლის 30 იანვრიდან, ხოლო ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოებისთვის – 2016 წლის 1 იანვრიდან.

11. ამ კანონის 22-ე, 23-ე და 30-ე მუხლების ამოქმედება, გარდა პირველადი წარმოებისა, მცირე და გლეხური/ფერმერული/კუსტარული წარმოებისა, ამ კანონის მე-14 მუხლის მიხედვით დარეგისტრირებული საწარმოებისათვის დაიწყოს:

ა) ევროკავშირში ექსპორტიორი სურსათის მწარმოებელი საწარმოებისთვის – 2011 წლის 1 იანვრიდან;

ბ) მაღალი რისკის სურსათის მწარმოებელი საწარმოებისთვის, გარდა ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოებისა, – 2013 წლის 1 იანვრიდან;

გ) ყველა სხვა სურსათის მწარმოებელი საწარმოებისთვის – 2015 წლის 1 იანვრიდან;

დ) ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოებისთვის – 2017 წლის 1 იანვრიდან.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. 2010 წლის 30 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაციისთვის შესაბამისი წესისა და პირობების შემუშავება და დამტკიცება.“;

გ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საწარმოებისათვის ამ მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 22-ე, 23-ე და 30-ე მუხლების ამოქმედებამდე სახელმწიფო კონტროლი შეიძლება განხორციელდეს მეწარმის მოთხოვნის საფუძველზე, მის საკუთარ საწარმოში.“.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესის შემუშავება.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

№2464–რს