„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2458
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 30/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.003.838
  • Word
2458
25/12/2009
სსმ, 49, 30/12/2009
040.000.000.05.001.003.838
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

�საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1

�საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ� საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №35, 19.11.2009, მუხ. 253) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. 28-ე�32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 28. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია ხორციელდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი � საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე. გამოქვეყნებად ითვლება მისი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსება.

4. რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება არსებობს, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საბუთები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და რეგისტრაციისათვის წარდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიზნები არ ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს.

5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პირობები და რეესტრიდან ამონაწერების ფორმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული �მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით� (შემდგომში � ინსტრუქცია).

6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის მომსახურების ვადები და საფასური განისაზღვრება �საჯარო რეესტრის შესახებ� საქართველოს კანონით.

7. გადაწყვეტილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე. გამოქვეყნებად ითვლება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალს (წარმომადგენლობას) რეგისტრაციასთან ერთად მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და გასცეს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისათვის (წარმომადგენლობისათვის) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. რეგისტრაციაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებს და მარეგისტრირებელი ორგანოდან მიიღოს რეესტრიდან ამონაწერი. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან გაიცემა საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადებისათვის �საჯარო რეესტრის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში და საფასურის გადახდის შემთხვევაში, მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.

11. რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობა.

��� მუხლი 29. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობები

1. დაინტერესებული პირი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება/წევრთა შეთანხმება), რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება;

ბ) მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ;

გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის მიზანი;

დ) მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის (დამფუძნებლების) შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში � სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში � სრული სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები)); თითოეული დამფუძნებლის შესახებ მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე;

ე) მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ორგანოების) შესახებ;

ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) შექმნის (არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა;

ზ) მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი პირის შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი);

თ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა;

ი) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები), მისი (მათი) არჩევის წესი და უფლებამოსილების ვადა;

კ) მონაცემები წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), დაბადების ადგილი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი);

ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესი, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია;

მ) რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (პირის) დასახელება, გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა, თუ იგი განსხვავდება ამ ნაწილის �თ� ქვეპუნქტში მითითებული წესისა და პროცედურისაგან.

3. რეგისტრაციის შესახებ განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს:

ა) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ხელმოწერის ნიმუში, რომელსაც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) გამოიყენებს (გამოიყენებენ) საქმიან ურთიერთობებში;

გ) ცნობა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ � ადგილსამყოფლის მესაკუთრის სანოტარო წესით დადასტურებული თანხმობა ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება.

��� მუხლი 30. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) ცნება და რეგისტრაცია

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს შეუძლია დააარსოს ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც არის განცალკევებული ქვედანაყოფი, მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფლის გარეთ, სრულად ან ნაწილობრივ წარმოადგენს მას ან ასრულებს მის ფუნქციებს, არ არის იურიდიული პირი და საქმიანობას ახორციელებს დამფუძნებლის მიერ მიღებული აქტის (ოქმის) საფუძველზე.

2. საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) არ რეგისტრირდება.

3. უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) საქართველოში დაარსების შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის შესახებ;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, ამ კანონით დადგენილი მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და მისი ხელმძღვანელის შესახებ.

��� მუხლი 31. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) ცვლილებების რეგისტრაცია

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც იწვევს მათ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში (წესდებაში/წევრთა შეთანხმებაში) ცვლილებებს, საჭიროებს რეგისტრაციას. რეგისტრაციას საჭიროებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში � ამ კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის �ა���გ� და �ე���მ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებები, ხოლო უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) შემთხვევაში � ამ კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის �ბ� და �გ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილება. ცვლილება განხორციელებულად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

2. წარდგენილ განცხადებას ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ უნდა დაერთოს:

ა) ცვლილებების განხორციელების თაობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტი;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;

გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შეცვლის შემთხვევაში � ცნობა ახალი ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ.

3. განცხადება ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის დადგენილი ფორმით.

��� მუხლი 32. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციაზე (ცვლილებების რეგისტრაციაზე) უარის თქმის საფუძვლები

1. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალს (წარმომადგენლობას) შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე (ცვლილებების რეგისტრაციაზე), თუ:

ა) რეგისტრაციისათვის წარდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიზნები ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს;

ბ) არსებობს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობები;

გ) არსებობს ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები;

დ) განცხადება რეგისტრაციის შესახებ არ არის შესრულებული ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად;

ე) რეგისტრაციის შესახებ განცხადებას არ ერთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ან აღნიშნული დოკუმენტაცია არასრულადაა წარდგენილი;

ვ) რეგისტრაციის შესახებ განცხადებისათვის დართული დოკუმენტაცია არ არის გაფორმებული (დადასტურებული) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის �გ���ვ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას მარეგისტრირებელი ორგანო განმცხადებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აძლევს 30-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ აღმოიფხვრება, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.�.�.

��� მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი �მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

№2458�რს