„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 234
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 22/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 26/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 360.140.000.10.003.000.618
  • Word
234
20/12/2006
სსმ, 172, 22/12/2006
360.140.000.10.003.000.618
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №234

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებარ­თვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეტანილ იქნეს ცვლი­ლებები „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრო­ბის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №104, მუხლი 1161) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 15. გარდამავალი დებულებები

1. ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნე­ბარ­თვის გაცემის მიზნით დაწყებული ის პროცედუ­რები, რო­მელთა განხორციელებაც მიმდინარეობს ამ დადგენილების ძა­ლაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს „გარემოსდაცვითი ნე­ბართვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძ­ველზე გამოცემული საქართვე­ლოს კანონქვემდებარე ნორმა­ტიული აქტებით დადგენი­ლი წესით.

2. ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობა, რომლის განხორციელებაც დაწყებულია „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღებას 2009 წლის 1 იანვრამ­დე სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის (პროგრამის) შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემ­თხვე­ვაში საქმიანობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გარე­მოზე ზემოქმედების შეფასების ანგა­რიში უნდა ასახავდეს როგორც გარემოს არსებული მდგო­მარეობის ანალიზს (ეკოლოგიური აუდიტი), ისე მიმ­დინარე საქმიანობით გამო­წ­ვეულ გარემოზე ზემოქმე­დების შემამცირებელ ღონისძიებათა გეგმას.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი