საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2314
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 44, 18/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.003.803
  • Word
2314
11/12/2009
სსმ, 44, 18/12/2009
010.190.030.06.001.003.803
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

     საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 109-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ6 და „ჰ7 “ ქვეპუნქტები:

„ჰ6 ) გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის და ამ რეგლამენტის 2612  მუხლის შესაბამისად ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის საბჭოს;

7 ) გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭოს წევრებს.“.

2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2612  მუხლი:

     „მუხლი 2612 

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – მისი ერთ-ერთი მოადგილე. გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისად პარლამენტის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის სამდივნო.“.

    მუხლი 2

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                             დ. ბაქრაძე

თბილისი,

2009 წლის 11 დეკემბერი.

№2314–რს