დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2285 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 22/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170.000.000.05.001.003.796 |
საქართველოს კანონი
„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 5) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს კანონი ადგენს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის, აგრეთვე ამ მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობას და გადახდევინების წესს, აგრეთვე საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის განკუთვნილი საფასურის ოდენობას და გადახდევინების წესს.“.
2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის ცნება
სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაური (შემდგომში – საზღაური) არის სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის, აგრეთვე სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის გადახდილი ანაზღაურება, რომელშიც არ შედის დამატებული ღირებულების გადასახადი.“.
3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა.“.
4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, გარიგებაში ისეთი ცვლილების შეტანისას, რომელიც არ არის დაკავშირებული გარიგების ღირებულებასთან ან პირთა შეცვლასთან, ცვლილების დადასტურებისათვის საზღაური 25 ლარია.“.
5. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებასთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება
1. კაპიტალის ან/და საპაიო შენატანის მქონე სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული გარიგების ღირებულებაა კაპიტალი ან/და საპაიო შენატანი.
2. სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის კაპიტალში ან/და საპაიო შენატანში ცვლილებებთან დაკავშირებულ მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაური გამოიანგარიშება მხოლოდ გაზრდილი ან შემცირებული თანხიდან.
3. იმ გარიგების ღირებულება, რომლის საფუძველზედაც ხდება სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის წილის გასხვისება, გამოიანგარიშება კაპიტალში ან/და საპაიო შენატანში შესაბამისი გასასხვისებელი წილის პროპორციულად.
4. სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის წესდებაში იმ ცვლილებების დამოწმებისათვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული კაპიტალთან ან/და საპაიო შენატანთან, საზღაური 15 ლარია.
5. კაპიტალის არმქონე სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული გარიგების დამოწმებისათვის საზღაური 25 ლარია.
6. ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტისა) განსაზღვრულ მოქმედებათათვის საზღაური არ უნდა იყოს 25 ლარზე ნაკლები და 1000 ლარზე მეტი.“.
6. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. საზღაური სააქციო საზოგადოების საერთო კრების ოქმის შედგენისათვის
სააქციო საზოგადოების საერთო კრების მიმდინარეობისა და გადაწყვეტილების შესახებ ოქმის შედგენისათვის საზღაურია სააქციო საზოგადოების კაპიტალის 0,2%, რომელიც არ უნდა იყოს 150 ლარზე მეტი.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:
„მუხლი 201. საზღაური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმის შედგენისათვის
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმის შედგენისათვის საზღაური 100 ლარია.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ჩაშლის შესახებ მოწმობის გაცემისათვის საზღაური 50 ლარია.“.
8. 21-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
9. 29-ე და 30-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურებადი სანოტარო მოქმედებები
საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურდება შემდეგი სანოტარო მოქმედებები:
| 1 | ანდერძის დადასტურება | 9 ლარი |
| 2 | ანდერძის გახსნის შესახებ ოქმის შედგენა | 5 ლარი |
| 3 | ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება | 2 ლარი |
| 4 | დოკუმენტის თარგმანის სისწორის დადასტურება | თითოეული გვერდისათვის 1 ლარი |
| 5 | დოკუმენტის ასლისა და დოკუმენტიდან ამონაწერის დადასტურება | თითოეული გვერდისათვის 0.5 ლარი |
| 6 | იმ დოკუმენტის ასლის გაცემა, რომელიც ინახება სანოტარო ბიუროში | 3 ლარი |
| 7 | ქონების მინდობის (დავალების) ხელშეკრულების დამოწმება განკარგვის უფლებით/განკარგვის უფლების გარეშე | 5 ლარი |
| 8 | იურიდიული პირის მიერ გაცემული რწმუნებულების დადასტურება | 5 ლარი |
| 9 | ფიზიკური პირის მიერ გაცემული რწმუნებულების დადასტურება | 2 ლარი |
| 10 | საზღვაო პროტესტის შესრულება | 300 ლარი |
| 11 | დოკუმენტის (გარდა ანდერძისა) შენახვა | ყოველი თვისათვის 0.25 ლარი |
| 12 | ანდერძის შენახვა | 1.5 ლარი |
| 13 | მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება | 2 ლარი |
| 14 | მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება | 2 ლარი |
| 15 | დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება | 2 ლარი |
| 16 | მოქალაქის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის ფაქტის დადასტურება | 2 ლარი |
| 17 | ნოტარიუსის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების გადაცემა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის | 3 ლარი |
| 18 | განცხადების პროექტის შედგენა | 1 ლარი |
| 19 | განცხადების ან უწყების ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის ან გადაცემის შეუძლებლობის შესახებ მოწმობის გაცემა | 2 ლარი |
| 20 | სამკვიდრო მოწმობის გაცემა იმ ქონებაზე, რომლის შეფასებაც შეუძლებელია | 5 ლარი |
| 21 | აღნაგობის უფლებასთან დაკავშირებით გაცემული წინასწარი თანხმობის დადასტურება | 9 ლარი |
| 22 | სააღსრულებო ფურცლის გაცემა | 100 ლარი |
მუხლი 30. საზღაური სამართლებრივი კონსულტაციისათვის
საზღაური სამართლებრივი კონსულტაციისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული სანოტარო მოქმედების შესრულებასთან, განისაზღვრება ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.“.
10. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირი, რომლის თხოვნითაც სრულდება სანოტარო მოქმედება, ვალდებულია აანაზღაუროს სანოტარო მომსახურებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სატელეფონო კავშირის, ფაქსის, ტელეფაქსის, საფოსტო გზავნილების, სატრანსპორტო, სანოტარო მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი დოკუმენტებისა და ინფორმაციის გამოთხოვის, აგრეთვე სანოტარო მომსახურების შედეგად დამოწმებული დოკუმენტის ან/და უფლების რეგისტრაციის ხარჯები. ეს მომსახურება გაიწევა პირთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.“.
11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 მუხლი:
„მუხლი 311. სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასური
1. ელექტრონულ სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის (გარდა დოკუმენტის ასლის დედანთან სისწორის დამოწმების რეგისტრაციისა) საფასურია 2.0 ლარი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით).
2. სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასური გადაიხდევინება ნოტარიუსთან, რომელიც უზრუნველყოფს მის შეტანას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ანგარიშზე.“.
12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი:
„თავი VI1 .
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლებისა და ინფორმაციის გაცემის საფასური
მუხლი 341. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული ვადები და საფასურის ოდენობები
1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია საფასურის შემდეგი ოდენობები:
ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტების დამოწმებული ასლების გაცემა 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი;
ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის/ცნობის ან დოკუმენტების არარსებობის, სანოტარო მოქმედების შეუსრულებლობის თაობაზე ინფორმაციის/ცნობის გაცემა 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი; ამასთანავე, თუ ინფორმაცია/ცნობა შეიცავს რამდენიმე ნოტარიუსის არქივში დაცული დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას, საფასურის ოდენობა იზრდება შესაბამისი ჯერადობით;
გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლების დამზადება 4 სამუშაო დღის ვადაში – 0,5 ლარი თითოეული გვერდისათვის.
2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დაჩქარებულ მომსახურებას ახორციელებს შემდეგ ვადებში და შემდეგი ოდენობის საფასურით:
ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტების დამოწმებული ასლების გაცემა: განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 30 ლარი, განცხადების შეტანიდან ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი;
ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის/ცნობის გაცემა: განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 30 ლარი, განცხადების შეტანიდან ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი;
გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლების დამზადება განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 5 ლარს დამატებული 0.5 ლარი თითოეული გვერდისათვის.
3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია საბიუჯეტო დაწესებულებებისათვის გაწეული მომსახურება, აგრეთვე ნოტარიუსის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია/ცნობა, დოკუმენტის ასლის დამოწმება.
მუხლი 342. საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნება
1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის გადახდილი საფასური განმცხადებელს უბრუნდება, თუ:
ა) განმცხადებელმა განაცხადის შემოტანამდე მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება;
ბ) საფასური გადახდილია ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;
გ) საფასური გადაიხადა ამ კანონის შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულმა სუბიექტმა;
დ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში არ აღმოჩნდა დოკუმენტი, რომლის ასლის დამზადებისათვის ან/და დამოწმებისათვის იქნა გადახდილი საფასური;
ე) დაჩქარებული მომსახურება არ განხორციელდა დაინტერესებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა დაჩქარებული მომსახურებისა და დაჩქარების გარეშე მომსახურების დადგენილ საფასურებს შორის.
2. საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-10 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 4 დეკემბერი.
№2285–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები