დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 221 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 162, 01/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.10.003.000.605 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №221
2006 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტი) I დამატების 3 (დ) (ii) (2) ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით) 2006 წლის 9 იანვრის წერილის გათვალისწინებით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №64, მუხლი 673) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის №561 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ლევან დუჩიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი ისაკაძე – ბიზნესის სექტორის წარმომადგენელი
ქეთევან მახარაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ნინო ჟვანია – არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები