დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2281 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/12/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 45, 21/12/2009 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.003.793 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. 258-ე მუხლის ცხრილის მე-11 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
11 | ა) თამბაქოს ნაწარმის (თამბაქოს ნედლეულის გარდა) იმპორტი: |
|
|
|
| – სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, თამბაქოს შემცველობით | 2402 10 000 01 | 1 ღერი | 0,90 ლარი |
| – სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით | 2402 10 000 02 | 20 ღერი | 1 ლარი |
| – ფილტრიანი სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით | 2402 20 | 20 ღერი | 0,60 ლარი |
| – ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი | 2402 20 | 20 ღერი | 0,15 ლარი |
| – სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები, თამბაქოს ექსტრაქტები და ესენციები | 2403 (გარდა 2403 10 900 00, 2403 99 900 00, 2403 91 000 00) | 1 კგ | 20 ლარი |
| ბ) ადგილობრივი წარმოების თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა): |
|
|
|
| – სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, თამბაქოს შემცველობით | 2402 10 000 01 | 1 ღერი | 0,70 ლარი |
| – სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით | 2402 10 000 02 | 20 ღერი | 0,80 ლარი |
| – ფილტრიანი სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით | 2402 20 | 20 ღერი | 0,60 ლარი |
| – ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი | 2402 20 | 20 ღერი | 0,15 ლარი |
| – სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები, თამბაქოს ექსტრაქტები და ესენციები | 2403 (გარდა 2403 10 900 00, 2403 99 900 00, 2403 91 000 00) | 1 კგ | 20 ლარი |
2. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 54-ე და 55-ე ნაწილები:
„54. პირებს, რომლებიც ამ კოდექსის 258-ე მუხლის ცხრილის მე-11 სტრიქონით გათვალისწინებული საქონლიდან აწარმოებენ ფილტრიან სიგარეტს თამბაქოს შემცველობით, პაპიროსს და ყველა დანარჩენ უფილტრო სიგარეტს, უფლება აქვთ 2010 წლის მოგების გადასახადი გადაიხადონ არა უგვიანეს 2011 წლის 1 აპრილისა.
55. 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემული, ამ მუხლის 54-ე ნაწილით გათვალისწინებული საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ნაშთები ექვემდებარება დაბრუნებას ან გადაანგარიშებას ამ კოდექსის 258-ე მუხლის ცხრილის მე-11 სტრიქონით გათვალისწინებული განაკვეთის შესაბამისად. ამასთანავე, გადაანგარიშებით წარმოშობილი სხვაობა გადახდილი უნდა იქნეს შესაბამისი აქციზური საქონლის მიწოდების მიხედვით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 4 დეკემბერი.
№2281–IIს
დოკუმენტის კომენტარები