დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2258 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 08/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.070.000.05.001.003.779 |
საქართველოს კანონი
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 20.01.2006, მუხ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36. სკოლაში სწავლისაგან გათავისუფლება
მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი, ასევე ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. პირი, რომელმაც გაიარა სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება სკოლაში სწავლისაგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე.“.
2. 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დამოუკიდებელი საბჭოს მიერ იუსტიციის მსმენელთა პირველი საკვალიფიკაციო სიის დამტკიცების შემდეგ მოსამართლედ შეიძლება გამწესდეს მხოლოდ ის პირი, რომელიც აკმაყოფილებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.“.
3. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 4 დეკემბერი.
№2258–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები