საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2232
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 04/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.003.775
  • Word
2232
04/12/2009
სსმ, 39, 04/12/2009
200.000.000.05.001.003.775
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. 72-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე ჩასარიცხი თანხის პროცენტი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს პროცენტი იმდენი უნდა იყოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ზედმეტად გადახდილი თანხების სრულად დაბრუნება ამ კოდექსით დადგენილ ვადაში.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წყაროდანაც, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.

2. 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. თუ საგადასახადო კონტროლის პროცედურების ჩატარება შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ჩვეული რიტმის დარღვევის გარეშე და გადასახადის გადამხდელის საქმიანობა შესაძლებელია შეჩერდეს 48 საათზე მეტი დროით, საგადასახადო ორგანო ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეუთანხმოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ უფლებამოსილ პირს/პირებს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 4 დეკემბერი.

№2232–IIს