დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ნოემბრის №204 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 218 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 157, 22/11/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.000.10.003.000.602 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №218
2006 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
„შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ნოემბრის №204 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად:
1. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ნოემბრის №204 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“;
ბ) დადგენილების 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს დაენიშნოთ ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდია 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. 2006 და შემდგომ წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატების სახელმწიფო სტიპენდიებისათვის სახსრების გამოყოფა განხორციელდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში.
3. იმ პირებს, რომელთაც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭათ 2006 წელს, სტიპენდია მიეცეთ მათთვის პრემიის მინიჭების დღიდან.“;
გ) დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს, რომელთაც დანიშნული აქვთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური გრანტი, გრანტი მიეცეთ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებებიდან, ხოლო ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო სტიპენდია გაიცეს დადგენილების მე-4 პუნქტში მითითებული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები