„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2186
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 07/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.04.001.003.755
  • Word
2186
01/12/2009
სსმ, 40, 07/12/2009
220.010.000.04.001.003.755
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

                   მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ.“.

2. 25-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წმინდა მოგების დარჩენილი თანხით უნდა შეივსოს ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდი, ვიდრე მისი მოცულობა არ გაუთანაბრდება შესაბამისი საფინანსო წლის ბოლოს არსებული სარეზერვო ფულის ოდენობის 15 პროცენტს. ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება წმინდა მოგების დარჩენილი თანხით ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდის მოცულობის, შესაბამისი საფინანსო წლის ბოლოს არსებული სარეზერვო ფულის ოდენობის 15 პროცენტზე ნაკლები ოდენობით შევსების შესახებ;“.

            მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 1 დეკემბერი.

2186–IIს