დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესის მონაწილე დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 233 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 172, 22/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270.090.000.10.003.000.617 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №233
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესის მონაწილე დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
1. ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესის მონაწილე დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგების მიზნით, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესის მონაწილე დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვროს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დროებითი დებულებისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დაფინანსებისა და ანაზღაურების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 5 სექტემბრის №894 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები