დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2036 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/11/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 19/11/2009 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.003.729 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 24.07.2009, მუხ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-13 ნაწილის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მეწარმე ფიზიკურ პირს ან/და საწარმოს/ორგანიზაციას გაუხსნას საბანკო ანგარიში მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-4 და მე-7 ნაწილებისა, მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, მე-20 და 21-ე ნაწილებისა, 22-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა, 29-ე, 30-ე და 32-ე ნაწილებისა, 41-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა, 43-ე ნაწილისა, 46-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა, 53-ე და 54-ე ნაწილებისა და 55-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-7 ნაწილები, მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მე-20, 21-ე, 29-ე და 30-ე ნაწილები, 41-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, 43-ე ნაწილი, 46-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 53-ე და 54-ე ნაწილები და 55-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 6 ნოემბერი.
№2036–IIს
დოკუმენტის კომენტარები