დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1931 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 03/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 06/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.010.05.001.003.691 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი:
„72. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 3 ნოემბერი.
№1931–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები