„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 211
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/11/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 155, 17/11/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 16/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.595
  • Word
211
15/11/2006
სსმ, 155, 17/11/2006
010.220.020.10.003.000.595
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №211

2006 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ბოლო დროს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფ­ლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო, „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ 2004 წლის 13 თებერვლის საქართველოს კანონის პირველი მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად „საქართველოს ფინან­სთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტუ­რი­ზა­ციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილების (სსმ III, 06.06.2004 წელი, №58, მუხლი 501) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშე­წო­ნილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემ­დეგი შემადგენლობით:

ალექსი ალექსიშვილი –          საქართველოს ფინან­სთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლების – საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინის­ტრი

ლაშა გოცირიძე – საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდო­მარის მოად­გილე

ირაკლი კოვზანაძე – საქართველოს პარლამენ­ტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდო­მარე

ნიკოლოზ ლეკიშვილი – საქართველოს პარლა­მენ­ტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე

დავით ლომიძე –          საქართველოს ფინანსთა სამი­ნის­ტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი

დავით ნატროშვილი – სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარე

ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს ეკონო­მიკური განვითარების მინისტრი

ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გია ქავთარაძე – საქართველოს იუსტიციის მინის­ტრი

პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

გიორგი წერეთელი – სსიპ „თავისუფალი ვაჭრო­ბისა და კონკურენციის სააგენტოს“ უფროსი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი