დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1878 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 09/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 350.010.010.05.001.003.649 |
საქართველოს კანონი
„ ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4(11), 1999 წელი, მუხ. 18) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 4. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები
1. ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის ნორმატიული აქტია კომისიის დადგენილება, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
2. ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 22 ოქტომბერი.
№1878–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები