დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 206 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 151, 09/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.10.003.000.590 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №206
2006 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
ა) ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტი;
ბ) შეიქმნას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი ბარამიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ნანა ალანია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი
გრიგოლ ვატიტაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიულ და საერთაშორისო საკითხთა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
დავით ლაშხია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
დავით შავერდაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი
მიხეილ ჩხაიძე – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის სპეციალისტი.
2. სალიკვიდაციო კომისიამ 2006 წლის 1 დეკემბრამდე:
ა) შეადგინოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსი;
ბ) ლიკვიდაციის დასრულების შემდგომ წარუდგინოს სათანადო დოკუმენტაცია და ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;
გ) დაამუშაოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტში არსებული დოკუმენტაცია სათანადო წესით (დაარქივება-სისტემატიზაცია);
დ) სალიკვიდაციო პროცესებთან დაკავშირებით გადაწყვიტოს სხვა საკითხები და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) უზრუნველყოს:
ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით თანამშრომელთა გაფრთხილება (მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ) და გათავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) სალიკვიდაციო კომისიის მიერ წარდგენილი სათანადო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი ფულადი გასაცემლების (სახელფასო დავალიანება, კომპენსაცია, გასასვლელი დახმარება და სხვ.) გაცემა.
4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონება გადაეცეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
5. ლიკვიდირებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
6. დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 8 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები