საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1718
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 12/10/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.003.643
  • Word
1718
06/10/2009
სსმ, 29, 12/10/2009
010.190.030.06.001.003.643
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი                                                       საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2713 მუხლი:

     „მუხლი 2713

1. 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ იმ პარლამენტის წევრებს, რომელთაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება არ არის ცნობილი, უფლება აქვთ 2010 წლის 1 იანვრამდე უფლებამოსილების აღდგენის შესახებ განცხადებით მიმართონ პარლამენტის თავმჯდომარეს.

2. განცხადება განსახილველად 3 დღის ვადაში გადაეცემა პარლამენტის შესაბამის კომიტეტს, რომელიც ერთი კვირის ვადაში განიხილავს მას და სათანადო დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელსაც არლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

3. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს დადგენილებით.“.

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარე . ბაქრაძე

თბილისი,

2009 წლის 6 ოქტომბერი.

№1718_IIს