დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 205 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 151, 09/11/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.589 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №205
2006 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტისა და 153-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილების (სსმ III, 2005 წელი, №6, მუხლი 71) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
ლაშა გოცირიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
კახა დამენია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
კონსტანტინე კორკელია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
დავით ლომიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს მდივანი
ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ვახტანგ ჯორბენაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები